მაია ჯალიაშვილი
შეხვედრა წიგნში
შეხვედრა წიგნში
გურამ ოდიშარიას რომანზე ``პრეზიდენტის კატა``
სახლის კარები შევაღე,
იმ წელს, თვეს და დღეს ჩემს პასპორტში
დაბადების თარიღს მივუწერ...''
გურამ ოდიშარია
`ამქვეყნად კაცი არ მეგულება, რომ მის ცხოვრებაზე მსოფლიო რომანი არ დაიწერებოდეს, რადგან შედევრებს მასალა კი არ ქმნის, არამედ ნიჭი~, _წერს მიხეილ ჯავახიშვილი. ამ აზრის უახლოეს დასტურად შეიძლება მივიჩნიოთ გურამ ოდიშარიას ახალი რომანი `პრეზიდენტის კატა~ (დაიბეჭდა ჟ. `ჩვენს მწერლობაში~, #18_22, 2007).
ვინ არის ის კაცი, ვისზეც დაწერა გურამ ოდიშარიამ რომანი? ეს არის მიხეილ თემუროვიჩ ბღაჟბა, სოხუმელი, რომელიც გუფში კი დაიბადა, მაგრამ სულის `სოხუმიზაციის~ შემდეგ თხემით ტერფამდე სოხუმელი გახდა, ეს კი იმას ნიშნავდა, რომ კაცი ჯერ სოხუმელი იყო, მერე აფხაზი, ქართველი, რუსი, ბერძენი თუ ბოშა. მას სჯეროდა და სხვებსაც არწმუნებდა, რომ სოხუმი ბაბილონთან ერთად შენდებოდა, უფრო მეტიც, აღმოჩენილი თიხის ფირფიტები ადასტურებდნენ, რომ სოხუმის მშენებლობა ბაბილონისას 23 წლითა და 9 თვით უსწრებდა. ასე იქმნებოდა სოხუმის მისტიკა, რომლის ერთ_ერთი შემოქმედი ის იყო, სწორედ ამ უცნაურ კაცს თანდათან ვეცნობით და წარმოვიდგენთ, ღვთისა და ადამიანის მოყვარულს, მეოცნებეს, ბარონ მიუნჰაუზისეული კეთილი `ტყუილების~ შემოქმედს, თავადვე დაჯერებულს ამ გამონაგონში.
რა ჰქონდა ხელთ მწერალს ამ რომანის წერისას? მოგონებები ბღაჟბაზე, პირადი ნაცნობობაც, თუმცა მსგავსი მასალა უამრავ სხვაზეც ექნებოდა, მაგრამ ეს კაცი გამოარჩია და მკითხველიც დაარწმუნა მის სხვანაირობაში. ის იყო `ეგზოტიკურ_პიკანტური თავკაცი~, `შეუძლებლის შესაძლებლობაზე~ მოფიქრალი რომანტიკოსი, რომელიც ხშირად ფიქრობდა ამგვარად: `რა კარგია იყო მდინარე... მიედინები შენთვის, გაშხლართული დედამიწაზე, მოგზაურობ, საკუთარ სანაპიროს მშვიდად ათვალიერებ...~, რომელსაც ვერ დაეჯერებინა, რომ კაცს თოვაში შეიძლება კაცი სასიკვდილოდ გაემეტებინა. ერთხელ მან წვიმების სადღეგრძელო წარმოთქვა და ეს რომანში ჩართული თეთრი ლექსივითაა: მან ადღეგრძელა `...თბილი და ცივი წვიმები, ისტორიული წვიმები, მომავალი თაობების წვიმები, მაღალი და დაბალი წვიმები, ცისფერი, წითელი, მწვანე, თეთრი, ყვითელი, მუქი წვიმები, მხიარული და სევდიანი წვიმები...~
ერთხელ ტელევიზორში ამინდის გაუარესების პროგნოზი მოისმინა და რაიკომებსა და ყველა აღმასრულებელ ორგანოს დაავალა, გამოეზამთრებინათ მგალობელი ფრინველები, უზრუნველეყოთ საკვებითა და თავშესაფრით. მათი სიკვდილი დიდი დანაკლისი იქნება აფხაზეთისთვისო. საკითხავია, დღეს თუ აქვს ვინმეს ამგვარი საზრუნავი.
