Translate

Saturday, January 8, 2011

მაია ჯალიაშვილი ლაშა იმედაშვილის წიგნზე 'ბიოგრაფიები''


საავტორო უფლება დაცულია
იდეალები ყოველდღიურობის კონტექსტში
(ლაშა იმედაშვილი `ბიოგრაფიები~. თბ. 2003)


წიგნს, რომლის ყდიდანაც უცვეთი საიდუმლო ღიმილით შემოგვცქერის მონა ლიზა, გულგრილად ვერ ჩაუვლი. ეს ნაცნობი, დროში გამოცდილი ესთეტიკური განცდაა, რომელიც ხელოვნების მოყვარულს საინტერესოსა და საგულისხმოს ჰპირდება. ამ მხატვრულ `ინფორმაციას~ გადამოწმება, განსჯა და ზედმეტი კირკიტი არ სჭირდება.
ეს ლაშა იმედაშვილის ნოველების ახალი კრებულია (წიგნი მხატვრულად გააფორმა დიმიტრი ერისთავმა. გამომცემლობა `ლომისი~). ყდაზე წარწერაა: ბიოგრაფიები. ცნობილ ნახატთან ერთად დღეს განსაკუთრებით პოპულარული ჟანრი მკითხველის მოლოდინს კიდევ უფრო მუხტავს. ამის შემდეგ თვალი იწყებს ყდაზე გამოტანილ ნოველათა სათაურების წაკიხვას: `იესო ქრისტე~, `ლეონარდო და ვინჩი~, `ალფრედ ბერნჰარდ ნობელი~, `მიხეილ ჯავახიშვილი~,`გალაკტიონ ტაბიძე~, `დიაბოლოს~. რომელ მკითხველს არ აუთრთოლდება გული! ასე რომ, წიგნი თავის თავს, როგორც იტყვიან, თვითონვე უწევს რეკლამას, რაც ჩვენ დროში, ეგრეთ წოდებულ, პოსტმოდერნისტულ კულტურულ განზომილებაში, მეტად მნიშნელოვანია.
თანამედროვე საზოგადოება, სენსაციებს დახარბებლი, ახალ-ახალ ინფორმაციას ნარკოტიკებივით ეტანება. განსაკუთრებით კი ცნობილი სახელების მანიითაა შეპყრობილი. რათქმა უნდა, ეს სახელები უმთავრესად შოუბიზნესისა და პოლიტიკის სივრციდანაა. ამ ადამიანთა ცხოვრების ინტიმურ დეტალებში ისე იჩხრიკებიან, თითქოს წმინდა წერილი იყოს. ლაშა იმედასვილი ამგვარი ზედაპირულ_ურიმღამო გატაცებისგან შორსაა, მაგრამ მასაც იზიდავს ცნობილი სახელები და ამბები, მათ შორის, მკითხველის მოლოდინის ჰორიზონტზე გამოცნდება იესო ქრისტე. მისი `ბიოგრაფია~ დიდი ხანია იქცა მწერლობი საგნად და არა ერთი ინკვიზიტორული ინტერპეტაციაც განიცადა. ეს აღარავის აკვირვებს. მაგრამ ცნობისმოყვარეობა ამ თემისადმი იოტისოდენაც არ შემცირებულა. როგორც ხორხე ლუის ბორხესი წერს: `ჩვენი ურწმუნოების მიუხედავად, ქრისტე ყველაზე ცოცხალი ხატია კაცბრიობის მეხსიერებაში~. ამ ცოცხალ ხატს ლაშა იმედასვილიც გამოხმობს სხვა ცნობილ ხატებთან ერთად და თავისი მხატვრული სამყაროს ნიღბებად აქცევს.
ქართულ პოსტმოდერნიზმზე ამ ბოლო დროს ბევრი იწერება, მაგრამ განსაკუთრებით საინტერესო ლევან ბრეგაძის თვალსაზრისებია. ლაშა იმედაშვილის შემოქმედებაც ლიტერატურის ექსპერტებმა უკვე შეაფასეს, როგორც პოსტმოდერნისტული მიმდინარეობის ღირებული მოვლენა.
ამართლებს თუ არა, ზემოთ ნახსენები `სარეკლამო ანონსი~ მოლოდის? (საგულისხმოა, რომ `ჩვენს მწერლობაში~ ამ ნოველათა ნაწლი განსხვავებული სათაურებით დაიბეჭდა. ცვლილება კი, ჩვენი აზრით, მხოლოდ ერთი მიზნით მოხდა. აუცილებლად წაიკითხავ ნოველას სათაურით `ლეონარდო და ვინჩი` და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლემა მიაქციო ყურადღება სათაურს: `ვალერიან ჯოლბორდის სევდინი აღსასრული~.).
