მაია ჯალიაშვილი
ფიქრები გალაკტიონის `მთაწმინდის მთვარეზე~
გალაკტიონის ლექსების წაკითხვა იწვევს ამაღლებულობის, მშვენიერების განცდას. სწორედ ეს ამაღლებულობა შეიგრძნობა `მთაწმინდის მთვარეშიც~, რომელიც საუკეთესო ლექსია არა მხოლოდ გალაკტიონის შემოქმდებაში, არამედ მთელ ქართულ პოეზიაში.
ამ შედევრის გაცნობა და შემდეგ შეცნობა გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული, რადგან ლექსის მხატვრულ_სახეობრივი სისტემა მრავალფეროვანია და მრავალმნიშვნელოვანი. ცალკეული სიმბოლოები ინტერპრეტაციათა სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა მკითხველის მიერ განსხვავებულად მოიაზრება და ეს ქმნის `გაგების~ სხვადასხვაობასაც, თუმცა, ერთი რამ ცხადია, ეს ლექსი, როგორც ოსკარ უაილდი იტყოდა, იწვევს ერთგვარ ესთეტიკურ კათარზისს, რადგან მკითხველი შინაგანად განიწმინდება უცხო და უმშვენიერეს პოეტურ სამყაროსთან საზიარებლად.
ეს ლექსი გალაკტიონის სულიერი სამყაროს, მისი პოეტური ცხოვრების ამსახველი დღიურის ერთი ფურცელია. პოეტი ესაუბრება საკუთარ თავს, სამყაროს და თითქოს მისი სული კოსმიურად იშლება, განეფინება დროსა და სივრცეში. აწმყო, წარსული და მომავალი ერთ მთლიანობად იკვრება იმისათვის, რომ მარადისობამ პოეტის აღსარება მოისმინოს.
ლექსი `მთაწმინდის მთვარე~ პირველად ქართველ სიმბოლისტთა ჟურნალ `ცისფერ ყანწების~ პირველ ნომერში დაიბეჭდა. როგორც ვიცით, ქართველ სიმბოლისტთა პოეტური სკოლა 1916 წ. ქუთაისში შეიქმნა და ამავე წელს გამოვიდა `ცისფერი ყანწების~ ორი ნომერი. ჟურნალში დაბეჭდილ `მთაწმინდის მთვარესა~ და მის შემდგომ, კონკრეტულად, 1919 წელს გამოცემულ, `არტისტულ ყვავილებში~ დასტამბულსა და სხვა გამოცემებში არის შემდეგი განსხვავებები:
1. მე_6 სტრიქონში ნაცვლად დღევანდელი: `და მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით~ არის:
`და შორეულ მოგონების მსუბუქ სიზმარივით~.
შორეული მოგონება~ პოეტმა იმგვარი სიტყვებით ჩაანაცვალა, რომელიც მეტ იდუმალებას შეიცავს და უფრო ამძაფრებს ლექსის განწყობილებას. თანაც, ფერწერულადაც_`და მის შუქში გახვეული~ უფრო გამოკვეთილია.
2. მე_9 სტრიქონში `აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს~ ჩასწორებულია: `აქ ჩემს ახლო მოხუცის ლანდს~.
3. მე_10 სტრიქონში დღევანდელი `მწუხარე სასაფლაოს~ ნაცვლად იყო: `მშობლიური სასაფლაო~.
4. მე_11 სტრიქონი `ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული~, პოეტმა `არტისტულ ყვავილებში~ შეცვალა: `დაწყევლილ ყრმას აქ უყვარდა ობლად სიარული~, მაგრამ შემდგომ ისევ პირვანდელი ვარიანტი აღადგინა.
5. `ცისფერ ყანწებში~ დაბეჭდილ ვარიანტში იყო შემდეგი ორი სტრიქონი: მე_19 და მე_20, რომელიც პოეტმა მთლიანად ამოიღო:
`ვით ეფრქვევა ეს ჩანჩქერი ტბის ნაპირს და ტყეებს
და ვით ახვევს კვდომის ბურუსს ვერცხლის მდინარეებს~.
ამ ჩასწორებითაც, პოეტმა ზედმეტად მიიჩნია მომაკვდავი გედის ჰანგთა ვარდებისა და ჩანჩქერებისათვის კიდევ დაემატებინა პოეტური ასოციაცია_რომ ეს ჩანჩქერი ტბის ნაპირებსა და ტყეებს კვდომის ბურუსში ახვევს.