რომანში მას სხვადასხვა თანამდებობაზე ვხედავთ, ყოველთვის პირველის სავარძელში, მათ შორის, აფაზეთის კომპარტიის პირველ მდივნადაც, მაგრამ ის შინაგანად უცვლელია, ღვთის ხმასა და ადამიანის გულებს მიყურადებული. ამიტომაცაა, რომ მის სახელს სიყვარულით წარმოთქვამდნენ ყველანი. სახელით მიმართვაშივე გამოხატავდნენ მის მიმართ პატივისცემასა და სიყვარულს: `მთელი ქვეყანა მისი მეგობარი იყო~. ის მეცნიერი იყო, ნობელის პრემიას უმიზნებდა, 1991 წელს შექმნილ ბებეისირის აკადემიაში საოცარ ექსპერიმენტებს გეგმავდა. ომმა ყველა გეგმა გააცამტვერა, წაშალა ყველაფერი: `ყველა ომი ერთი ომია~. და სიცოცხლისმოყვარე ბღაჟბას სიკვდილზე მეტად სიცოცხლემ შეაშინა. მან ნახა სოხუმის დაცემა, ყვავილებისა და ჩიტების სიკვდილი. მეგობარს დაუბარა, ბუნებას დააკვირდი, სიკვდილის შემდეგ ნიშნებს მოგცემო. იგი გადადნა ბუნებაში. მწერალი მისი მიცვალების წუთებს საოცარი შთამბეჭდაობით ხატავს. ნაწილი მთელს შეუერთდა. მისი სიკვდილს ესწრებოდა ბუნება და სრულდებოდა მიწიდან წარმოქმნილის მიწადვე მიქცევის რიტუალი. მწერალი სიკვდილ_სიცოცხლეს ერთ მლიანობაში წარმოაჩენს. სიცოცხლე გრძელდება. `ნათლისღების მეშვიდე დღეს გარკვევით გაიგონა, თუ როგორ უთხრა გალიაში მოცახცახე მისმა უკანასკნელმა ჩიტმა ღმერთს: მარტო ადამიანის ხომ არ არის ეს პლანეტაო~. ადამიანად ყოფნის უდიდესი ტკივილი ჩანს ამ სტრიქონებში. ამიტომაც წერს მასზე მწერალი: `თვალი გაახილა და ღმერთი იხილა~.
რომანის კომპოზიცია მოზაიკის პრინციპითაა აგებული. ცენტრში მთავარი გმირია და მის გარშემო ტრიალებს ყველა მონათხრობი. ამგვარი ხერხი საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ გურამ ოდიშარიაც ოსტატურად იყენებს და ამრავალფეროვნებს. მოგონებები, სადღეგრძელოები, ანეკდოტური ამბები და ფილოსოფიური იგავები ერთმანეთზე ლამაზი მძივივითაა ასხმული. ორიგინალურია თავები, რომლებიც რომანის სახელწოდებას იმეორებენ და თვითონ ავტორის განცდებს გადმოგვცემენ.
მწერალს როგორც სურდა, ისეთი რომანი გამოუვიდა: `საამო ზღვის სურნელივით, მსუბუქი მხიარულ სუფრასავით, მიხეილ თემუროვიჩის მიერ მონაყოლი ანეკდოტივით, ზაფხულის პლაჟივით ფერადოვანი, ჩიტის გალობასავით და ლამაზი ქალის სიცილივით სისხლის გამაშამპანიურებელი~.
მწერალი წუხდა, არ ვიცი, რა გამომივა, წიგნი_ქალბატონი თუ წიგნი_სადღეგრძელო თუ წიგნი ლოცვა, წიგნი ხომალდი თუ მხოლოდ წიგნი_მოგონება. ცოტ_ცოტა ყველაფერი თუ...~. ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომანი გამოვიდა, ცოტ_ცოტა ყველაფერი და მთლიანობაში სოხუმისა და იმ კარგი კაცების აპოლოგია, რომლებიც თავიანთი სიკეთით, სამართლიანობით, სიყვარულით სიცოცხლეს ამშვენიერებდნენ და ადამიანებს `ბოროტსა სძლია კეთილმან~ სიტყვების ჭეშმარიტებაში თავიანთი ცხოვრებით აჯერებდნენ.
გურამ ოდიშარიას უყვარს მკითხველი, ამიტომაც თანავტორობას სთავაზობს. იცის, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა. თანაც, ეს უბრალო წიგნი არ არის_ეს `ჩვენი შეხვედრის ადგილია~. მკითხველი მწერალს უნდა შეხვდეს წიგნის სოხუმში.
მთავარი ეს შეხვედრა და საუბარია, თუ სად მოხდება ეს: მატარებელში, ავტომობილში, თვითმფრინავსა თუ გემზე... ეს სულ ერთია.
მწერალს სწორედ ეს ადამიანური შეხვედრები და საუბრები მონატრებია. სწორედ უამისობამ ჩახერგა გზა სოხუმისკენ და ამანვე უნდა გახსნას, რათა კვლავ განიცადოს კაცმა: `ზღვა იყო ისეთი, თითქოს სადღაც, ძალიან ახლოს ღმერთი დასეირნობსო~.