ჩვენი დრო, როგორც სიუზან სონტაგი იტყოდა, `მეტისმეტად რთული და მეტისმეტად დარეტიანებულია ისტორიული და ინტელექტუალური გამოცდილების მრავალხმიანობით~. ყველაფერთან ერთად შეიცვალა ტრადიციული, ხელშეუხებელი ღირებულებებისადმი დამოკიდებულება. შეჩვეულ_შეგუებული ზნეობრივ_ესთეტიკური იერარქიული სისტემები დაირღვა. შეფასების კრიტერიუმებიც მოძველდა. ყველაფერი მოწონების, დაწმენდილი გემოვნების მიღმაა და მოხმარების, გამოყენების მოჯადოებულ წრეში ტრიალებს.
ჰემინგუეის მიაჩნდა, რომ ნებისმიერ დროში მწერლის ამოცანა სიმართლის წერაა და თანაც იმგვარად, რომ მკითხველმა თავისი გამოცდილების ნაწილად აღიაროს. ბორხესი კი აღიარებდა, რომ `ავტორმა არ იცის, რას წერს~, `ერთადერთი, რაც მე ვიცი, სენტენციების შექმნაა!~.
მიხეილ ჯავახიშვილი ფიქრობდა, რომ მხატვრული ნაწარმოების შესაფასებლად მოგონილ ათასგვარ საზომს შორის, მთავარია: მკაფიობა, მარტივობა, ზომიერება.
ასეა თუ ისე, ის, რაც არ იცვლება. რეალობის (მატერიალისტური თუ მეტაფიზიკური გაგებით) მხატვრული გააზრების წყურვილია. მკითხველი კი ყოველთვის სხვადასხვანაირად იგებდა ერთსა და იმავე წიგნს, რადგან, როგორც ნათქვამია, ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალ.
პოსტმოდერნიზმმა მკითხველთან დისტანცია შეამცირა, აგო რა მხატვრული სახეები ორმაგი კოდირების პრინციპიტ. განსხვავებით მოდერნიზმისგან, რომელტა ადეპტებსაც ერტი გენიალური მკითხველი აკმაყოფილებდათ.
დღევანდელი მასობრივი კულტურა, კიტჩით გაჯერებული, ორიენტირებულია მკითხველზე, საინფორმაციო ნიაღვარში დანთქმულზე, დაღლილსა და გამოფიტულზე, რომელსაც აღარც ტავი აქვს და აღარც სურვილი სიღრმეების ცასაწვდომად და ლიტერატურისგან ქადაგებასა და წვრტნას კი არა, დასვენებასა და გართობას, ხელმისაწვდომ სიამოვნებას მოელის. დეტექტივები, პატარ_პატარა მახვილგონივრული გამოსაცნობი ხვეულებით, მკიტხველს იზიდავს და თუ შაქრის ამ მცირე ნამვევებში მალულად ცხოვრების საზრისის შხამიან წვეთებს შეაპარებ, ოსტატი მწერალი უნდა იყო. ძველი სატყუარები აქ აღარ გამოგადგება, თამაშის ახალი წესებია საჭირო.
`იდეალები, იდეალები! რა დამღლელია ქაღალდის ეს შარიშური. ნეტავი ადამიანები იდელებს წინ არ იფარებდნენ, ნეტავ შეიძლებოდეს `მეების~ წმინდა შეხვედრა~,_წუხდა ჰერბერტ დევიდ ლოურენსი. მაგრამ ადამიანს კერპები გარეშე სიცოცხლე არ შეუძლია და იქმნება ახალი, ფსევდო იდეალები. მწერალსაც აღარანაირი ილუზია აღარ რჩება და უმბერტო ეკოსავით აღიარებს: `არა მგონია, ნიჭიერ ტექსტებს სამყაროს შეცვლა ძალუძდეთ~.
როგორია ლაშა იმედაშვილის პროზის მხატვრული სისტემა? რას და როგორ წერს? მისი თხრობის ყველაზე გამოკეტილ ელემენტებად ამბების გადმოცემის პარადოქსული მანერა, ცნობილი ამბების ორიგინალური რაკურსით წარმოჩენა და აბსურდული პარალელები მიგვაჩნია.
მის ნოველებში გვხვდება, ერთი მხრივ, ძარღვიანი, გაშლილი, მოქნილი და შედარებებით სავსე თხრობა, მეორე მხრივ, მშრალი, საკანცელარიო სტილის აღწერები. ერთი მხრივ, ფერწერული სილაღით შექმნილი პორტრეტები, მეორე მხრივ, უსისხლო და უხორცო კარიკატურები. მონტაჟური ტექნიკით აწყობილი ეპიზოდები, ციტატები, ესეისტური მსჯელობანი, იუმორისტულ_პაროდიული ქვეტექსტები და დეტექტიური სიუჟეტები. და რაც მტავარია, ბრწყინვალე იმპროვიზაციები.
წიგნში შესული პირველი ნოველის სათაური ჩვეულებრივი სიმულაკრაა (ბოდრიარი), რადგან მასში არ არის მოთხრობილი იესო ქრისტეს ბიოგრაფია, ტრადიციული გაგებით.