ამგვარი `ჩასწორებების~ თვალმიდევნება ერთგვარად შეგვახედებს პოეტის `ლაბორატორიაში~ და დაგვანახვებს, როგორ ხვეწდა გალაკტიონი უკვე დაწერილსა და გამოქვეყნებულს. (თუმცა, გალაკტიონის ამგვარ მუშაობაზე ბევრი რამ დაწერილა და მათ შორის უპირველესად წიგნი ვახტანგ ჯავახაძისა `უცნობი~).
პოეტის მიერ 1953 წელს დაწერილი დღიურის ჩანაწერებიდან ისიც ირკვევა, რომ მას სურდა ლექსში ილიაზე ჩაერთო შემდეგი სტრიქონები:
`აქ წამების სიზმრადა ქრის წიწამურის ალი
და მწუხარე საქართველოდ სდგას მთაწმიდის ქალი~.
პოეტს ეს ჩასწორება არ შეუტანია, თუმცა, `ცისფერი ყანწებისეული~ ვარიანტიდან ამოიღო `მშობლიური სასაფლაო~ და ჩაანაცვლა `მწუხარე სასაფლაოთი~, რითაც პირდაპირ მიანიშნა ილიას საფლავზე. როგორც ვიცით, ილიას საფლავზე 1913 წელს დაიდგა ცნობილი ქართველი მოქანდაკის იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი ქართველი ქალის მგლოვიარე ფიგურა, რომელსაც აკაკი წერეთელმა `გვირგვინი მწუხარებისა და გულდაწყვეტისა~ უწოდა. ამ ძეგლს `მწუხარე საქართველოც~ შეარქვეს.
1950 წ. 17 ნოემბერს გალაკტიონს დღიურში გაუკეთებია ასეთი ჩანაწერი სათაურით `საკუთარი ლექსების შესახებ~, სადაც `მთაწმინდის მთვარის~ შესახებ შემდეგს წერს: `რომ მეფე ვარ და პოეტი~_ მქონდა ასეთი ფრაზა `მთაწმინდის მთვარეში~. ეს ლექსი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პოპულარულია, საკმარისად შესწავლილი არ არის, როგორც ერთ_ერთი გასაღებთაგანი ჩემი შემოქმედებისა. ამ ლექსში უსათუოდ ჩანს პოეტი, რომელიც თავის შემოქმედებას უკავშირებს მეცხრამეტე საუკუნის პოეზიის კორიფეების შემოქმედებას, აცხადებს რა თავის თავს ნიკოლოზ ბარათაშვილისა და აკაკი წერეთლის პოეზიის მემკვიდრედ. აქ მთვარის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით მოსჩანან მტკვარი და მეტეხი... აქ, ახალგაზრდა პოეტის ახლო, სძინავს მოხუცი პოეტის ლანდს, აკაკი წერეთლის ლანდს. ბარათაშვილსაც ხომ აქ უყვარდა ობლად სიარული; ილია ჭავჭავაძესაც, დიმიტრი ყიფიანსაც და აქ პოეტი ამბობს: `დე, მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად~ (ლირიკის კონცეფცია), ოღონდ ვსთქვა, თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა (კავშირი ბუნებასა და ადამიანის სულს შორის), თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები (ძალა აღმაფრენის, პოეზიის, რომანტიზმის), და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები (რომანტიზმი ლურჯის, ცისფერი ოცნების). იალქნები ზღვაზე, სულიც აღზრდილია ამ ზღვაზე, ცხოვრების ზღვაზე, სიცოცხლის ზღვაზე, რომელზედაც ლურჯი იალქნების ზღვა მიდის, თვით სიკვდილის გზაც კი არაფერია მასთან შედარებით, ამ სიცოცხლესთან შედარებით და თვით სიკვდილის გზაც კი ვარდისფერია და არა საშინელი, საშიშარი (სწორედ იგივე ჰანრი რენიეს თქმით, `მოულოდნელი განცვიფრება ვარდისფერისა და შავი ფერის შეხვედრისაგან~), რომ ამ გზაზე (სწორედ ვარდისფერ გზაზე) მგოსანთა სითამამე, გაბედული ხმა არის სინამდვილეზე უფრო მეტი სინამდვილე_ჰიპერბოლიური, ზღაპრული, `რომ მეფე ვარ და პოეტი და სიმღერით ვკვდები~... `მთაწმინდის მთვარე~ ჩემი პროგრამული ლექსია, რომელიც კონკრეტულად ასახავს ჩემს დამოკიდებულებას კულტურული მემკვიდრეობისადმი (ბარათაშვილი, აკაკი, მე).
