იგავ-არაკები და ქარაგმულები
„მეც სიცილს ძალი მივეც“
სულხან-საბა ორბელიანი
კუს კანტი არ ჰქონდა წაკითხული
ერთ დიდ ტყეში, რომელსაც თვითონვე აღარ ახსოვდა თავისი დახავსებული ისტორია, ათასწლოვანი მუხის ძირას შეიკრიბნენ დათვი, ტურა, ლომი და კუ, ყოველი მათგანი თავის პატარა გვარ-ჯილაგს წარმოადგენდა. დავა-კამათი საღამომდე გაგრძელდა, უნდა გადაეწყვიტათ, ვის ერგებოდა კესანებით მოჩითული ციცქნა კორდი, თაგვი კუდის მისაქცევ-მოსაქცევად რომ იწუნებდა. არადა, მემკვიდრობით, მამა-პაპათაგან კუს გადმოსცემოდა, მაგრამ ახლა ეს პატიოსანი ცხოველები ეცილებოდნენ. ჩამორჩიო. კუს მტკივან ადგილას აჭერდნენ. რაღა დროს სიგელ-გუჯრებიაო.
დაჩაგრულ-გადაფითრებულ კუს ყველა გზა მოჭრილი ჰქონდა, დათვს ბუნაგი ევიწროებოდა, ლომს სამეფო ხელისუფლება ეცოტავებოდა, ტურას-რა, უბრალოდ, დავისას განზე ხომ არ გადგებოდა, რასაც ხელს გამოჰკრავდა, ხო კარგი და თუ არა, თავზარდამცემი ყმუილი ხომ შერჩებოდა.
ამ დროს ტოტზე თავდაღმა დაკიდულ გაქუცულ ბუს გაეღვიძა, ყური დაუგდო ამ გაუგებარ მასლაათს, მიხვდა, რომ კარგა ხანს არ მოასვენებდნენ და ოოო _ თქვა. მერე თვალები თავისებური ჯამბაზობით გადაატრიალ-გადმოატრიალა და ვარსკვლავებიან ცას გახედა, დრო იყო, კიდევ რაღაც ეთქვა, მშვენიერი და მახვილგონივრული.
ნება მიბოძეთო. თავაზიანი იყო.
ზედაც არ ახედეს.
მაშინ კი დაიბოხა ხმა; ეი, თქვენ, ტყე ყბედობით რომ აგიკლიათ, ის კორდია თუ კორდის მინამსგავსი, იმისი იყოს, ვინც იტყვის, კანტმა რა თქვაო.
გაბრაზებულმა ცხოველებმა ვერაფერი შეჰბედეს ამ არამკითხე მოამბეს, ბრძენთაბრძენის სახელი ჰქონდა ბუს აქაც გავარდნილი, თუმცა კი დღისით სულ დუმდა და ღამე რა სიბრძნეს აფრქვევდა, მაგის გამრკვევ-გამომძიებელი არავინ იყო.
დათვმა მხრები გაშალა, პანტის მეტი რა ჰქონდა ნანახი, თუმცა მისი ლაპარაკი არაკადაც არ გაეგონა, მაგრამ იხტიბარი არ გაიტეხა, აბა, რაო _დაიბუბუნა, აბა, აბა, აბაო და რაო.
ლომს კვატი ჩაესმა, კვატი-კვუტის ენისგასატეხები ჩვენში ბავშვებმაც კი იციანო.
ტურამ, თან გამალებით ყურს იფხანდა, ისეთი კვანტის მოდება ვიციო, როო, როო. დანარჩენი ნათქვამი ყმუილმა შთანთქა.
ჩემი ჯერიაო და საწყალი კუ ჯერ ბაკანში შეძვრა, შეიმალა, საერთოდ თავი როგორ გამოვყავი, ფეხი კიო, შეიძლებოდა, ნახირ-ნახირისთვისო, მაგრამო, ამ ოხერ თავმოყვარეობას რა ვუყო, თორე, მე ვინ გამასწრებდაო, სირბილიც კარგი ვიცოდი ჩემს ბიჭობაშიო.
ასეთსა და ამგვარ ფიქრებში ისე გაერთო და გაიხლართა, რომ ბაკანი უკუღმა მოექცა და როცა, როგორც იქნა, თავლაფდამსხმელი აღიარების გადაწყვეტილებით, წვალებ-ჯახირში ცხვირი როგორღაც გამოხირა, (სიბერისგან კარგად იყო მოფანფალებული), ერთი ნაღვლიანად გახედა ზეცას, ნეტავი შენ, რომ ვერავინ ვერაფერში შეგედავებაო და უსაშველობისგან გულისწამღებად ამოიოხრა.
ბუმ ვერ გაიგონა კუს ნაჩიფჩიფარი, მაგრამ არ შეიმჩნია, თვალები უფრო ბრძნულად დაქაჩა, ოსტატურად დააბზრიალა გუგები და გაოცებულ კუს გამარჯვება მიულოცა.
კუს არა გაეგებოდა რა სიხარულისაგან.
დათვი, ლომი და ტურა უფრო ხელსაყრელი დროის მოლოდინით ღირსეულად გაიძურწნენ. აბა, ბრძენ ბუსთან საქმის გარჩევას ხომ არ მოჰყვებოდნენ.
არადა, ბედს რა ვუთხარი, თორემ, კუს ამოოხვრის შემდეგ უნდა ეღიარებინა, რომ კანტი თავის დღეში არ წაეკითხა და, ცოდვა გამხელილი სჯობს, არც ეპირებოდა.
მონასტრის თაგვი
მონასტრის თაგვი იყო, რა, ღარიბ-ღატაკი და ნაშიმშილარი, მაგრამ ენუგეშებოდა, ნიორი ხომ მაინც არ ვარ, იერუსალიმში წაღებ-წამოღებამ სიმყრალე რომ ვერ ჩამორეცხაო.
ჰოდა, მღვდელი რომ ქადაგებდა, ისიც იქვე ჩაიცუცქებდა და მთელ სათაგვეთს მის სიწმინდეში ეჭვი არ ეპარებოდა.
ღამ-ღამობით თაროზე მივიწყებულ ძველ წიგნებს დაუზოგავად ხრავდა და გაუთავებლად ოხრავდა გაუხარებელ ცხოვრებაზე.
ამ უთავბოლო ხვრა-ხვრაში სხვას შეიძლება წერა-კითხვა შემოსწავლებოდა, მაგრამ ეს სხვა ჯიშისა იყო, კერკეტი კაკალივით.
ბევრის მნახველმა თაგვებმა მაინც მოძღვრად დაისვეს, სულ რო არაფერი, უძველესი სახარება აქვს ნახრავიო. მაშ, ასე იტყოდნენ ხოლმე, გონივრული მსჯელობა იცოდნენ მაშინ თაგვებმა. აბა, ბიჭი იყავი და მერე და მერე გაბღენძილ-დაქონიანებულ თაგვზე აუგის თქმა დაგეპირებინა. ჩვენიაო.
მე შენ გეტყვი და მართლები არ იყვნენ, ჰოო, თურმე კაი ბეჯითი ხვრა კი სცოდნია იმ დალოცვილს. ერთი ასოც არ დარჩენია დაუფქვავი. წმინდად. აბა?
ერთი ძველ-ახალი ამბავი
აკოკრებულმა ცეცხლმა ხან აქედან უტრიალა ახლადწამოჩიტულ თივას, ხან იქიდან. გულს აგურგურებდა, თვალებს აგიზგიზებდა, ბროწეულისფერი და გავარვარებული ბაგეებით კაბის კალთებს კოცნით უწვავდა. თაფლისფერ მკლავებზე შუშხუნების სამაჯურს ასხამდა. ტკაცატკუცით მჭევრმეტყველებდა, ან კი სად დაესწავლა იმ გასაქრობს ეს სატრფიალო შაირები. ცას სწვდებოდა მისი სამიჯნურო ღაღადისი. ძნელი იყო გაძლება.
თივას აჟრჟოლებდა, აცახცახებდა, გული მისდიოდა, ცეცხლი უფრო გიჟდებოდა, მთელი ვარსკვლავეთის ფერხთით დაყრას ჰპირდებოდა, ოღონდაც ჩემი გახდი, ოღონდაც შემომახვევინე და ჩამიხვიე, სამყაროს დედოფლად გაქცევო.
გაძელიო. აქეთ-იქიდან. უძლებდა, უძლებდა თივა.
თივთიკივით თმა ჰქონდა. არა, შარზე თუ იყავი, დასაწუნსაც გამოუჩხრეკდი. ცეცხლი კი მზეთუნახავად ჰსახავდა, თუმცა ის ბევრისმნახველი გუბე სხვას ებუზღუნებოდა, გატყუებს, თივისა და ცეცხლის სიყვარული ამბადაც არ თქმულაო, ახლა გაიგონო, ჯიუტობდა. თავი ელამაზებოდა, ცეცხლოვანი სიტყვების ყვავილების სურნელით ბრუვდებოდა.
ნათესავ-ახლობლების ჭკუის დარიგება რა მოსატანი იყო ტრფიალების ჯადოსნურ შადრევანთან, ცეცხლთან სიახლოვის შიშს რომ უგრილებდა.
ლეგენდა ხომ მაინც დარჩებაო და გაეხვია ცეცხლის საპატარძლო სამოსელში.
თქვენ კი, ძველი მოსაწყენი ამბავიაო. სხვა რამე ახალს მოჰყევიო.
მჭევრმეტყველი კურდღლის ამბავი
ერთ თავქარიან კურდღელს სადღაც გაეგონა, რომ თევზს თურმე ბევრი საიდუმლო სცოდნია, მაგრამ საწყალს, პირში ჩაგუბებული წყალი არ აძლევდა ამოთქმის საშუალებას.
მე რაღა მიჭირს, მართალია, არც საიდუმლო რამ ვიცი და არც ჭკუა-გონება მიჭრის, მაგრამ, ეს გემრიელი ჰაერი ჰო ოხრადაა, უშრომ-უხნავად ჩამიდის გულგვამში, ბარემ ავდგები და ამოვთქვამო და მოჰყვა და მოჰყვა. ამ მთისას და იმ ბარისას.
თოვლი რომ შავი არ არის, ხომ იცითო, ჰოდა, ამას ახლავე წყალგამავალი საბუთებით დაგიმტკიცებთო. თქვენ კი გეკადრებათ, მაგრამ მე არ შემშლია, საბუთის წყალგამავალობა ჩემი მოგონილიაო. „სიტყვის კონაში“ ჩავწეროთო. ყურის მგდებელნიც ბევრი იშოვა. მუქთად. აბდაუბდის სანელებლით შეზავებულს ძალიან ეტანებოდნენ. ჩვენ ღმერთმა დაგვიფაროს. იმათ სახელმწიფოში.
რაც მეტ სიშლეგესა და სისულელეს აფრქვევდა, მით უფრო ემატებოდა გულშემატკივარი. საჩვენოსა ლაპარაკობსო. თევზი ხომ არ არიო. იმოწმებდნენ ახალი დემოსთენეს დაბეჯითებულს. ის კი, სიტყვით წარამარა ნაბურთავები თევზი, დარდით დასნეულებულა. წაღმა-უკუღმა გიმოწმებსო. ამბის მიმტანთ არ ეზარებოდათ ჭორ-მართლით ვაჭრობა. არც სიმცირეს უჩიოდნენ. თანაც უსაქმობით ჩხვლეტას ხომ არ მოჰყვებოდნენ.
უქმადმეტყველების დიდოსტატი მწვერვალებს იპყრობდა. დუმილი რომ არც ოქრო იყო, არც ვერცხლი, არც რკინა და არც სპილენძი, ეს ციტატებად გავრცელებულიყო სხვადასხვა რჯულის ახალ წიგნებში. აღშფოთებულიყო თევზი. იქაურობა აექაფებინა. თვალებით ამოეღერღა. ჰო, რა, იმას ვეღარა თარგმნიდნენ. კომენტატორობის მაგისტრები. ნაპირამდე ვეღარ გამოჰქონდათ.
ვაი იმას, ვისაც წყალი აქვს ჩაგუბებულიო. გინდა ოკეანისა, გინდა ზღვისა, გინდა ჩვენი ტალახიანი გუბისაო. პირშიო. ამტკიცებდა. წყალგამავალი საბუთებით. ამეებში ვერ ჩაჭრიდი. ენა არ მექავებაო. ქოთქოთებდა, მე ხომ თევზი არა ვარო... ვაჰ, ჩვენს სათქმელს ამბობსო. რა ენაღვლებოდა. მუქთად ეძლეოდა ყურისმგდებელი.

