მაია ჯალიაშვილი
''მე ის მამაშვიდებს, ვისაც ვერასდროს ვერ დავინახავ''
შთაბეჭდილება თამაზ ბაძაღუას ლექსებზე
ის, ვისკენაც გამუდმებით მიისწრაფვის პოეტი, უხილავად განფენილია მთელ სამყაროში. მის გამოჩენას, უფრო სწორედ, აღმოჩენას ხელს უშლის ყოფის ჯოჯოხეთი, მაგრამ თამაზ ბაძაღუა თავისი ძლიერი პოეტური მზერით გაარღვევს ამ ბურუსს და მიაგნებს იმას, რაც სიცოცხლის საყრდენად ექცევა. ამ დიდი და პატარა სინათლეების აღმოჩენაზეა დაწერილი მისი ლექსები. და, რაც მთვარია მისი გრძნობა, ემოცია გამოძახილს პოულობს მკითხველის გულში, სულსა და გონებაში და მასაც მოანატრებს შორეულსა და მიუწვდომელს. მისთვის ხელის გაწვდენაზეა `წმინდა სამოთხე~:
`მე აქ ყოველთვის მახსენდება წმინდა მამები,
თუმცა ისინი არასოდეს აქ არ მინახავს~ (`მარტვილის მონასტერთან~).
ეს განცდა გადაედება მკითხველსაც და ისიც `წყნარად, წყნარად მაღლდება დაკარგული სიხარულისკენ~.
თამაზ ბაძაღუას პოეზიაში იგრძნობა საოცარი სისავსე. მასაც შეეძლო, ბარათაშვილივით ეთქვა, `მაგრამ მე სული გვამში ვეღარ მომთავსებია~. მასაც სხეული, როგორც ჩარჩო, როგორც მცირე ჭურჭელი ევიწროება, სუნთქვა უძნელდება, ამიტომაც უხარია მხოლოდ მაშინ, როდესაც პოეზიის გზით თავს დააღწევს ამ ტყვეობას, ამ დროს თითქოს მისი ხორცის სამანები მოირღვევა და ოთხი ელემენტი: ჰაერი, მიწა, წყალი, ცეცხლი, ცალ-ცალკე, დამოუკიდებლად იწყებს მოძრაობას, ასე გაიშლება თუ გაიფანტება პოეტი მთელ სამყაროში და მოიხილავს მის უჩინარ ჰორიზონტებს. ამ დროს უმძაფრდება შეგრძნებები, იგი თანაბრად აღიქვამს მზის, მთვარის ვარსკვლავების ფეთქვასა თუ ბალახის შეკრთომას.
მისი პოეზიიდან სამყარო შემოგვცქერის მირიადი თვალებით, ელის ჩვენს შეხებასა და შეხმიანებას. ლირიკული გმირი ლაღად და თავისუფლად უსმენს სულიერისა თუ უსულოს ჩურჩულს და მკითხველს გამოუთარგმანებს საოცარი, ექსპრესიული მეტაფორებით. იგი მარადიულ განზომილებაში მოიპოვებს უბადრუკი არსებობის გამართლებას: ამიტომ ლექსებში ბუნებრივად შემოიჭრება ფიქრი უზენაესზე. აქ სამყაროს შემოქმედი ხან პირდაპირ არის დასახელებული, მაგრამ უფრო ხშირად კი მინიშნებაა მასზე. მეორე ნაპირი, რომელსაც მიელტვის პოეტი, ხან შავი, სულისშემხუთველი მიწაა და ხან ცისფერი, გამჭვირვალე ლაჟვარდი, თუმცა ორივე მშვენიერია და მიმზიდველი და იმაზე უკეთესი, რაც რეალობის სახით წარმოუდგება პოეტს. რადგან იქ, მიწასა თუ ზეცაში ფიქრს ვერაფერი შეაჩერებს, განსხვავებით აქაურობისაგან, სადაც ხელშესახები, აღსაქმელი საგნები მზერას ეღობებიან, აბრკოლებენ, თუმცა, უპირველესად, სწორედ ამ წინააღმდეგობას გადალახავს პოეტი, ხილულს მიღმა იხედება, ამიტომაც არის მისი პოეზია მეტაფიზიკური.
ყოველდღიური ერთფეროვნებით მოქანცულ პოეტს პოეზია მოევლინება მშველელად. თუმცა ეს უფრო ამძაფრებს კონტრასტის შეგრძნებას. შავისა და თეთრის, ამაღლებულისა და დაცემულის შეხლიდან იბადება ექსპრესიული სახეები, რომლებიც მის ნებისმიერ ლექსს აგვირგვინებენ. ყველა ლექსი მწვერვალზე ასვლას მიაგავს, ტანჯვით მიიწევს წინ და ბოლოს მაინც შეიგრძნობს სიმაღლეს:
`ათასი კაცი ვარ თვითონ,
და ათასივე მარტო კვნესის,
სანამ პატარა ჩიტი შობს დილას~.