ლექსის განწყობილებათა გრადაციები შეიძლება ამგვარად მოვიაზროთ: 1. პოეტური აღსარება. 2. დრო_სივრცის გარღვევის წადილი. 3. ფესვების შეგრძნება (ბარათაშვილი, ილია, აკაკი).
4. ღამის სულში ჩახედვა_ბუნებასთან თანაზიარობა. 5. პოეზიით, ხელოვნებით სიკვდილის დაძლევა. 6. ფერებიდან წარმოშობილი განწყობილებების სიმბოლური გააზრება და სხვა.
ხელოვნებისა და სიკვდილის დამოკიდებულების თვალსაზრისით, კარგი იქნება, გავიხსენოთ 1919 წლს გამოცემული გალაკტიონის ლექსების კრებულის სახელწოდება `თავის ქალა არტისტული ყვავილებით~, რომელსაც თვითონ პოეტი ასე განმარტავდა: `იგულისხმება თავის ქალა (სიკვდილი), არტისული ყვავილები (ხელოვნება), სიკვდილი და ხელოვნება, რომელმა უნდა გაიმარჯვოს? რა თქმა უნდა, ხელოვნებამ. რა არის ხელოვნება? ხალხისადმი, სამშობლოსადმი სამსახური~.
`მთაწმინდის მთვარის~ მთავარი სათქმელიც ესაა: პოეზიით სიკვდილის დაძლევა. სწორედ ამიტომ ირჩევს პოეტი ამ ლექსის ფონად სასაფლაოს, რადგან სხვაგან სად, თუ არა აქ, უნდა შეიგრძნოს პოეტმა სიკვდილის რეალობა და სიცოცხლის წარმავლობა. ბარათაშვილის წერილი გვახსენდება, სადაც იგი წერს, რომ `სასაფლაო მშვენიერი გამოგონებაა. ის აუცილებელია, რათა მოკვდავი დროგამოშვებით იმაში თავის ცხოვრებას კითხულობდეს! ბედკრულის ნუგეშისცემა_დასასრული ბედნიერებისა!~ თვითონ გალაკტიონი წერილში `ძვირფასი საფლავები~ სასაფლაოს შესახებ წერს: `მხოლოდ აქ შეგვიძლია ჩავიხედოთ წარსულის სარკეში და დავინახოთ ჩვენი მეოცნებე სახე, როგორც ხანდახან მყუდრო საღამოს ზღვის ყურეში გარინდებული გემის ჩრდილი ლაჟვარდ ზედაპირზე. აქ ცხოვრების ხმაურობა ისმის შორიდან, როგორც ზღვის ღელვა. აქ ყველაფერი სიმშვიდეს მოუცავს, აქ ყველაფერზე ღრმადაა გაყოლებული იდუმალება, საიდუმლო. ამ უზარმაზარს, ბნელსა და ერთი შეხედვით ცარიელი სივრციდან, როდესაც მირაჟი მკრთალია და მინაზებული, მშვენიერი და ლამაზი წარსულის ანარეკლს ისვრის, ჩვენი სული იღვიძებს და მზად არის, ისევ აანთოს ჩამქრალი ან დაფარული სიამაყის სანთლები~.
ასე რომ, `მთაწმინდის მთვარე~ წარმოგვიდგება, როგორც ერთი `არტისტული ყვავილი~ (ხელოვნება), რომლის საშუალებითაც პოეტი სძლევს სიკვდილს, ამიტომაც მთავრდბა ლექსი სიკვდილთან შეგუებისა თუ მასთან შერიგების სურათით. სიკვდილი ამ ლექსში გაიაზრება არა როგორც დასასრული, არამედ მარადისობაში გადასასვლელი ხიდი თუ კარი:
`რომ მეფე ვარ და მგოსანი და სიმღერით ვკვდები,
რომ წაჰყვება საუკუნეს თქვენთან ჩემი ქნარი~.