წინასწარმეტყველი ყვავი
გამურულ ყვავს სადღაც წინასწარმეტყველება ესწავლა და ახლა თავგამოდებით დაყრანტალებდა, ხვალ მზე არ ამოვა, არ ამოვაო, ვაო, ვაო. არაო. მეორე დღეს მზე ისევ ამოვიდა. თქვენო, არ იცითო, ერთი ხვალე, ვითარცა ათასი ხვალეო. რა დააცხრობდა. ისევ წინასწარყრანტალებდა. ხვალეო. ხვალეო. დილას ხომ გათენებას არ აცლიდა და საღამომდე არც თვითონ ისვენებდა, მის საფქვავს ეყარა და ფქვავდა. რა ენაღვლებოდა. საქმედ ეს გაეხადა და ყველას შიშის ზარსა სცემდა.
ასე შიშში ცხოვრობდნენ იმ ქვეყანაში. ყვავს უსმენდნენ _ წინასწარმეტყველებსო.
დიდოსტატობა
ჯერ გარღვეული სინდისი ჩაკერ-ჩააგვირისტე და შენს სახელგანთქმულ მკერაობაზე მერე მელაპარაკეო.
ჯერ გატეხილი სახელი გაამთელე და შენს ოსტატობაზე მერე მელაპარაკეო.

ბუზები
ბუზები სალაშქროდ წავიდნენ.
საგზლად თაფლი წაიღეს.
დამარცხებულ-ჩამოფლეთილი დაბრუნდნენ.
სული ისევ თაფლით მოითქვეს.
ფუტკრების ლანძღვას მოჰყვნენ:
თქვენ რომ არ გეღალატათ, გვერდში ამოგვდგომოდით, ხელი გამოგეღოთ, ამ დღეში არ ჩავცვივდებოდით, მსოფლიოსაც დავიპყრობდითო.