მწერალი ქმნის აბსურულ სიტუაციას. ნოველის პერსონაჟები, როგორც პოსტმოდერნისტული საზოგადოების რიგითი წევრები, ისტორიას, ბიბლიას და აქამდე ცნობილ, ჭეშმარიტების ნიშნით აღბეჭდილ ამბებს უყურებენ, როგორც ჩვეულებრივ ინფორმაციას (ნონსელექციის პრინციპი), რომელიც შიძლება მოძველდეს, ან საერთოდ, ყალბი აღმოჩნდეს. გამომძიებელი ხელქვეითს სახარების ცნობილი ამბის, მაცხოვრის ჯვარცმის გამოძიებას ავალებს.
დღევანდელი ადამიანის ერთი უმთავრესი პრობლემა ისიცაა, რომ მოარიგოს ერთმანეთთან ცხოვრების ორი რიტმი (ბერდიაევი): ყოფითი და რელიგიური. ერთი მხრივ, საეკლესიო რიტუალში მონაწილეობისას განცდილი ღვთაებრივი აღამფრენა, ცოდვისა და სინანულის გრძნობები, მეორე მხრივ_ყოველდღიური საზრუნავები. ეს იწვევს ადამიანის მუდმივ გაუწონასწორებლობას. ნოველის მთავარი პერსონაჟი სულხანი რელიგიურ დღესასწაულზე შედის ეკლესიაში და ისე ტოვებს იქაურობას, `როგორც რაიონულ პოლიკლინიკაში დიფტერიის აცრაზე მისული ბავშვი~. გასაგებია, მწერალს ბიბლია აინტერესებს ამ პერსონაჟის თვალით, ერთგვარი შოკისმომგვრელი რაკურსით. წარმოიდგინეთ საქაღალდე წარწერით `იესოს საქმე~. უნდა გამოიძიონ, `ვინ მოკლა, როდის და რატომ, ან თუ მოკლეს საერთოდ, იქნებ თავი მოიკლა~.
მწერლის მთავარი მიზანი მკითხველის გაკვირვებაა. ამას შესანიშნავად ახერხებს. მწერალი ქმნის ძიების ლაბირინთს. მოთხრობის პერსონაჟებისთვის ეს მართლაც ჩვეულებრივი გამოძიებაა, იმ განსხვავებით, რომ მოწმეები რეალური ადამიანები კი არა, ბიბლიის გმირები არიან. წიგნისა და ცხოვრების სიბრტყეები ერთმანეთში გადადის. ეს კი ქმნის ფანტასმაგორიულობის განცდას. ახალგაზრდა გამომძიებელი ბეჯითად და გულდასმით ჩაჰკირკიტებს ამ უჩვეულო საქმის დეტალებს და არკვევს დანაშაულის პოლიტიკურ, სოციალურსა თუ ეკონომიკურ მოტივებს და ამასობაში ბიბლია, როგორც იტყვიან შემოეკითხება~ (რომელიც ჩვენს დროში იშვიათად თუ ვინმეს აქვს ბოლომდე ჩაკითხული). მართალია, მწერალი იწყებს შავი კატის ძებნას ბნელ ოთახში, სადაც ის საერთოდ არ არის, მაგრამ ლიტერატურაც ხომ ესაა. ფიქცია. მაგრამ მოტივაცია? და ახლა მე, მკითხველი, ვიწყებ ძიებას, რატომ? მართალია, იესო ქრისტეს სახე ხელოვნებამ დიდი ხანია ჩამოხსნა ხელშეუხებლობისა და მიუწვდომლობის კვარცხლბეკიდან, მაგრამ მაინც გეჩოთირება, როდესაც მასზე საუბრობენ, როგორც პროფესიონალ მქადაგებელზე, ღვინის მოყვარულზე, საძმოს ფულის განმკარგავზე ...
როგორც თვითონ ლაშა იმედაშვილი წერს, `სიტყვა თუ გაფრინდა, მორჩა~. ამ ნოველაშიც ხშირად გაფრენილ სიტყვას მისდევს მწერალი, მაგრამ ხელიდან უსხლტება. თავის ~ყალყზე შემდგარ აზრს ლაგამს ვერ სდებს~ და `ყაჩაღ წარმოსახვას~ ტყვედ ბარდება.