რომანში ბევრი ლირიკული გადახვევაა, რომელებიც სილამაზეს ჰმატებენ მოთხრობილ ამბებს. აქ ჩანს პოეტი_გურამ ოდიშარია. ერთი ასეთი გადახვევაა იმაზე ფიქრი, თუ სად შეიძლება შეხვდნენ ერთმანეთს ადამიანები სასაუბროდ: `ხანდახან ისე ვსაუბრობთ, თითქოს შემთხვევით შევხვდით მატარებელში მგზავრობისას და ერთმანეთს ვუყვებით ათასგვარ ამბებს. რა კარგია მატარებელი! მივზანზალაკობთ, სარკმელში ქალაქი ცვლის სოფელს...
ხანდახან ისე ვსაუბრობთ, თითქოს ავტომანქანაში ვსხედვართ... წინ შორი გზა გვიძევს. და ჩვენ ვხედავთ ქუჩაში მიმავალ ადამიანებს...
ხანდახან ისე ვსაუბრობთ, თითქოს შემთხვევით საოკეანო ლაინერში შევხვდით ერთმანეთს და ვუყვებით ამბებს...~ ეს გამეორება არღვევს დრო_სივრცულ შეზღუდულობას და უსასრულობაში განეფინება.
რომანის უპირველესი თემა სიყვარულია. სიყვარული, რომელიც მთელ სამყაროს მსჭვალავს და ვლინდება არა მხოლოდ ადამიანთა, არამედ ადამიანისა და ბუნების ურთიერთობაში. საგულისხმოა, რომ რომანის მთავარ გმირს მინდიას ადარებს ერთი მთხრობელი. მას, რომ, მართლაც, მინდიასნაირი გული აქვს, ეს არაერთ ეპიზოდში ჩანს. მაგალითად, `ხანდახან ზღვისპირას, მინდორში ან ტყეში, ზურგზე დაწვებოდა და ცას ახედავდა_მკურნალობსო~., `ნებისმიერ დროს შეეძლო გამოეძახა თავისი ბავშვობა. ნებისმიერ დროს შეეძლო ცოცხლებისა და გარდაცვლილების გამოხმობა~.
მისი სამეცნიერო ნაშრომებიც კამეჩსა, მგალობელ ფრინველებსა თუ ფუტკრებზე, ვაზის, ვაშლისა და ატმის ჯიშებზე... ერთი სიტყვით, აფხაზეთის ფლორისა და ფაუნის გამორჩეულობაზე, ამ სიყვარულის ნიშნითაა აღბეჭდილი. როგორც მთხრობელი შენიშნავს, `ნაშრომის კამეჩი მასავით სამივე ჟამში მოგზაურობდა და კიდევ სადღაც, გონებისთვის უცნობ განზომილებაში დაეხეტებოდა~. ბუნების ათასგვარ ხმებს იწერდა და სამყაროს საიდუმლოებას აყურადებდა.
ოცნებობდა მაკედონელის მიერ დამსხვრეული დოქის ნამსხვრევებისთვის აეგო ძეგლი, რათა ყველას თვალწინ ჰქონოდა დიდი მხედარმთავრის მაგალითი, ჩემი ჯარისკაცებივით მეც მწყურვალი უნდა დავრჩეო. მაღალ ზნეობას მიიჩნევდა სათაყვანებლად და განსადიდებლად.
ოსტატურად მიგნებული, ცნობისმოყვარეობის გამღვიძებელი სათაური აქვს რომანს, იგი მისი გაგების მოლოდინით მუხტავს მკითხველს. აღმოჩნდება, რომ ესეც ბღაჟბას მორიგი ხუმრობაა_ჩვეულებრივი კატის გაკეთილშობილება, რათა მკურნალად მიჩნეულ ცხოველს მეტი ნდობა ჰქონდეს. `ჯონ ფიცჯერალდ კენედის~ და `პრეზიდენტის კატას~ ისე წარმოთქვამდა, თითქოს რომელიღაც ჯაზური კომპოზიციის ტექსტს მღერისო~. ვითომ ამერიკიდან ჩამოყვანილი კატა, თანაც პრეზიდენტისა, მართლაც, უმსუბუქებს შვილმკვდარ დედას ტკივილებს. ამერიკა მისთვის უცნობის, შორეულის, ოცნების სიმბოლოც იყო. ამიტომაც ამერიკიდან ჩამოსულმა მეგობრებს უთხრა: `მგონი, ამერიკა ამერიკაშიცააო~. ასე ევლინებოდა ბღაჟბა ადამიანებს მხსნელად სხვადასხვა ვითარებაში. ერთი მთხრობელი თვითონ ბღაჟბას მოსიყვარულე კატას აგონებდა, ალერსიანსა და თავისებურად ეშმაკს, საუკეთესო ძაღლის თვისებებით.