ეს სტრიქონები, ჯერ კიდევ 1915 წ. დაწერილი. შეიძლება გავიაზროთ, პოეტის მიერ თავისი საკუთარი უკვდავების ერთგვარ პოეტურ წინასწარმეტყველებადაც კი.
პოეტმა თვითნვე მიზნად დაისახა (`საპროგრამო ლექსით~) სიკვდილის, სიცოცხლის ყველაზე დიდი მტრის, ადამიანთა ყველაზე დიდი შიშის დაძლევა პოეზიით, ოცნებათა ლურჯი იალქნების გაშლით, რომანტიკული აღმაფრენით, ლურჯი ცის (მარადისობის, ღვთის საუფლოს) ტრფობითა და მისკენ დაუსრულებელი მისწრაფებით. გალაკტიონზე ადრე ეს გზა უკვე `გაეთელათ~ და მისთვის სავალი გაეადვილებინათ რუსთაველსა და ვაჟა ფშაველას. გავიხსენოთ `სახელოვანი სიკვდილი~ თუ `შენი ჭირიმე, სიკვდილო~, აქვე შეიძლება გურამიშვილიც გაგვეხსენებინა, რომელმაც დასცინა და გაამასხარავა სიკვდილი).
გალაკტიონი ლექსში არც რუსთაველსა და არც ვაჟას არ ახსენებს, მაგრამ მისი დამოკიდებულება მათდამი, როგორც კულტურული მემკვიდრეობისადმი, სტრიქონებს მიღმა, ქვეტექსტებში შეიგრძნობა.
`ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული~_ ლექსის ამ სტრიქონით პირდაპირ მიენიშნება ბარათაშვილის `შემოღამება მთაწმინდაზედ~, `ფიქრნი მტკვრის პირას~ და სხვა ლექსებზე, რადგან სწორედ `სულიერი ობლობის~ განცდას მიჰყავს პოეტები მთაწმინდაზე, სადაც ნუგეშს ბუნებისაგან (მთვარე, ვარსკვლავები, მთაწმინდის შემოგარენი...) მოელიან და თან სიცოცხლის საიდუმლოსაც შეიცნობენ. გალაკტიონი ბარათაშვილისადმი მიძღვნილ ერთ წერილში წერს: `როდესაც იგი მთაწმინდაზე ადიოდა, მისი სული ჰგავდა მთვარეს, რომელიც თანდათან ფითრდებოდა. იმან გაიარა თავისი მარტოობის გზა, გაიარა მოწყენილს შეღამებულ დროს, როდესაც ბედნიერებას სძინავდა და სცხოვრობდნენ მხოლოდ აჩრდილები, ჭოტები და ცოდვები~.
ბარათაშვილის ლექსში გამოკვეთილია მთაზე ასვლის რელიგიური განცდა. გავიხსენოთ, რომ პოეტი ხაზს უსვამს მთის სიწმინდეს და აქ მოსულს ისეთი განცდა ეუფლება, თითქოს ტაძარში იდგეს და ღვთის წინაშე მუხლმოდრეკილი ლოცულობდეს. ამ განცდას ამძაფრებენ სტრიქონები: `ძირს გაშლილს ლამაზს ველსა ყვავილნი მოჰფენენ, ვითა ტაბლას წმიდასა, და, ვით გუნდრუკსა სამადლობელსა, შენდა აღკმევენ სუნნელებასა~ და კიდევ: `გინახავთ სული, ჯერეთ უმანკო, მხურვალე ლოცვით მიქანცებული, მას ჰგავდა მთვარე, ნაზად მოარე, დისკო_გადახრით შუქმიბინდული~.