ასეა თუ ისე, რაც მთავარია, მწერალმა უჩვეულო გზით თავის პერსონაჟს ბიბლია ბოლომდე გადააფურცვლინა. ჩემი აზრით, ეს არის მწერლის ამგვარი აბსურდული, ხანდახან გამაოგნებელი ძიების მოტივაცია. ჯერ ერთი, სულხანმა ბიბლიის კითხვისას თავი მსუბუქად, წყნარად და უშფოთველად იგრძნო~. თანაც ისე მიაგნო ცხოვრების საზრისს, თვითონაც ვერ მიხვდა.. მას ხომ ორი უბედურება სჭირდა: საკუთარი ჭერი არ ჰქონდა და ღმერთი არ სწამდა~. ამ საქმის გამოძიების დაწყებამდე მას არც ერთი აწუხებდა და არც მეორე. ძიებამ კი ორივეს სურვილი გაუჩინა და იმასაც მიახვედრა, რომ შინ დაბრუნება იყო მისი სიცოცხლის გამამართლებელი_პირდაპირი და სიმბოლური მნიშვნელობით. ნოველის ძიებას ასეთი დასასრული აქვს: იუდას იესო არ გაუყიდია. მკვლელობის მოტივია ფული. შემსრულებელი: პილატე და მისი ლეგიონერები. დამკვეთი: კაიაფა და ფარისევლები.. ნაწილობრივ სადუკეველებიც. ავტორი თითქოს შორიახლოდან შემოგვყურებს და სიცილით გვამათრახებს: ~ მეც, შენც და საკუთარ თავსაც~. მთავარი კი ის არის, რომ სულხანი, ამ ე. წ. ~საქმის დასკვნას~ აღარ დაწერს, რადგან მოულოდნელად გონება გაუნათდება (სავლეს პავლედ გადაქცევის პარადიგმის ალუზია). ~თუ არც მკვლელობის იარაღი ჩანს და გვამსაც ვერ მიაგენი, საქმეც არ ყოფილა.~ იესო ცოცხლია~. ასე მიდის `ერეტიკოსი~ სულხანი რწმენამდე, ეს კი მწერლისთვის გზის არჩევას უდრის. მან, როგორც პიროვნებამ, მხოლოდდამხოლოდ ბიბლიის წაკითხვის შემდეგ მოახერხა, რომ იუარა კიდეც, აირჩია კიდეც და ამორჩეულით გარეთაც გამოვიდა~. ასე გაიხსნა სამყარო კიდევ ერთი უძღები შვილის სამასპინძლოდ. ჩემს ინტერპრეტაციას მხარს უმაგრებს მწერლის ბოლო სიტყვა: `ამინ~, რომელიც თავისი პერსონაჟის დასტურადაც აღიქმება და ერთგვარ გათავისუფლებადაც ყოველგვარი ეჭვისაგან. ეს კი მისთვისაც და მისი პერსოპნაჟისთვისაც ერთგვარი `ჰეფი ენდია~, ცხოვრებისეული ტვირთის გამსუბუქებაა, ყოველდღიური მელაქოლიურობის იუმორით დაძლევა.
`ადამიანის სრულყოფა~ ღმეთო, რა სახარელი თემაა! ფორდის ფირმის ავტომანქანის სრულყოფა! რომელი ადამიანის სრულყოფაზეა ლაპარაკი? ჩემში მრავალი ადამიანია, რომელი ერთის სრულყოფას აპირებთ. მექანიკური გამოგონება ხომ არა ვარ?_ვფიქრობ, ლოურენსის ამ წუხილს ეთანხმება ლაშა იმედასვილიც და შეიძლება მასავით ასე ფიქრობს: `არც ერთ შემთხვევაში არ დაგნებდები საზოგადოებავ, არ დავნებდები შენს განზრახვას, განმანათლო ანდა ჩამახშო, იმისდა მიხედვით, თუ რას მოითხოვს შენ მიერ შექმნილი მანეკენის სტანდარტები~. სწორედ ამგვარი `პროტესტიდან~ იბადება ლაშა იმედაშვილი, როგორც მწერალი, სხვათაგან განსხვავებულობის უსაზღვრო წადილით და ამიტომაც მარგინალური ინტერპრეტაციებით. მან იცის, რომ `ადამიანის სულს ზუსტად ვერ მივუჩენთ ადგილს ვერც საფულეში, ვერც ჩეკის წიგნაკში, ვერც გულში, ვერც თავში. ადამიანის სული მოისი მტლიანობაა. ეს სული კი უზარმაზარი ტყეა~ (ლოურენსი).
ამ უზარმაზარ ტყეში ხეტიალი მწერლის ყველაზე საყვარელი საქმეა და კარგადაც არის ამ `საქმეში~ დაოსტატებული
თუ პირველ ნოველაში მწერალმა ქრისტესთან შეგვახვედრა, მეორე ნოველაში, უცნაური სათაურით `დიაბოლოს~, თავიდან კორექტურული შეცდომა რომ მეგონა, ეშმაკს `გადაგვყრის~. ეშმაკიც არა ნაკლებ განებივრებულია ლიტერატურული ინტერპრეტაციებით. რას გვთავაზობს ამ თვალსაზრისით ახალს ლაშა იმედაშვილი? იგი ეშმაკს ხატავს, როგორც ნებისმიერ ჩვენგანს, ოღონდ, ოდნავ განსხვავებულს_მას რამდენიმე ზომით პატარა ფეხსაცმელები აცვია.