პატრიოტიზმი
საქათმეში შეკრებილებს ჭრელი ქათამი ქანდარიდან მოძღვრავდა. მართალია, ჩვენი მამალი გიჟია, მაგრამ ეგ რა სათქმელია, მთავარია, რომ ჩვენიაო. ტაშიც უნდა დავუკრათ და ვაქოთ-ვადიდოთო. მერე რაა, რომ ესაო. მერე რაა, რომ ისაო.
გული ეთუთქებოდათ ქათმებს. სხვების გულის გასახეთქადო. ჩვენია და იმიტომო. მეტ ჭკვიანურ საბუთს არც არავინ ითხოვდა და ესეც მოუღლელად იმეორებდა.
იქვე ყვინჩილა შეპარულიყო, სულგანაბული უსმენდა ამ ბრძნულ შეკრებილობას და ნატრობდა, ნეტა, მალე გავიზარდო, რომ ჩემი სიგიჟეებისთვის კი არა მლანძღონ და დამსაჯონ, არამედ გვირგვინი დამადგანო.
ძალა და აღმართი
ძალა აღმართს მიადგა. ხვნა დაუწყო.
აღმართი დუმდა და ფიქრობდა.
კარგად ვიცი, რა ვაჟკაციცა ბრძანდები, შენი აღმა ხნული ბევრი მინახავს, მაგრამ იმ ნახნავზე მოწეული მოსავალი კი არაო.
სასამართლოში
ვირები დასხდნენ. თქმა როგორ არ უნდა?! ვირულად.
ლომებიც. ვიღაცას შეიძლება გაუკვირდეს კიდეც. ლომურად.
მგლებიც ჩამოყუნცდნენ. ყველამ არ იცის. მგლურად.
ნაფიცი მსაჯულები დაირქვეს.
ვინ შეედავებოდა?!
მაიმუნები ვერ ისვენებდნენ. მოწმეებად იყვნენ მოწვეული.
ხან აღმა ეკიდნენ და ხან _ დაღმა.
თავდაყირა თქმულ სიმართლესაც დაეჯერებაო.
მოსამართლე ამბობდა.
მაიმუნიაო, გაიფიქრებდი. ვერ იტყოდი.
ვისა სჯიდნენ, რასა სჯიდნენ, ეგ მე არ ვიცი.
ორი მეფე
ნაგვის გროვაზე ორი გაქუცული კატა შემომჯდარიყო.
შავი და თეთრი.
ყველა როდი კადრულობდა.
ესენი ისხდნენ.
თაგვი ქვემოდან ყურს უგდებდა.
ჩემო მეფეო _ შავი ეკრუტუნებოდა თეთრს. ჩემო მეფეო _ ეპასუხეკრუტუნებოდა თეთრი.
თაგვი ყურებს არ უჯერებდა.
მთვარე ეკიდა რა, თავისთვის. ფეხებზე ეკიდა...
ბედს ატყუებენ თუ მეო. თაგვი.
უბედური თაგვი
კატა ყურის ფხანას მოჰყვა.
თაგვს ეგონა, დაყრუებულაო. უხაროდა.
ყურგამოწმენდილმა კატამ თაგვის ფიქრიც გაიგონა.
მერე?
იმ დღეს კატის ოჯახში კაი სადილი ჭამეს.
თაგვების სიბრძნის კონიდან
* * *კატის სიახლოვეს, ხვალ რა ჩავიცვა, იმაზე ნუ იფიქრებო.
* * *
გინდა განგაში ატეხილა და გინდა კატას მიაუ დაუძახებიაო.
* * *
კატას თუ გადაეყრები, აფიქრებინე, ჩემი ეშინიაო.

მელას ოინი
მელას ისე მოეხერხებინა, ორი გალია ეშოვა. ერთში ორი ჭრელი დედალი ეჯდა. სახვალიოდ. მეორეში თუთიყუში _ გასართობად. ზეგისთვისაც გამოადგებოდა. ქათმები კრიახობდნენ. მოტაცება უხაროდათ. თუთიყუშს ბევრი ენახა და გაეგონა. დარდისგან ჯერჯერობით დუმდა. მელა ქათმებს შეჰყურებდა და მათი მსუქანი ბარკლების ცქერით ტკბებოდა. კეკელა ქათმები ერთმანეთს ეკინკლავებოდნენ, გვერდით ჩაიწიე, ხელს მიშლი, სუფთა ჰაერი მასუნთქეო. თუთიყუში თარგმნიდა, ეშმაკმა უწყის, ყველა ენა ასე ზედმიწევნით სად და როგორ შეესწავლა. მელამ ტაში შემოჰკრა. იმათ მამბო იცეკვეს. მოტაცება უხაროდათ. კეკლუცობდნენ.
მეორე დღეს თუთიყუში თავისსავე ნალაპარაკევს უთარგმნიდა მელას.
ასე იყო.
კაცდაკარგული სინდისი
ყოველმხრივ შემკული და ლამის უნაკლო, დარდისგან აღარ იყო სინდისი. კაცი დაეკარგა. ან ავლილი, ან ჩავლილი, ხომ არ გინახავთო. როგორ არაო. ხეებმა. ავლილიც გვინახავს, ჩავლილიცო.
ალბათ, იმასაც ჩემსავით გული სტკივაო.
აბა, როგორ არაო. შენს ნატერფალს თუ სადმე შენიშნავს, დაოთხილი შორდებაო.
ნეტავი შენ, რას მოსთქვამო.
აბა, უკაცო სინდისი სად გაგონილაო.
გუშინაც ვნახე, საწყალიო, _ მუხა ჩლიფინებდა. _ სოფლის თავში იჯდა და ამვლელ-ჩამომვლელს ემუდარებოდა, მაპოვნინეთო.
ნეტავი იმასაო. შრიალებდნენ ხეები. ისინი უკაცოდაც ხარობდნენ.

ნუგეში
დათვს კაცი ლაჯებში მოემწყვდია და ბუბნიდა.
ამხანაგი კაცისა შორიდან ამხნევებდა:
მჯობის მჯობი არ დაილევაო.
დიდი ნუგეში იყო. ამხანაგობის დასტური.
გლოვა
ვაი და ვუიო. ფრთებს იგლეჯდნენ ფარშევანგები. იმათი ფერადი ბუმბულებით თამაშობდნენ ქარის შვილიშვილები.
ვაი და ვუიო. ტყავს იგლეჯდნენ აფთრები. იმათ ნაგლეჯს ჭიანჭველები ფარდაგებად იფენდნენ.
ვაი და ვუიო _ იყო ენით აუწერელი გლოვა და ზრიალი.
თხუნელას სორომდე მიეღწია ექოს. ფანჯრები ჩაემსხვრია. რა მოხდაო, წრუწუნას დაეკითხა. ნაცარი გამოექექა საიდანღაც და თავზე იყრიდა.
რაღა რა მოხდა, ლომს აივანზე რომ ნალოლიავები ქოთნის ყვავილი უხაროდა, გაუხმაო. ვაი და ვუიო.
ამ დროს ორღობეში სამცხოველიანი პროცესია გამოჩნდა. კურდღელს მამა მოჰკვდომოდა და მიასვენებდა. ამათაც ახლა მოუნდათო. უკმაყოფილო იყო წრუწუნა.
მზიანეთში თვალი თითქოს უკეთესად უნდა უჭრიდეთო, თავისთვისა ბჭობდა თხუნელა. ყვავილი გახმობიაო!? საყოველთაო გლოვაო?! ჩახლართულ გორგალს უფრო იოლად გამოვხსნიო.
თავი ისევ თხრილში შერგო და მიწისქვეშა ბაღის ლაბირინთში გაუჩინარდა.

მაძღარნი
ამ ჩვენს მინდვრის თაგვს, ბევრი ეარა თუ ცოტა, ამ ხეტიალში, საქმე მაინც არ ჰქონდა-რა, ერთ გახურებულ თონეს მისდგომოდა. შიოდა.
იმ თონეს ერთი ჯანღონიანი ჯეელიც მიჰყუდებოდა. იმასაც შიოდა.
ერთიც ნაჭამი იყო და მეორეც.
თაგვს პურის სურნელი მოშიებოდა და გატრუნული ხარბადა ძღებოდა.
კაცი კიდევ _ თონეში ჩაყუდებული აბრდღვიალებული გოგოს უცებგამომკრთალი ბარძაყებით.
ვინ დაძრახავდა.
ერთი კაცი იყო და მეორე თაგვი.
გვერდიგვერდ ისხდნენ და ერთმანეთისა არა იცოდნენ რა.
თონისთვის და იმის ახლადგამომცხვარი პურის სურნელისთვის კი სულერთი იყო იმათი იქ ჯდომაცა და ძღომაც.

სამოთხეში
გაშლილი ცაცხვის ჩრდილში სამი ბერი მიმჯდარიყო.
კრიალოსანს მარცვლავდნენ.
დუმდნენ.
მომლოდინე მზერა აღმოსავლეთის კარისთვის მიებჯინათ.
ცეცხლისმახვილიანი ქერუბიმები თვლემდნენ.
არც საღამო იყო, არც დილა.
დრო იდგა.
გრილი ნიავი ანცობდა.
_ჯერ არ ჩანან, _ვერცხლმა გაიწკრიალა ბერის ხმაში.
_მოვლენ, _ ნათქვამში სპილენძი ჩაიღვარა.
_ვილოცოთ, _ ოქროთი დაიფერა მესამე ბერის ხმა.
რძისა და თაფლის მდინარეები დიოდა.
მოწყენილები იყვნენ.