ვფიქრობთ, ბარათაშვილის სწორედ ეს პოეტური სახე `ნაზად მოარე, შუქმიბინდული მთვარისა~ გახდა გალაკტიონოს ლექსის ერთგვარი შთამაგონებელი იმპულსი, რადგან გალაკტიონის მთელ ლექსში ბარათაშვილის სტრიქონები ირეკლება. გალაკტიონთანაც იგივე `აღმოჩენაა~ მთვარისა, რომელიც, თუმცა, აღარ ჰგავს `ლოცვით მიქანცებულ სულს~, მაგრამ იმგვარადვე უმანკოა, წყნარია და ნაზია, შუქმიბინდულია, მდუმარებით შემოსილი `შეღამების ქნარია~. შეღამების ქნარი პირდაპირ იწვევს ლოცვის, ფსალმუნების წარმოთქმის ასოციაციას. გალაკტიონის ლექსში მთვარე ირგვლივ ყოველივეს მიმქრალი შუქით ბინდავს და იდუმალების ბურუსში ახვევს _`მსუბუქ სიზმრად აქცევს~. სწორედ მთვარეს `გაჰყავს~ პოეტი რეალობის განზომილებიდან პოეტურ სივრცეში და იწვევს ჯერ არყოფილის, ჯერ არგანცდილის შესაცნობად და შესაგრძნობად.
გალაკტიონი დღიურში ერთგან წერს: `რატომ არის მთვარე და არა მზე? უვიცს არ ესმის, რომ მთვარე საწყისია ვაჟურობის, მზე ქალურობის~.
აქვს თუ არა ამ შემთხვევაში ამ მინიშნებას რაიმე მნიშვნელობა? მთვარე ასტრალური თვალსაზრისით, დედამიწაზე სიცოცხლის მონიჭებელი და გამაძლიერებელია. თავისი ავსებისას ცოცხალ არსებათა ცხოველმყოფელი ძალების აღმავლობასაც იწვევს, მათ შორის, სიყვარულის ძალისას. `მთაწმინდის მთვარის~ ლრიკული გმირიც შინაგანი ძალების ერთგვარ მოზღვავებას გრძნობს, იგი ივსება სიყვარულით და ეუფლება ყოველივეს ძლევისა და გადალახვის წყურვილი. ამგვარი პოეტური აღგზნებისას მას სიკვდილის გზაც კი ვარდისფერად წარმოუდგება და მზად არის არყოფნასთან შესაგეგებლად. მისი სიზმარი, მისი ოცნება ამ მთავარიან ღამეს თითქოს ფრთებს ისხამს და ლურჯ იალქნებს შლის ცხოვრების ბობოქარი ტალღების გადასალახავად. ამგვარად, ეს ვაჟური საწყისი შეიძლება სასიცოცხლო, პოეტური ძალების მოზღვავებად გავიაზროთ და, აგრეთვე, შემოქმედების წამებადაც, რადგან პოეტი სწორედ მთვარის შუქზე, მისი გავლენითა და შემწეობით, ქმნის პოეტურ სტრიქონებს. გალაკტიონის წინაპარი, რუსთველი გვახსედება, რომელიც ავთანდილს მთვარისადმი მხურვალე ვედრებას წარმოათქმევინებს:
`მთვარესა ეტყვის: `იფიცე სახელი ღმრთისა შენისა,
შენ ხარ მიმცემი მიჯნურთა მიჯნურობისა სენისა~.
ბარათაშვილს მთაწმინდის `ციური ცვარით~ მონამული, იდუმალი მიდამოები პოეტს ღვთაებრივთან აზიარებენ. სწორედ აქ განიცდის პოეტი `მინაზებული~ ბუნებისაკენ სწრაფვას, ცისკენ ლტოლვას, რაც ღმერთის ხილვის წყურვილს ამხელს. თუმცა, ამ სულიერ აღტყინებას წუხილი მოჰყვება: ფიქრები `შენამდინ ვერ მოაღწევენ და ჰაერშივე განიბნევიან~.
მთავარი კი სწორედ ისაა, რომ სწორედ მთაწმინდა ავიწყებს პოეტს ამაოებას და მისი გულისთქმა ხილულის მიღმა `ეძიებს სადგურს~ ამაოების დასაძლვად და დასავიწყებლად. პოეტი შვებას იღებს იმით, რომ მთაწმინდა, როგორც მეგობარი, მისი გულის მესაიდუმლე `ეხმარება~ ღვთაებრივის განცდაში და `მზიანი დღის~ (ღვთის ხატება) ხილვის რწმენის განმტკიცებაში.