ამ ნოველაშიც მხატვრული ამოცანა ზემოთ ნახსენები პრინციპებით ხორციელდება. აბსურდულ_პაროდიული მსჯელობებით პერსონაჟები არკვევნ, რა მსგავსებაა იესო ქრისტესა და სტალინს შორის. საზოგადოებას წინამძღლი სჭირდება. ვინ შეიძლება იყოს? ან ერთი, ან მეორე. პირველის კლონირება შეუძლებელია, რადგან კვალი არ ჩანს გენეტიკური კოდის ასაღებად. პერსონაჟთა ულოგიკო, სოფისტურ_აბსურდული მსჯელობით, მათ შორის დიდი განსხვავება არც არის. აი, სიმონის, იგივე ეშმაკის არგუმენტები: ორივე ღარიბ ოჯახში დაიბადა, ორივეს იდეები ჩაგრულებმა აიტაცეს, ორივე წამებულნი არიან და ა. შ. ეს არის გონების სრული კოლაფსი, სულის სიცარიელე. სადაც არ არის რწმენა ღვთისა, იქ სატანას სცემენ თაყვანს. ლაშა იმედაშვილი ასე ხედავს და ხატავს თანამედროვე საზოგადოებას. ფაუსტური პარადიგმა კი ცნობილი ნიღბების ახლებური თამაშით წარმოჩნდება. ნოველაში ჩანს ჩვენი დროის ქართველთა მეშჩანობა, ფსევდოკულტურულობა, გარეგნული, ზედაპირული, აზრობრივი ზიზილ_პიპილოებით გატაცება, მდარე იდელები, კლიშეები, სტერეოტიპები, შაბლონები, ღატაკი აზრები და რეკლამით აღძრული სურვილები_გულუბრყვილო რწმენით, `რომ ახალი შენაძენი სხვაზე რაღაცით აამაღლებს მყიდველს~ (ვლ. ნაბოკოვი).
ერთი სიტყვით, ნოველაში იხატება, როგორ იშლება და ცამტვერდება ადამიანური ურთიერთობები და როგორ აკეთებს ეშმაკი თავის ბინძურ, სისხლიან საქმეს ჩვეულებრივი მოქალაქეების ხელით. `გვეყო ამდენი ცრემლები, შებრალება, თანაგრძნობა, ფუჭი სიტყვები, გაახილეთ თვალები... თუ შენ არ ესვრი, ის გესვრის~. ასეთია სიმონის მორალი და ამითვე შხამავს ყველას, ვისაც გაეცნობა. მწერალი ყოველივეს ამ კუთხით წარმოაჩენს და ამიტომაც ჩნდება ასეთი შედარება: `ხეებს შორის ნისლის ფთილები ისე ჰკიდია, როგორც ახლად გარეცხილი, მაგრამ ძველი საცვლები~. ასე ირეკლება ჩვენი დრო ჩვენთან ერთად ნოველის სარკეში_და რაც იქ ჩანს, რა თქმა უნდა, ჩვენ, ვისაც ჩვენზე საუკეთესო ქვეყანაზე არავინ გვგონია, არ მოგვეწონება, მაგრამ მწერალი, როგორც მავრი, თავის საქმეს აკეთებს და მიდის. აქ კი ნებისმიერს შეუძლია ნოველის პერსონაჟივით დაიტრაბახოს: `ჩემამდე რას მოვა ეგ?! (იგულისხმება ეშმაკი!) რა უნდა გააკეთოს ისეთი, მე რომ არ გამიკეთებია?!~
რაც მთავარია, იგი აქვე ჩვენს გვერდითაა და ამის მოსმენაზე შეიძლება იქედნურადაც იღიმება.
ამ ორ ნოველას შორის გაჭიმულსა თუ გაშლილ სივრცეში კი კიდევ არაერთხელ გააკვირვებს მწერალი მკითხველს. ისეთი აზარტითა და ექსპრესიით ჩახლართავს სიუჟეტს, სუნთქვას არ დაგაცლის.