მწერალი სოხუმს ორ დროში წარმოაჩენს: ომამდე და ომის შემდეგ. ეს ორი დრო კი ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც სამოთხე და ჯოჯოხეთი. ომამდე იდილიური სურათი იხატება, სითბოთი და სიყვარულით არიან ადამიანები ერთმანეთის მიმართ გამსჭვალულნი. ომის შემდეგ კი სიძულვილი და ბოროტება დათარეშობს. ავტორი (სხვა მთხრობელებთან ერთად) სოხუმს ლეგენდისა და მითის ბურუსში ახვევს. ეს არის `მსოფლიოში ყველაზე პატარა და ყველაზე დიდი ქალაქი~
მოთხრობილი ამბები საინტერესოა და მახვილგონივრული, იუმორით შეზავებული. სოხუმში საიდუმლო ვიზიტით ჩამოსულ ფიდელ კასტროს ბღაჟბამ შუა ქალაქში შადრევნის აუზში მოყიყინე ბაყაყები `სასტუმრო ბაყაყებად~ წარუდგინა, რათა მათი არსებობა გაემართლებინა. იაპონელ მილიონერს `უშგულის~ ჩაიზე ლეგენდა შეუთხზა, არისტოტელეს საფლავს აფხაზეთში დაეძებდა, ერთ უსახელო ნახევარკუნძულს სიყვარულისა შეარქვა. სხვადასხვა ენაზე კითხულობდა ლექსებს, იმ ენებზე, რომლებიც არ იცოდა, მაგრამ მსმენელს აჯერებდა. ერთხელ ჩინელებს ერთი ჩანჩქერზე რძისააო უთხრა და დააჯერა. ის იყო, როგორც ხოსე ორტეგა გასეტი იტყოდა, ინტელექტუალი, რომელსაც მასისგან იოლად გამოარჩევდი ფართოდ გახელილი ცნობისმოყვარე თვალებით, აღტაცება რომ არ ელეოდა: `როგორი საოცარია ეს სამყარო...~. მიხეილ თემუროვიჩი ამტკიცებდა, რომ ადამიანს ყოველ დროში ფრთები სჭირდებოდა: `იმ ფრთებს გაუმარჯოს, რომლებიც დაწვეს და რომლებსაც დაწვავენ... და, რა თქმა უნდა, იმ ფრთებსაც, რომლებსაც დღეს, აი, ამ წუთას წვავენ~.
რომანში საინტერესო პერსონაჟებია, მათი ფონი გამოჰკვეთს ბღაჟბას სახეს. მათ შორისაა რუსული პოეზიის თითქმის ზეპირად მცოდნე და თვითონაც მოშაირე მორევი, `საცივის პოლკოვნიკი~, ზინაიდა ნიკოლაევნა, ბოშა კუკუნა, ეგეოს მარმარილოსი, ვიანორ ფანჯოვიჩი, სოსო კაპანაძე, ლუკიჩი_კაცი-ფრინველი, მაგრამ, მთავარი, რა თქმა უნდა, მიხეილ თემუროვიჩია, რომელიც თავისი სიკეთის ჩრდილში მთელ სოხუმს იფარებდა და მოძღვრავდა: `ადამიანი უფრო ხშირად იბადება, ვიდრე კვდება, მაგრამ ყველამ როდი იცის ეს~. `ღმერთს მაშინ ვხედავ, როდესაც ადამიანურ ურთიერთობეში ვმოგზაურობ~. `დიდებულია ის, რაც არ არსებობს, მაგრამ გვაქვს~.
ჩაამთავრებ რომანს და გრძნობ გული სითბოთი და სიყვარულით გაქვს სავსე, იმავე დროს დიდი ტკივილით და კვლავ გინდა მიბრუნება წიგნში, სადაც სოხუმია და სოხუმელები, ბღაჟბა და მისი მეგობრები, ნაცნობები და უცნობები, ასე შორეულნი და ასე ახლობელნი, გურამ ოდიშარიას წიგნის ფურცლებს სამარადისოდ მინდობილნი და მკითხველთა შეხვედრის მომლოდინენი.

12, 11, 2007
დაბეჭდილია წიგნში `შეხვედრა წიგნში~, წერილები. 2009

საავტორო უფლება დაცულია
No comments:
Post a Comment