ქოლგა
წვიმა შხაპუნობდა.
დაუზოგავად ლუმპავდა ყველაფერს.
ქოლგა იცინოდა.
აი, ასეთ წვიმაში მნახეთ, ვინა ვარო.
წვიმა შხაპუნობდა.
დაუზოგავად ლუმპავდა ყველაფერს.
ქოლგა იცინოდა.
აი, ასეთ წვიმაში მნახეთ, ვინა ვარო.
ქარის დამჭერნი
საქმე როგორ არ ჰქონდათ.
აფრებს ბერავდნენ მინდორში.
არც ზღვა იყო სადმე და არც გემი.
ქარს ვიჭერთო.
მერეო?
რაღა მერეო?
სახელს ვშოულობთო.
ეგ როგორო?
ქარის დამჭერი დაგიძახონ და მერე იძიონ, რა და როგორაო.

სახელოვანი ზღარბი
სადაც უნდა ყოფილიყო, ხმას არ ამოიღებდა, მაგრამ ურეპლიკოდ არ წამოვიდოდა.
კვალს ტოვებდა.
მორეპლიკე ზღარბიო.
ალღოიანი იყო.
სახელი გაუვარდა.
მის თავიდან ბოლომდე მოსმენას არავინ ზარობდა.
სხვებს ეკითხათ.
ამას თავისი გზა-კვალი გაეკაფა.

ირმების ადათი
_რა ჯიშიანნი, ნაკვთიანნი არიან, ვაჰ, ჩვენ არ გვგვანანო,_ბებერი ირმის ხმაში სიხარული ენთო.
_მაშ, მაშო. ეს, დალოცვილი ბუნებაც ძველებურად გვავსებს ნოყიერი ბალახითო.
_ჰოო. ჰოოო.
_რა, ჰოო, ჰოოო?
_რა ვიცი, აბა, რამდენი ხანია, ბალახი არავის მოუწვდიაო.
_აბა, შენა ხარო. ბალახის მეტი რა არიო, კარგად მიმოავლე ეგ დაშრეტილი თვალებიო.
_თვალის ჩინს როდი ვუჩივი. მე სხვა სადარდებელი მაქვსო. ადათიო.
_შენ რომ ყური გიგდოთ, არქაიზმების ლექსიკონში უნდა ვიქექოთო.

მეხუთე მცნების აღმსრულებელი
ყვავს მშობლები დაჰბერებოდა. უვლიდა და დაჰკანკალებდა. არც არაფერსა ჩიოდა.
მეზობელი ყორნები და სვავები, არწივები თუ სხვა ჯურის ფრინველნი შენატროდნენ ამის ბებრებს. თვითონაც კარგად მოფანფალებულნი.
კი, შვილები ამათაც ჰყავდათ, ქება-დიდებით გაცვეთილნი. ყოველი მცნების გულმოდგინედ აღმსრულებელნი.
აბა, როგორ?! დასხდებოდნენ. იმ ბეჯითი ყვავის გასაგონად ქილიკობდნენ. ცხვარი დღეს თუ ხვალ ნეტავ ვის გამოებმება ფეხზეო. აბა, ვისი ჯერიაო. ნეტავიო. ჩემი, შენი თუ...
მე ჩემს ბებრებს რიგში არ ვაყენებო, _ თავისას შემოაწევდა ყვავი.
არც მცნებათა სათვალავს დაგიდევდათ დიდად.
ჭკვიანი დათვი
ბევრი იძინა თუ ცოტა, დათვს გამოეღვიძა.
ამ ხანგრძლივ ძილსა და სიზმრებში ხორცი კარგად გაჰფუებოდა.
ეგონა, ჭკუაც.
ხეებს შეხედა.
რა სულელები არიან, ზამთარში სამოსს იხდიან, შიშვლდებიან, ზაფხულში კიდევ ყელამდე იფუთნებიანო.
მოგზაური ჭიანჭველა
წავალ, გავივლ-გამოვივლი, ქვეყნიერებას ვნახავო, გაიფიქრა ახალგამოღვიძებულმა ჭიანჭველამ და სამოგზაუროდ გაემართა.
დიდი ხლაფორთი არ დასჭირვებია.
აქეთ მიდგა, წყალს წააწდა, იქით _ იქაც წყალი დახვდა. თანაც, ავად იქოჩრებოდნენ ტალღები. ეს რა პატარა ყოფილა სამყაროო. ჭადრის ფოთოლზე იჯდა. ფოთოლი მდინარეს მიჰქონდა. ახლა, წესითა და რიგით, დროა, მოგზაურობის აღწერას შევუდგეო. ისეთი აღმაფრენა იგრძნო, წინ რა დაუდგებოდა?!

მსხვერპლი
ერთი თხა იყო. კეთილშობილი.
დაბალ მატერიებზე ლაპარაკი არ უყვარდა, ამიტომ სულ მაღლა-მაღლა იხედებოდა.
მგელი თავს იმართლებდა, მე რა, არც ავი მათქმევინა, არც კარგი და ასე თავისსავე ლაპარაკ-ლაპარაკში ისე შემომეჭამა, არც გაუგიაო.

მთავარი წიგნი
ადრე სასახლე ეთქმოდა, ახლა მიტოვებულ-გაჩანაგებული იყო, ობობა და იმისი ოჯახობა მაინც არა სწუნობდა. აგერ, უკვე მერამდენე თაობა იზრდებოდა. მათ შორის, ყველაზე ხნიერს ყოველი კუთხე-კუნჭული გაზომილ-დაქსაქსული ჰქონდა. ჰოდა, სწორედ იმან გადაწყვიტა, თავისი ცხოვრება აღეწერა წვრილად და შეულამაზებლად.
აღარ დააყოვნა, ვაითუ მოვკვდე და უმატეანოდ დარჩეს ჩემი გვარ-ჯილაგიო.
დაჯდა. დღე და ღამე გაასწორა. აღუწერავი არ დარჩენია არაფერი: დამტვრეული ჯამ-ჭურჭლით დაწყებული და დაფხრეწილ-დამტვერიანებული ხალიჩებით დამთავრებული.
დაასრულა. მოეწონა.
ძვირფას ყდაში ჩასვა და გამოსაჩენ ადგილას შემოდო. ვალი მოხდილი ჰქონდა. ვისა თუ რისა, ამას მნიშვნელობა დაჰკარგვოდა. ობობებს რადგან სხვა მსგავსი არაფერი ჰქონდათ, ეს მთავარ წიგნად გამოაცხადეს.
მართალია წამკითხველი ჯერ არ ჩანდა.
ნიშანს ელოდნენ.
ყველაზე მდიდარი
ყველაზე მდიდარი ლექსიკა ვისა აქვსო. ძიობდნენ.
ქარსო.
რაც მაგას ჩვენგან მუქთად გატანებული სიტყვები აქვს ნაგროვები, იმდენი ჩემს ჯანს შველაო,_ჩიფჩიფებდა მუხა.
კაი ხნის იყო, დაეჯერებოდა.