ნოველაში `ალფრედ ბერნჰარდ ნობელი~ ცნობილ ამბებს გვიამბობს ჩვეული მანერით. აქაც საქმის ძიებაა. ისევ ახალი დეტალები და ნიუანსები, ასე რომ, მწეალი შესანიშნავი მეზღაპრეა, რომ გგონია, დაამთავრა სათქმელი, ისევ ახალი, უცხო მიმართულებით წარმართავს ცნობისმოყვარეობას. ნოველაში ერთმანეთის გვერდით ორივე ამბავია მოთხრობილი. ერთი ნობელისა, რომლის სიყვარული თავის დროზე ერთ ქართველ ქალს, მშვენიერ ანას უარუყვია და მათემატიკოსს გაჰყოლია, მეორე კი მწერალ ვუკოლ ნაყოფიასი, რომელიც ნობელის პრემიაზე ოცნებობს. სად და როგორ უნდა გადააბას ერთმანეთს ეს ორი ამბავი მწერალმა? იგი ზედმეტი ხლაფორთის გარეშე ქმნის კომიკურ სიტუაციას: ეს ჩვენი რიგითი მწერალი ტელევიზორიდან იგებს ინფორმაციას, რომ ნობელმა ანდერძით ქართველებისთვის პრემიის გადაცემა აკრძალა. მწერლის კომენტარი: `რას ერჩოდა ქართველებს ალფრედ ნობელი, ვუკოლისთვის საიდუმლოდ დარჩა, მაგრამ რადგანაც თავს ქართველად თვლიდა და თანაც მწერლად, ეს აკრძალვა მასზეც მოქმედებდა.~
ბედი არ გინდა?!_გაიფიქრა მან, _არადა, რა ახლოს ვიყავი მიზანთან~. აი, ეს არის ნოველის მარილი. აქაც თხრობისას უხვად მიმოაბნევს შედარებებსა და აფორისტულ გამონათქვამებს: `ბოდიშიც ბერდება, როგორც ადამიანი~. იარაღიც ისევე სჭირდება ადამინს, როგორც ბიბლია~, `ისე არ ეწერა გამარჯვება, როგორც სამას დარუპულ სპარტანელს~ `ადამიანები იწვიან, როგორც საფერფლეში დარჩენილი ასანთის ღერები~, ან კიდევ `მკვდრები ისე ყრია, როგორც მიტოვებული ხეხილის ბაღში ხეხილიდან ჩამოცვენილი, აუკრეფავი მოსავალი~ და სხვა.
შეიძლება თუ არა გამოჩნდეს ისეთივე გენიალური მხატვარი, როგორიც ლეონარდო და ვინჩია? შეიძლება, მაგრამ არ აღიარებენ. დაახლოებით ესაა ნოველა `ლეონარდო და ვინჩის სათქმელი~. ასეა თუ ისე, წარმოიდგინეთ, როორ გიამბობდათ ამ ამბავს ლაშა იმედაშვილი, მაშინ ისიც გეცოდინებათ, რომ აქაც არის `საქმე~, რომელსაც იძიებენ. ლუვრში ნამდვილი ჯოკონდა კი არ კიდია, არამედ ქართველი მხატვრის მიერ შექმნილი ასლი. თუ არ გჯერათ, წაიკითხეთ ეს ნოველა და უეჭველად დაიჯერებთ. ისე, რეალურად, არსებობდა ასეთი მხატვარი ჰანს ვან მეეგერნი (1889_1944), მან იან ვერმეეერის ისეთი ასლები შექმნა, რომ როცა ერთი სურათი `ქრისტე და მეძავი~ ჰერინგს მიჰყიდა 256 ათას დოლარად, როვნული საგანძურის გაყიდვაში დასდეს ბრალი, როგორც მოღალატეს. ჩემი ფალსიფიკაციებიაო, რომ თქვა, მასხრად აიგდეს. მხატვარმა თავი გაიმართლა, არ მაღიარებდნენ, კბილის ჯაგრისების დასახატავად თუ გამოდგებიო, მე კი დავამტკიცე, რომ დიდი მხატვარი ვარო.
შეიძლება თუ არა ლიტერატურული ასლების შექმნა? ყოველ შემთხვევაში ცდა შეიძლება და ამ სიუჟეტზე იგება ნოველა `მიხეილ ჯავახიშვილი~. მთავარი პერსონაჟი ნიკა მძიმე, დუხჭირ დროში თავს იმით გადაირჩენს, რომ ცნობილი მწერლების ყალბი ხელნაწერების შექმნას შეუდგება. საქმე გაამართლებს_კარგად იყიდება.
ნებისმიერ მწერალს ტვირთად აწვება ის, რაც მასზე ადრე შეუქმნიათ. ყველა ისტორია უკვე დაწერილია, ყველა ჟანრის შესაძლებლობებიც ამოწურულია, ყველაფერი `სიძველეა ახალი~ (გალაკტიონი), მაშ რა ქნას ადამიანმა, რომელიც წერას აუტანია?
უმბერტო ეკოს აზრით, ვეღარ ათქმევინებ კაცს ქალისთვის უბრალოდ_მიყვარხარ. არამედ, როგორც მავანი იტყოდა. ხდება ერთგვარი გაშუალება `სხვისი ტექსტით~, თუმცა ეს გრძნობების სიმძაფრეს სრულებით არ ანელებს.
ლაშა იმედაშვილსაც აწუხებს ეს ამბავი. მისი პერსონაჟი ნიკა ასე ფიქრობს: რა არის საჭირო მწერლისთვის? `ცოტა ისტორია, ცოტა გამონაგონი, ცოტა ჭორი~ და ისეთი გმირი, რომელიც მკითხველს დააინტერესებს. მიხეილ ჯავახიშვილი ყველაზე სახიფათოდ მწიგნობრულ მასალას მიიჩნევდა, თავისუფალი შემოქმედი ბრმა მიმბაძველი ხდებაო. ლაშა იმედაშვილს ეს გაფრთხილება არ აბრკოლებს, იგი ბრმა არა, მაგრამ წინასწარგანზრახული იმიტატორი ხდება_თუმცა, თვითონ კი არა, მხოლოდ მისი პერსონაჟი.