ჩიტის მიერ დილის შობა იმგვარი მეტაფორაა, რომელიც ხილვას ედარება, რადგან ამ სახით პოეტი სამყაროს გამოუთქმელ, გონებით მიუწვდომელ, სიცოცხლის განმაპირობებელ კანონზომიერებას მოიხელთებს.
ყოფის უდაბნოში მას წინ მიუძღვის უცხო მგზავრი _ ეშმაკი თუ ანგელოზი? ეს ეჭვიც ხშირად გაკრთება მის პოეზიაში, მაგრამ სასოება, სიყვარული და რწმენა მის შერყეულ სულს წონასწორობას უბრუნებენ. და პოეტი მოულოდნელად აღმოაჩენს: Aეს მგზავრი თვითონ მიწაა, სიმშვიდეს და სიყვარულს რომ ჰპირდება.
გრძელდება ჭიდილი მიწასა და ცას შორის, თუმცა მიწა ხომ თვითონვეა, რადგან მისგან მოიზილა მისი ხორცი, ამიტომაც, სინამდვილეში მიწა და ცა განუყოფელია, როგორც ცოცხალ ადამიანში სული და სხეული. სიმშვიდის მომგვრელია ამის განცდაც: `და ზეცასავით იხსნება მიწა და მიწასავით ღამდება ზეცა~.
ის მიელტვის სამყაროს დასაბამიერს, პირველსაწყისს, განუყოფელს, ამიტომაც მოძრაობას, ცვალებადობას განიცდის, როგორც სიკვდილს. პოეზიით უბრუნდება იმ ბიბლიურ, შესაქმისეულ ჟამს, როცა სული იქცეოდა წყალთა ზედა. თვითონაც ამიტომაა `წყლის კაცი~. წყალი მის პოეზიაშიც განახლების, მეორედ შობის სიმბოლოა. ამ დასაბამიერი სისავსის მოპოვება განაცდევინებს მას სამყაროს, როგორც ერთ მთელს, ამიტომაც ქარი, ვარკვლავი, მთვარე მისი სხეულის ნაწილებია, გრძნობის ორგანოებია: `ნისლით ვცდილობ გაღიმებას~ და გვახსენდება ვაჟას `ნისლი ფიქრია მთებისა~. მთები და ადამიანი ერთი გზით გამოხატავენ თავიანთ შინაგან მღელვარებას: ადამიანი ნისლის სახით იღიმება, მთები ნისლის სახით ფიქრობენ, და სწორედ ამგვარი განცდების აღძვრისას ხდება სამყაროს მისტიკური გამთლიანება და მკითხველს ეუფლება ჩუმი სიხარულის განცდა. ისიც მონაწილეა პოეტის `აღმოჩენისა~.
თამაზ ბაძაღუას პოეზიის კითხვისას მკითხველსაც უჩნდება სამყაროსთან ამგვარი უშუალო ურთიერთობის სურვილი. ისიც ერთვება პოეტური სამყაროს მძლავრ მიმოქცევაში და იწყებს გარემომცველ საგანთა გადასხვაფერებას. ეს მძლავრი იმპულსი თუ მუხტი შეიგრძნობა მისი ლექსების კითხვისას და გასაგები ხდება ელიოტისეული ფრაზა: `პოეზია მანამ მოდის ჩვენამდე, სანამ გავიგებდეთ~.
ვერლიბრის ფორმა აქ უაღრესად დახვეწილია. მისი სტრიქონების რიტმულობას, მუსიკალურობას განაპირობებს რაღაც ძლიერი შინაგანი მუხტი, თითქოს სიტყვები თავისუფლდებიან, ნაჩვევ შინაარსებს ძველი სამოსივით იხდიან და მკითხველის წინაშე სრულიად ახალი სახით ჩნდებიან.
თამაზ ბაძაღუა წარმომიდგება, როგორც პოეტი – ფენიქსი, რომელიც ყოველ ლექსში იფერფლება და აღდგება, იტანჯება და განიწმინდება და მკითხველსაც ამგვარად განაცდევინებს სიკვდილისა და სიცოცხლის სიტკბო-სიმწარეს.
2009-12-01

დაიბეჭდა ჟურნ. ''ჩვენს მწერლობაში'', # 21, 2010
საავტორო უფლება დაცულია
No comments:
Post a Comment