უსკამო პრეზიდენტი
იმ დღეს უცნაური რამ მოხდა აქლემთა ქვეყანაში. მსხვილ თუ წვრილფეხა ჩინოსნებს თავიანთი სკამები ადგილზე აღარ დახვდათ.
დაღონდნენ.
უსკამოდ ცხოვრებას არ იყვნენ ჩვეულნი.
მეორედ მოსვლა უარესი რით იქნებოდა? შეიყარნენ წესრიგის დამცველნი. ხან ასე განსაჯეს, ხან ისე, ვერაფერი დაასკვნეს სანუგეშო. რა ექნათ, ცნობილი მკითხავი და პოლიტიკურ მოვლენათა წინასწარმეტყველი დაიხმარეს. იმან ერთ ბნელ ღამეს უსინათლო დარბაზში შეყარა ყველანი. სკამები მანდ დგას, შედით და მოხერხებულად მოეწყვეთო. თქვენი სკამი თვითონვე მოგერგებათო.
ათასი სხვა ვინმეც შეძვრა, ზედახორა დადგა.
ვინ იტყოდა უარს მუქთად სკამის შოვნაზე.
მალე გამოიძურწა ბევრი.
ეტყობა, სათავისოს ვერ მიაგნეს.
როგორც იქნა, გათენდა ამ ვაი-ვაგლახში.
ყველა იჯდა, მაგრამ მაყურებლებს პირი დარჩათ ღია.
მინისტრები უბრალო ჩალის სკამებზე ისხდნენ, მაღალზურგიან, რბილ და მოხერხებულ სავარძლებში კი მათხოვრები და სხვადასხვა ჯურის უსაქმურნი მოკალათებულიყვნენ. პრეზიდენტის სკამი არსად ჩანდა და ფეხზე იდგა საწყალი.
რას იზამდნენ. ყველა ბედსა და თავის სკამს შეურიგდა.
ძაღლი ისევ ისე ყეფდა და და ქარავანიც ძველებურად აუმღვრევლად მიირწეოდა.
ერთი ეგ იყო. ფეხდგომელა პრეზიდენტი ჰყავდათ. იმის სკამის ასავალ-დასავალი დღემდე ვერ გაურკვევიათ.
ნაგვის ყვავილები
ნაგვის გროვაზე ამოვიდნენ. გვერდიგვერდ.
გადაყრილი ქოთნებიდან რა ძალამ ამოახეთქინა ამ უცხოფოთლიან მცენარეებს, ვერავინ ახსნიდა. არც უცდიათ, ნაგვის ყვავილები შეარქვეს. უზარმაზარი ალისფერი მომნუსხველი გვირგვინები მზის ამოსვლისას იშლებოდა და საღამოს იხურებოდა.
ნაგვის ყვავილებიო _ გადიგამოდიოდა ნაჩურჩულევი.
ერთი დარდობდა, მორცხვობდა, სახელი ეხამუშებოდა.
მეორე ამშვიდებდა. ზოგიერთის ამრეზილ მზერას აინუნში არ აგდებდა.
სახელს რა ჭკუა აქვს, მთავარია, შენც ხარობ და სხვასაც ახარებო.
ერთი მალე დაჭკნა. მეორე დღესაც ყვავის.

ფერების დავა
დასხდნენ ფერები.
განხეთქილების ვაშლი ვინ და როდის შემოუგორათ, ვერავინ გაარკვევდა.
ხალხი ჩიოდა. ეს გაუფერადებელი სამყარო როდემდე ვითმინოთო.
შემრიგებელი არსაით ჩანდა.
ერთმანეთს პირველობას ედავებოდნენ.
მეო, ყელყელაობდა წითელი, ვახალისებ ქვეყნიერებას, უჩემოდ ზეიმებსა და დღესასწაულებს რა ფასი ექნებოდაო.
კაცისკვლასაც შენ დაჰყვებიო, _ საბუთებს უბათილებდნენ.
შავმა თქვა, მე რომ დასაწუნი ვიყო, პოეტები არ შემიყვარებდნენო.
მწვანემ, ბუნებას ჩემი სამოსი უხდება ყველაზე მეტადო.
ლურჯმა, აბა, ცას უჩემოდ ვინღა ახედავდაო.
თეთრმა, უმაკოება და მე განუყრელნი ვართო.
იისფერმა, იდუმალების დედოფალი ვარო.
ყვითელმა, მზის სიკაშკაშე ჩემი მოგონილიაო.
ნარინჯისფერი ფორთოხლებს იმოწმებდა.
სად იყო და სად არა, ცისარტყელა გამოჩნდა.
მოეწონათ. თვალი ვერ მოსწყვიტეს და მის მშვენიერ ხალიჩაზე საკუთარ თავს დაუწყეს ძებნა.
მე თქვენი თანხმობის ნაყოფი ვარ, მიშველეთ, გადამარჩინეთო.
ხომ ხედავთ, ცალ-ცალკე ნაყოფს ვერ ისხამთ, შეერთდებით და რასაც იქმთ, მაგის დამდასტურებელი მრავლად მოიძებნებაო.
შერიგდნენ და სამყაროც გადაურჩა გაუფერადებლობას.
ჭიანჭველების ქორწილი
ჭიანჭველები ქორწილს ეპირებოდნენ.
დიდ ამბავში იყვნენ. სტუმართა სიას ადგენდნენ.
ერთმა მუზმუზელამ აიჩემა, ლომი დავპატიჟოთ, ნადირთა მეფეაო.
ნათესავად რომ არ გვერგებაო. რომელი ნადირები ჩვენა ვართო.
აბა, ისხედით და ყველა ბედოვლათს თავზე ფეხი დაადგმევინეთო.
ეს ჭიანჭველა ზანზიბარში იყო ნამყოფი, ამიტომაც გასდიოდა. უსმენდნენ.
მოპატიჟეთა ჯარი გაგზავნეს.
ყურში ჩაჰკიოდა ერთი სახელგანთქმული ბანი.
რაო, რაო?! ჩემი სტუმრობა დიდი ხარჯიაო.
რა სალაპარაკოაო.
არა, მე სხვა რამესა ვგულისხმობო.
რაც გინდა იგულისხმეთ, ყველაფრისთვის მზადა ვართ. უშენოდ ჩვენს ლხინს ფასი არ ექნებაო.
ისეთი სუფრა გააწყვეს ჭიანჭველებმა, მარიაჭიას რძეც არ აკლდა.
დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას ლომიც მობრძანდა.
ერთი გაიარ-გამოიარა.
ვერაფერი დაინახა: მეფე იყო, თავი მაღლა ეჭირა. ეტიკეტს იცავდა.
როგორ გავბრიყვდი და წამოვედიო.
იმ ჭიანჭველების ქორწილის მოამბე კი დღემდე არ გამოჩენილა.

ახალი მოსამართლე
ჭკუანაღრძობი არ ეთქმოდა, მაგრამ ვერც ჭკუათმყოფელობას შეატყობდი, თუმცა მრავალ ქვეყანაში ყოფილა ნასწავლ-ნამყოფი.
ამის საბუთები კედელზე ჰქონდა გაკრული ფერწერული ტილოებივით.
ვითომ შედევრები რომ გაეკრა, რეპროდუქციები, რა თქმა უნდა, კაცი თვალს მაინც დაალევინებდა წყალს, რა მოხდებოდა?
ასე ფიქრობდა ერთი გულუბრყვილო, განათლება სამშობლოში მიეღო და აბა, მის აზრსა და შეხედულებას ვინ დააფასებდა.
მოცლილი პატივისმცემელნი კი არ აკლდნენ.
ამას არა. იმას, ახალ მოსამართლედ რომ დაენიშნათ.
ქველმოქმედება
ხვალ ჰაერი ძირითადად მზის ხარჯზე გათბებაო.
კოხტა გოგო იყო, ვარსკვლავებს არ ეთამაშებოდა, მაგრამ ვერაფერს დაუწუნებდი.
ამინდის პროგნოზის გამოცხადების უნივერსიტეტი წარმატებით დაემთავრებინა.
გამოთქმაზე ეტყობოდა უზადო პროფესიონალიზმი.
ნეტა, სხვა დროს რის ხარჯზე თბება ეს დალოცვილი ჰაერიო. ტელევიზორს თვალს ვერ სწყვეტდა ყურშა.
პატრონს გაოცება არ ეტყობოდა.
ამანაც აღარ შეიმჩნია.
ვერც ურიგო რამ შეჰკადრა, თუნდაც ფიქრებში.
უმადურობას ვერ დასწამებდი, კარგად იცოდა, თვითონ ვის ხარჯზეც თბებოდა.