ნოველაში მიხეილ ჯავახიშვილი როგორც პერსონაჟი, თვითონ წერს თავის ავტობიოგრაფიას. ეს სრულიად ახალი რაკურსით დანახული პორტრეტია. გამონაგონი და სიმართლე ერთმანეთში ირევა. ხშირად მწერალი პირდაპირ იწერს ციტატებს მიხეილ ჯავახიშვილის წერილებიდან, ბრჭყალების გარეშე (მაგალითად, `მასალები ლექციისათვის~, `როგორ ვმუშაობ~ და სხვა). თუმცა აქ გასაკვირი არაფერია. პოსტმოდერნიზმი ხომ ცნობს სხვისი ტექსტების ამგვარ ციტირებას. მთავარია, რომ ლაშა იმედასვილი ამ ციტატებით შესანიშნავ მონტაჟს ქმნის. აქვე ჭარბადაა მწერლის ინტერპრტაციები მიხეილ ჯავახიშვილის მთხრობებზე. ჩვეული პრინციპით, რაღაც ისეთი გამოიგონოს, რომ განაცვიფროს, შოკში ჩააგდოს მკითველი და საკამათოდ, თუნდაც საფიქრელად აღძრას. ვფიქრობ, ესე იგი ვარსებობ, როგორც ნათქვამია. თუმცა პოლ ვალერი დეკარტის ამ ნათქვამისთვის ასე აქილიკებდა: ხანდახან ვფიქრობ, ესე იგი, ხანდახან ვარსებობო.
მწერალი დოკუმენტურობი სილუზიას ქმნის და მკითხველს აჯერებს, რომ სწორედ ასე დაწერდა ჯავახიშვილი ავტობიოგრაფიას. აქაც არის ამგვარი უჩვეულო თვალსაზრისები: `მამაჩემმაც ისევე დაისაკუთრა ქონება, როგორც ჯაყომ~, `სულ გოგოს სამოსში ვიყავი გამხვეული~. `ნაზი პერანგის მატარებელი შეიძლება სახელოვანიც გამოვიდეს და ნასწავლიც, მაგრამ მისი კაცობისა არა მჯერა რა~ და სხვა ამგვარები.
ნოველაში ერთი ასეთი შესანიშნავი გამოგონილი ამბავია: მიხეილ ჯავახიშვილი გამომძიებელს საგანგებოდ შენახულ ტყვიას მიუტანს და ეტყვის: `ეს ის ტყვიაა, რომლითაც თქვენიანებმა ილია ჭავჭავაძე მოჰკლეს. მინდა, რომ ჩემზეც ეს ტყვია გამოიყენოთ~. თუმცა ამ ამაღლებულობას გამომძიებელი მიწაზე დაანარცხებს: `ამ ტყვიას მხოლოდ ჭიანჭველის გასასრესად თუ გამოიყენებ~.
ნოველაში წარმოჩნდება XX საუკუნის 30_იანი წლების ლიტერატურული გარემო. მწერალთა შორის შუღლი და მტრობა, გაუთავებელი კინკლაობა და ღირსეულის დამცირება. განა დღეს კი რამე არსებითად შეიცვალა?
ერთი მხრივ, ბრძოლა ბედისწრასთან, გაიმარჯვებ თუ დამარცხდები, მხოლოდ შენი საქმეა. და მეორე მხრივ_ბრძოლა_საზოგადოებასთან, რომელიც მოითხოვს, მას ჰგავდე. `ერთი იმათგანი~, საყოველთაო თარგზე მოჭრილი. ძნელია ემსახურო კეისარსაც და ღმერთსაც ერთდროულად. ყოველ შემთხვევაში, მიხეილ ჯავახიშვილსა და გალაკტიონს ეს არ გამოუვიდათ.
ნოველაში `გალაკტიონ ტაბიძე~ იხატება დემონოკრატიის (გრიგოლ რობაქიძე) სივრცე, დახლართული აგენტურული ქსელით. შემოქმედთაგან ზოგი მოსყიდეს, ზოგი მოიშორეს და ჩნდება ახალი `საქმე~_გალაკტიონის მკვლელობისა. მწეარლი ხატავს ახალი ტიპის, საგანგებოდ გამოყვანილი ადამიანისნაირ არსებებს_აგენტებს, რომლებიც ახერხებენ ისეთ დიად ჩანაცვლებას_როგორიც მუზის გაყალბებაა. ისინი მუზის ნაცვლად გალაკტიონს აგენტს შეაჩეჩებენ.