ხანმოკლე წუთისოფელი
დასძარი კაცო, ეს შენი ურემიო.
შევწუხდითო.
ნეტავი სად გეჩქარებათ, წუთისოფელი ისედაც მოკლეაო.
ვაჰ, ეს რა კარგად თქვაო. აღტაცების ჩქერები დაედინათ სახეებზე.
ერთი ვერ მოხიბლულიყო მაინცდამაინც.
წუთისოფელი კი მოკლეა, მაგრამ განა ამ ურემში უნდა გავატაროთო.
არისტოკრატი
ქარვის კრიალოსანი არ ეჭირა, ისე ართობდა ფიქრებს, ქალი რომ შევიდა. გზა აბნეოდა პენსიის ძებნაში. ერთი ახედ-დახედა და მაგის არაფერი გამეგებაო.
ფიქრების კარგი გართობა იცოდა.
არისტოკრატობას ჩემულობდა. სიგელ-გუჯრები ჰქონდა. არავინა სთხოვდა დადასტურებას, მაგრამ ამას როგორ დამალავდა. კედელზე ჰქონდა თვალსაჩინო ადგილას დაკიდებული. მიმსვლელ-მომსვლელის თვალს რომ არ გამოჰპარვოდა და ეკითხა, ჩასძიებოდა. ამასაც. პირზე წყალმომდგარს ძირი გაეგდო ქებით მამა-პაპისთვის. თვითონაც ხომ ამის მიხედვით უნდა შეფასებულიყო.
კარგი განძი იყო. გენეალოგიურ რუკას სახარებასავით შლიდა.
წასაკითხი რა იყო?! ყოველ ჯერზე გულდასმით კი ჩაჰკირკიტებდა.
არისტოკრატიაო. ამბობდნენ.

დემოკრატიის ხიბლი
პინგვინებმა კარდაკარ ჩამოიარეს.
მოედანი გაივსო. სიხარული გადიოდა და გამოდიოდა. ერთად უხაროდათ.
ცალ-ცალკე რომ გეკითხათ, ვერ აგიხსნიდნენ მიზეზს.
ან კი სად იყო მკითხველი.
ყველა ვართო? არა, ორიოდე გვაკლიაო.
ალბათ, ავად იქნებიანო. კი, კიო. არა, არაო, აზრი ორად გაიყო.
მთავარმა, დასნეულებულან, სამწუხაროაო.
არა, განსხვავებული აზრი აქვთო, ქარმა დაუკითხავად ააფრიალა ვიღაცის ნაჩურჩულევი.
მახვილი ყური ჰქონდა მთავარს.
ხალხი ჩვენ ვართ. ბევრნი ვართ. აბა, სიმართლე რას ნიშნავსო? როცა ხალხი აღიარებსო. ხალხი კი სიმრავლეაო.
ტაში დასცხეს, ღრუბლები დაფრთხნენ ცაზე.
ჩვენი ძალაო. ჩვენი კუნთებიო. ჩვენი ნებაო.
მოსწონდათ. ხალხსა ნებავსო.
ისინიო, ისხდნენ თბილ სოროებში, აბა, ახლა განსხვავებული აზრის ქონება სნეულებაა, მაშ, რა დარდუბალაო.
მჭევრმეტყველების ხელოვნება არ სჭირდებოდა. გაუგებარი რა იყო? გულები უცემდათ. აბა, ისინი რა სახსენებელი იყვნენ.
ბევრნი იყვნენ, დაეჯერებოდათ.
და სანამ დაიშლებოდნენ, ჭეშმარიტება საბოლოოდ რომ დაებეჭდათ, ბარემ განტევების ვაცობანაც ითამაშეს.

ეშმაკის ათრეული
ორნი იყვნენ.
შეღონდნენ. მესამე რომ გამოჩნდა, აზრი დაჰკარგვოდა საქმეს.
გუშინ ბევრი დავლიე, ეშმაკმა ამათრიაო.
წყალგაუვალი საბუთი იყო.
ვერ დაარღვევდი.
არც არავის უცდია.

ისევ ყურშა
გეპატიჟებითო, კიდევ და კიდევ გეპატიჟებითო.
ფესტივალზეო ამისა და ამისაო.
ჩამოვლენო ესენი და სხვანიო, სხვებზე უფრო უკეთესებიო.
მაშ, გეპატიჟებითო.
მაგაში გადასაყრელი ფული სადა მაქვსო, არადა, პატრონს ჯაზი უყვარდა.
იცოდა ჭკვიანმა ყურშამ და ფიქრობდა.
ისევ თავისთვის.
ხმამაღლა გამხელისა ერიდებოდა, კარგად იყო აღზრდილი.
პატრონისასაც თვითონ ფიქრობდა, რაღა დაპატიჟებაა, თუ ფულს გადავიხდიო.
ჰოოო. და კიდევ. თუ ფულს გადავიხდი, ხომ ისედაც დაპატიჟებული ვიქნებიო.
ასე ფართიფურთობდა ძაღლი.
ის მაინცა თქვან, გიწვევთო.
გიწვევთო თუ გეპატიჟებითო. რომელი სჯობიაო?!
მოცლილი იყო ყურშა.

ჩხიკვების ნამღერი
ჩხიკვებმა გალობა შეისწავლეს.
ჩვენს საქმეს მოუხდებაო.
რა საქმე იყო, იმათ გარდა, არავინ იცოდა.
ერთი ეგ იყო, ბულბულებს ემეზობლებოდნენ.
ხმა და სმენა რა მოსატანიაო.
არც მოჰქონდათ.
მწყრები ხომ არა ვართ, ჩვენი გვარის ხის გარდა, არაფერზე შემოვსხდეთო და, შესხდნენ.
ცხრა მცნება ასე თუ ისე გადაელახათ.
ამ მეათეს რატომ ვერაფერს უხერხებდნენ, ვერა ხვდებოდნენ.

სიმშვიდე
შეშინებული ხალხი გარბოდა.
საით, არავინ იცოდა.
შიში მიერეკებოდა.
ტყე ანუგეშებდათ.
იქ ბერი განმარტოებულიყო. იცოდნენ.
წყაროზე გამოსულიყო განდეგილი და კოკას ავსებდა.
არ გაგიგია, რა მოხდაო. აღშფოთება და შეშინება თანაბრად გაისმოდა ხმაში.
რა დროს პირის ბანააო.
ეს საიდანღა მოიტანეს.
ბერი ყრუ-მუნჯი იყო. ამათ არ იცოდნენ.
მშვიდად შემოხედა იმან.
ნელა აიღო კოკა ხელში და აღმართს აუყვა.
ანაფორას მსუბუქი ნიავი უფრიალებადა.
ერთბაშად ყველა დამშვიდდა.
სად გავრბივართ, კურდღლებივითო.
შემოტრიალდნენ და საიდანაც გამოიქცნენ, პირი იქით ქნეს.
ბერი სენაკში იჯდა და ანკარა წყაროს ეწაფებოდა.

ზრდილობის გაკვეთილი
ყველა იჯდა.
კმაყოფილი არ ეთქმოდათ.
ჰა და ჰა უნდა დაძრულიყო, რაც იყო.
სწორედ ამ დროს კარი ოხვრა-ვიშვიშით გააღო ბებერმა კუმ.
ფეხი მოსტეხოდა, ძლივს ამობობღდა და უმწეოდ მიმოიხედა.
გრძელი გზა ჰქონდა.
ყველამ ზევით აიხედა, ცის გაჩხრეკა დაიწყო, ბედად მოკრიალებულ ცარგვალზე ერთი ღრუბელიც არ ჩანდა.
გამოჩნდებიანო. ეიმედებოდათ.
ასე ერთი ფიქრით რამ შეაკავშირათ, ვერავინ ახსნიდა.
კუ იდგა ცალ ფეხზე, მეორე სტკიოდა.
კარგი ჯანსაღი სხეულები მკვიდრად ელაგა.
მაღალ მატერიებზე ფიქრის საღერღელი აშლოდათ.
აბა, ამათ მომავლის რატომ უნდა შინებოდათ?