გალაკტიონის `უბის წიგნაკში~ ახლახან ამოვიითხე: `მე მინდა ვუტხრა ჩემს უსინდისო მტრებს: წყნარად, თქვენ არავითარი უფლება არა გაქვთ, დიახ, რა გაქვთ, ხმამაღლა მელაპარაკოთ: მე ყოველთვის მზადა ვარ სიკვდილისათვის~.
ნოველაში უხვადაა პაოლო იაშვილის, ვალერიან გაფრინდაშვილის, სანდრო ცირეკიძის და ამ დროის ესთეტთა, მაღალი ხელოვნების მსახურთა და მისთვის შეწირულთა ციტატები. ბონდოს კი, მთავარ აგენტს `აკლდა წინა კბილი და პატრიოტიზმი~ _ ამგვარი სრულიად სხვადასხვა ცნების დაპირისპირებით მწერალი ქმნის სახეს უსულო კაცისას, რომელსაც პირისახე გაპარსულ ზღარბს უგავდა. მიხეილ ჯავახიშვილსა ჯაყოს თავი კი `კუპრში ამოვლებულ~ ზღარბს მოგაგონებდათ.
მხოლოდ რამდენსამე ეპიზოდში გაიელვებს გალაკტიონი, როგორც კონკრეტული დრო_სივრციდან ამოვარდნილი პიროვნება. ნოველაში სიმბოლური და რეალური სიბრტყეები ერთმანეთს ეფინება. ლაშა იმედაშვილი ამ `საქმესაც~ შესანიშნავად იძიებს, ასე რომ, ის ნამდვილი სიტყვისა და საქმის მწერალია.
ეს ნოველები მეტალიტერატურაა, რადგან ავტორი ჰყვება ისტორიას ისტოროოს შესახებ. შეიძლება პირველ წაკიტხვაზე გამოგრჩეს ირონიული მინიშნებები და წაკითხვის მეორე ჯერზე, ორმაგი კოდირების პრინციპით, აღმოაჩინო და გაიაზრო მოთხრობილი ამბები სულ სხვა დონეზე.
რაც მთავარია, მწერალი, როგორც თვითონვე იტყოდა, `ქართულის უმეცარი არ არის~ და `ენას არ აწვალებს~, `ამღვრეულად და ბნელად არ მეტყველებს~ და იცის, რომ `სიტყვაც სტილია~ (მიხეილ ჯავახიშვილი).
როგორც ჟერარ ჟენეტი წერს, `ლიტერატურა პლასტიკური ველია , გამრუდებული სივრცე, სადაც ნებისმიერ დროს ყველაზე მოულოდნელი და ყველაზე პარადოქსული შეხვედრებია შესაძლებელი. ლაშა იმედაშვილი ცნობილ მწერლებსა და პიროვნებეს პერსონაჟებად აქცევს, შეიძლება ბორხესისეული მოტივაციითაც, რომ ჩვენ ყველანი უცნობი ავტორის უცნობი ნაწარმოების პერსონაჟები ვართ, ოღონდ ესაა საკითხავი, ეს მხატვრული ტექსტი რეალისტური რომანია თუ ფანტასტიკა?~
წიგნს საოცრად ჰკრავს პირველი და ბოლო ნოველა. კაცი გარეთ გამოდის `ამორჩეული გზით~ და ღვტისკენ წვალებით მიდის, გზასი კი ეშმაკს სეიძლება გადაეყაროს... ცხოვრებაც ხომ ეს არის, გამუდმებული ჭიდილი კეთილსა და ბოროტს შორის.
ლაშა იმედაშვილს ნიჭის წყალობით ამის წარმოჩენა შესანიშნავად გამოსდის. მისთვისაც ლიტერატურული სამყარო ერთგვარი ლაბორატორიაა, სადაც ის სრულიად შეუსაბამო და უცხო ამბებს ერთმანეთს აზავებს. ზოგიერთმა `ნაერთმა~ კი შეიძლება სახიფათოდაც იფეთქოს... მასალას კი რა გამოულევს: მოსაყოლია ამბები და გამოსაძიებელია `საქმეები~ შოთა რუსთაველის საფლავზე, ილია ჭავჭავაძის მკვლელობაზე, ივანე მაჩაბლის გაუჩინარებაზე...
დაბოლოს, ძალიან ბევრი რამ დამრჩა სათქმელი, შეიძლება აქედანაც დამეწყო, მაგრამ სხვა დროს იყოს. მთავარია, რომ დღეს ლაშა იმედაშვილის სახით გვყავს მწერალი, რომლის შემოქმედებაც საშუალებას გვაძლევს ჩვენი საარაკო თავმოყვარეობაც დავიკმაყოფილოთ და სხვებთანაც მოვიწონოთ თავი.
დაბეჭდილია ალმანახში ''ლიტერატურა და სხვა'', #1, 2005, გვ. 5-15

საავტორო უფლება დაცულია

No comments:

Post a Comment