ჩალის სავლები უიღბლოთათვის
აქეთ ეცა, იქით ეცა.
ეს ისე, სალაპარაკოდ, თორემ, იჯდა და ჩიოდა.
ამაში კარგად გაწაფულიყო.
ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ექიმთან წავიდა.
იმან ერთი ახედ-ჩახედა ისეთი მზერით, ამას ჩემი ნებით გახდა მერჩიაო, ფიქრობდა.
რაო, რა მჭირსო.
ისეთი არაფერიო.
მეშველებაო? დააიმედა, შენზე უარესებს შევხვედრივარო.
დიდი ნუგეში იყო.
ჩალა გამოუწერა პირში სავლებად.
ამის შემდეგ მიზეზი ჰქონდა.
ექიმისგან დადასტურებული.
პირში ჩალაგამოვლებული დადიოდა.

სეხნიები
თომა არ ერქვა, დედა ეძახდა, იმასავით ურწმუნო ხარო.
ლუკა ეწოდებინა მამამისს.
ვისთვის რა უნდა ეხარებინა, ეგ იყო, წვიმად მოსვლას ისიც ნატრობდა.
ლირიკულ გუნებაზე როცა ბრძანდებოდა.
ისე, იყო, რა.
სეხნიები კარგი ჰყავდა. წარამარა ახსენებდა. ამ ორს გამოარჩევდა.
გულის სიღრმეში არ იხედებოდა, სიბნელისა ეშინოდა ბავშვობიდან.
ისე კი, ვინ იყო, რა იყო, ნეტა ვის ასლად ჩაეფიქრებინა შემოქმედს?
მიწაზე ისე გაემრუდებინათ დაგეგმილი, კაციშვილი ვერ გაარჩევდა.

გაქვავების ხელობა
იჯდა და ქვას წყალს ადენდა.
ჰა და ჰა, სამოთხის კარი გამეღებაო.
ოდესღაც თარჯიმნად გონება ესვა, მაგრამ ამის ყურებაში სიქა გასცლოდა და გადაკარგულიყო.
ჯანდაბამდის გზა ჰქონიაო.
გვერდით ჩაუარა სხვამ.
მეზობელი ოსტატი იყო, ქვების დასაკოდად მიდიოდა.
ამან თვალი მოწყალედ გააყოლა.
ნეტავი იმ ქვებს რა თავში იხლისო.
ამის ხელში შებეზრებული ქვა კი თავისას ჩიოდა: გამაწყალა და ეგ არიო.
ერთი შორეული ქვას კი მოთმინება ეკარგებოდა ხანდახან: ვაჰ, წარამარა მახსენებს, მაგრამ რად გინდა, ცარიელ გულში მაინც ვერსად მომიძებნა ადგილიო.
უსაშველოდ წუხდა.
ეს ერთი კარგი წიგნის ქვა იყო, თავკიდურის სახელით იცნობდნენ.

განსაცვიფრებელი სანახაობა
მამის დანატოვარს წირვა გამოუყვანა და დარჩა ასე, გულხელდაკრეფილი.
საბედისწერო წამი დასდგომოდა.
აქეთ მოდგა, იქით მიდგა და სანახაობის მოწყობა გადაწყვიტა.
გაეგონა, ამ გზით გამდიდრება შეიძლებაო.
ჩაუჯდა. ტვინი აიქავა.
რეკლამა დაატრიალა. ხალხი შეჰყარა.
ძველი ჯამბაზები გამოიყვანა, აცინა და ახარხარა, ცრემლები სდიოდათ.
იმას აღარავინ ფიქრობდა, რეკლამით რას დაჰპირებოდნენ.
ყველა ბედნიერი და კმაყოფილი იყო.
ერთი ძილდამფრთხალი ჭოტი იყო მხოლოდ გულმოსული და გაკვირვებული, ამ განსაცვიფრებელი სანახაობისას ვერაფერს მიმხვდარიყო.

სიტყვებით ვარ(ჯიში)
წერდა ხან ასე, ხან ისე. მანასესავით.
გამოთქმაში ოსტატდებოდა.
ახლაც სამი სიტყვა აიღო: ზურმუხტი, სიკვდილი, მეწამული.
ესეც თამაში იყო.
მერე შეიძლებოდა ორიგინალურობისთვის ტაშისთვისაც გამოეკრა ხელი.
ახლა მთავარი იყო კომბინაციები.
სიტყვა კი მარგალიტი იყო. ამაში ყველა შეთანხმებულიყო. წინაპარიცა და შთამომავალიც.
თამაში იყო ყალბი.
ვიღაცამ პირიქით თქვა.
ჰო. პირველი კომბინაცია ზურმუხტისფერი სიკვდილი. კარგი იყო. ერთ-ორ ზმნასაც მიაბამდი გასაწევად და ფეხის ასადგმელად. მერე თვითონ გაუყვებოდა გზა-შარას.
მეწამული ზურმუხტი _ ამას აღტაცება ვერსად გაექცეოდა. ზურმუხტი მწვანე იყო. მეწამული _ წითელი. შერეული ფერები.
აზრი რა? ეგ ისეთი რამ იყო, უსიტყვოდაც ჩნდებოდა. მით უმეტეს, სიტყვათა სიახლოვეს.
ჯერ იყო სიტყვა, მერე აზრი.
არც მეწამული სიკვდილი იქნებოდა ურიგო.
მერე სხვა სიტყვებს გაათამაშებდა.
მადლიანი ენა უშურველობაში გამოეცადა.
უწყინარი თმაში იყო.
ჯიშიანობის დასტური.
ვარ ჯიში I, ვარ ჯიში II, ვარ ჯიში III....
ასე ვარჯიშობდა და პოეტობას იმტკიცებდა.
მაღაზია
ერთ ღრუბლიან დღეს რუსთაველზე ხეტიალისას მოსალოდნელად წამოწვიმა და გაღებულ კარში დურთა თავი.
მაღაზია აღმოჩნდა.
დახლებზე უძველესი წიგნები ელაგა, მკითხველზე მოგონებები რომ გახუნებოდათ.
გამყიდველი მოდილიანის გოგონას ჰგავდა თვალებით. ღიმილი კი ყოვლად მიწიერი ჰქონდა, ვითარებისა და ადგილის შესაფერისი.
ერთი წიგნი გადაშალა, მარტო ყდა იყო, მეორე, მესამე.
აბა, გაკვირვებას როგორ გამკლავებოდა.
შიგ ჩარჩენილ ჟრუანტელებს ვყიდითო.
აბა, როგორ მიმხვდარიყო, ტყუოდა თუ სიმართლეს ამბობდა, ის ხომ მოდილიანის ნახატს ჰგავდა თვალებით.
თქვენ რის ჟრუანტელი გნებავთო.
გახსენება გაუჭირდა.
ნეტავი ჩვენს დროში წიგნის ჟრუანტელებით ვიღა ცხოვრობსო.
განა მეცო. მკითხველად მოჰქონდა თავი.
ეტყობა ჟრუანტელის განცდა დაუკითხავად შემოსცვეთოდა.
ვინმე თუ ყიდულობს რამესო.
როგორ არა, ვნების ჟრუანტელს მუშტარი არ ელევაო.
მე, მეო... წაუკითხავად როგორ უნდა ვიგრძნოო.
ძველი წაკითხული თუ არ წაგშლია, ის მოგგვრის სასურველ ჟრუანტელსო. ოღონდ, სათანადო ორგანო თუ არ გადაგგვარებიათო. რაო?
თუ თანახმა იქნებით, შეგამოწმებთ, უახლესი მოწყობილობა გვაქვსო.
არა, არაო, სხვა დროს შემოვივლიო და გარეთ გამოვარდა გამოსროლილივით.
წვიმას გადაეღო. ცაზე ცისარტყელა მშვენიერ შარფს მიაფრიალებდა.
ჟრუანტელი აკლდა, აფსუს, რატომ არ ვიყიდეო და უკან შეტრიალება გადაწყვიტა.
სადღა იყო.
ის მაღაზია წვიმის წვეთებთან ერთად ორთქლდებოდა და თვალი მიადევნა გამქრალ სილუეტს, ჰორიზონტზე ღრუბლის ფთილასავით რომ იფანტებოდა.

ყურშას ენისგასატეხებიდან
ხანდახან ყურშა, პატრონი რომ ტელევიზორს გამოურთავდა, ასეც ერთობოდა.
ისევ ეკრანიდან გამომსხლტარი მუხანათურ-დამპყრობლური სიტყვებით.
მაინც რა ძალა ჰქონდათ, სიზმრამდე მიჰყვებოდნენ და კოშმარდებოდნენ.
ახლა ამ სიტყვებზე შურს იძიებდა და ასე აპამპულებდა, ერთობოდა რა, სათავისოდ:
ცივილიზაცია გაცივილიზაციებულა, საცივილიზაციეში ჩაცივილიზაციებულა.
ერთი საცივი იყო, რის შესახებაც რამე გაეგებოდა.
დამიხედეთ ერთი, რა, საკმარისი არ იყო თუ?!
გლობალიზაცია გაგლობალიზაციებულა, საგლობალიზაციეში ჩაგლობალიზაციებულა.
ამაში გარკვევას ერთი უნივერსიტეტი რომ სჭირდებოდა, იცოდა, თავის ტკივილს უფრთხოდა.
გონიერი არსება იყო, აბა, კაცს ისე როგორ დაუმეგობრდებოდა.
კულტურა გაკულტურებულა, საკულტურეში ჩაკულტურებულა.
ერთ ჩაკულტურებულს თვითონაც იცნობდა.
აბა, პატრონზე აუგს როგორ დააცდენინებდი.

ჯიუტი
თავისი მრწამსი ჰქონდა. სხვები რას ეჩრებოდნენ, ვერ გაეგო.
მკვდრეთით აღდგომას არ მოელოდა. რაში სჭირდებოდა, თავისი ცოდვა-მადლის უშეღავათო აწონა-გაზომვისთვის ეცქირა. სანახაობა აქაც არ აკლდა.
ცხოვრებას სამერმისოდ არ დებდა.
ახლა და აქვე ერჩია.
არ ენანებოდა, დრო რომ თავქუდმოგლეჯილი გარბოდა.
ჯანდაბამდე გზა ჰქონია, კისერმოტეხილიც მაგიტომ არისო.
ტერფები არ ექავებოდა ცვრიანი ბალახის მონატრებით.
თავისი სურვილების გამოქვაბულში იჯდა, ჰაერში კი არ ეკიდა.
ინტიმურ ვახშმებს აფასებდა.
ფაქიზი სული ჰქონდა, არ სჭირდებოდა სხვათა დასტური.
ამ მრწამსის მიხედვით ხომ საკუთარი თავის შემოქმედიც თვითონვე ბრაძანდებოდა.
კმაყოფილებას დამეგობრებოდა და სხვათა ცხონებისგან მოქანცული მამამისი არ ადარდებდა.

სურვილების სასაფლაო
იმ წელს დიდი სიკვდილიანობა იყო.
გაიზარდა და გაივსო სასაფლაო.
მიმსვლელ-მნახველი არ აკლდა.
ისიც იქ იყო. ამ კვირაში უკვე მეოთხე სურვილსა კრძალავდა.
ძველი გარდაცვლილებისთვის ყვავილები აჰქონდა.
ცხოვრებაც ეს იყო.
სურვილების სასაფლაოს მონახულება.

ქარაგმულები* * *
ხილი მწიფე სჯობს და შეძახილი მკვახეო.
* * *
ეშმაკები ანგელოზებს ემტერებიანო. მშვიდად იყო ყაჩაღი.
* * *
ფარშევანგთან ერთად სარკეში ჩახედვას მოერიდეო.
* * *
ლომის ბუნაგში ლექსებს არ კითხულობენო.
* * *
კატა და ძაღლი პატრონის ოჯახში მეგობრობენო.
* * *
სურვილები რომ დაგემშვიდობებიან, მათ სიავკარგეს მაშინ მიხვდებიო.
* * *
უპატრონო საყდრის პატრონობა არც ეშმაკებს ეპიტნავებათო.
* * *
გველს ხვრელიდან კი ამოიყვან ტკბილი ენით, მაგრამ ამხანაგობას ნუ ეცდებიო
* * *
კატა კაცთან არასოდეს წაიტრაბახებს, ვეფხვი ჩემი ბიძაშვილიაო.
* * *
ქარი სადმე თუ გინახავსო.
არა, მაგრამ, ვიცი თავქარიანიაო.
* * *
გრიგალმა თქვა: ჩემი სინაზის ამბავი გიორგი ლიონიძეს ჰკითხეთო.
* * *
ღრუბელთა ხვევნა-კოცნა ცრემლისღვრით მთავრდებაო.
* * *
თოვლი ჩიოდა: გალაკტიონის შემყურემ, მე თვითონაც აღარ ვიცი, რა ფერისა ვარო.
* * *შაირს უთქვამს, ჩემი საზომი რუსთაველიაო.
* * *
ნაცარქექიამ შემოუძახა ქართველს: რაღა ნაცრის ქექვაში მებაძებიო.
* * *
მარიაჭიასთვის მიცემული პირობაც მოგეკითხებაო.
* * *
ქარიშხალს თმაგაჩეჩილი ქალიშვილები ჰყავსო.
* * *
ოაზისის ფასს უდაბნოში არ კითხულობენო.
* * *
ერთადერთი კონა ვიცი, არასოდეს დაჭკნებაო.
რომელიო?
ქართველებმა იციანო.
* * *
სად იყო და სად არაო...
სადაც გინდა ყოფილიყო, კატა, თაგვის ასავალ-დასავლის ფიქრს ეჭმევინებოდაო.
* * *
თვალი რეკლამით ძღებოდა, კუჭი მაინც ჭკუასთან საჩივლელად გარბოდაო.
* * *
ბულბულმა თქვა, სანამ ხმა არ ჩამიწყდა, ვერ მივხვდი, ვის ვუყვარდი და ვისა ვძულდიო.
* * *
ობობამ თავის ოსტატობაზე იმდენი იბაქიბუქა, ბოლოს თავისსავე დაქსელილს ვეღარ გამოეხსნა. იხტიბარს მაინც არ იტეხდა, პარიზული მოდის სამოსი მაცვიაო.
* * *
პინგვინები კაცებს შეერივნენ, სხვა თუ არაფერი, გამორჩეულებს მაინც დაგვიძახებენო.
* * *
კაცი ჯოჯოხეთში იჯდა და ჩაუდენელ ცოდვებზე ოხრავდა.
* * *
კოდალას ნისკარტის მოცვეთას ტყე არა დარდობსო.

გაპამპულებულ სიმართლეს არავინ ესარჩლებოდა.
ჰო ვაფრთხილებდით, რაც მოგივა, შენი თავითაო.
* * *
თავდაჯერებულობის ბუდეში ისხდნენ. არა სციოდათ. ბუდე მშობლებს ეანდერძებინათ.
* * *გათანგულიყო, სიცხით არა. თუნგების ზიდვით.
* * *
იხტიბარს არ იტეხდა, აქაოდა თაგვებმა მაინდამაინც ჩემი ჯიბე შეარჩიეს სათამაშოდო.
* * *
დედის კალთას გამოკერებულმა კნუტმა კნავილი კი ისწავლა, მაგრამ თაგვის ჭერა _ ვერაო.
* * *
კამკამა წყარო სარკედაც კარგია და სულის მოსაბრუნებლადაცო.

2008 წლის ზაფხული
დაბეჭდილია მაია ჯალიაშვილის წიგნში ''გულის ბარძიმი'', 2009

yochag dzaan momewona yvela dzalian nichieri xar :) ese gaagrdzele :)
ReplyDeleteზალიან კარგი იგავებია :)
ReplyDelete