განწყობილებათა თვალსაზრისით, ბარათაშვილი და გალკტიონი, გარკვეული აზრით, ერთმანეთს მიჰყვებიან, ეთანხმებიან, მაგრამ შორდებიან კიდეც. გალაკტიონთან მთვარე `ზამბახია~. ზამბახი ამძაფრებს მისი იდუმალების განცდას, რადგანაც სიმბოლურად, ზამბახისფერი იდუმალზე მიანიშნებს. ამასვე ემატება ზამბახის ნაზი სურნელი, რომელიც `პოეტური ზეშთაგონებისთვის~ სასურველ ფონსა ქმნის. სურნელი, ფერი და მუსიკა აქ ერთმანეთს გადაეწვნება და იქმნება ბოდლერისეული სრულყოფილი ~შესაბამისობა~, რაც პოეტს სამყაროს ჰარმონიულობის შეცნობა_შეგრძნებაში ეხმარება.
გალაკტიონის ლექსში ფერები დაწმენდილი და გამოკვეთილია, მიუხედავად იმისა, რომ მთვარის შუქის იდუმალების ბურუსშია ირგვლივ ყოველივე გახვეული, მაინც გარკვევით მოჩანან, თეთრად მოელვარე მეტეხი და მტკვარი. იკვეთება სასაფლაოთა შტრიხებიც.
მელოდიურობის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ გალაკტიონის ლექსი 14 მარცვლიანი სტრიქონებითაა დაწერილი და ჯვარედინი რითმებით გაწყობილი. ბარათაშვილის ლექსი კი შერეული საზომითაა დაწერილი, აქ ერთმანეთს ენაცვლება 14 და 10 მარცვლიანი სტრიქონები, რაც ნიავის ზვირთების მსუბუქი მიმოქცევის ასოციაციას იწვევს.
გალაკტიონის ლექსშიც იგრძნობა ჰაერის მოძრაობა, ოღონდ, გედის სიმღერის `ჩანჩქერებითაა ატალღებული~. ეს პოეტის გულისცემის ხმაცაა, მისი სისხლის მიმოქცევის რიტმის გამომხატველი.
გალაკტიონს ძვირფასი პოეტების_ბარათაშვილის, აკაკისა და ილიას საფლავები სიკვდილთან შეარიგებენ. გალაკტიონის ამ ლექსის პათოსით, სიცოცხლე ღირს მხოლოდ სიმღერისათვის, მხოლოდ შემოქმედებისათვის, მხოლოდ პოეზისათვის. ამიტომაც არის, რომ მისი მთავარი საფიქრალი და მიზანი ისაა, როგორმე სიტყვებით გამოთქვას, თუ `სულში ღამემ როგორ ჩაიხედა~. პოეზია იქმნება ბუნებასთან შერწყმის, მასთან საუბრის, მასთან დიალოგის საფუძველზე. რეალური მტკვარი და მეტეხი მსუბუქ სიზმარს ემსგავსება და ჩნდება ირეალური გედი, წარმოსახულ გზა სხვა სამყაროსაკენ, უცნობი პოეტური განზომილებისაკენ. ამ გზას მთვარის შუქი ანათებს და პოეტს თითქოს გზას ულოცავს და ამხნევებს `ვარდისფერ გზაზე~ სასიარულოდ. თუ ბარათაშვილის ლექსის ბოლოში ჩნდება `მზიანი დღის~ სახე, გალაკტიონთან _არა, მაგრამ მთელი ლექსი ამ მოლოდინითაა დამუხტული. `ვარდისფერ გზას~ (პოეზიით გამსუბუქებულ, გალამაზებულ სიკვდილის გზას) არყოფნისაკენ კი არა, არამედ მარადისობისაკენ, `მზიანი ღამისაკენ~ მიჰყავს პოეტი. ამ ღამეს პოეტი თითქოს განიწმინდება სწორედ იმისთვის, რომ ღმერთს შეხვდეს.
გალაკტიონი ლექსში ქმნის მომაკვდავი გედის უმშვენიერეს პოეტურ სახესაც, რათა უფრო მეტი მგზნებარება და სილამაზე შეჰმატოს სიკვდილთან შეხვედრის წამებს. გედი, საზოგადოდ, გრაციის, სრულყოფილების, სიწმინდისა და უმანკოების სიმბოლოა. ლეგენდების მიხედვით, გედი მხოლოდ სიკვდილის წინ მღერის, ამიტომაც იქცა გედი სიცოცხლის დასასრულის მაუწყებელ სიმბოლოდ. როგორც ცნობილია, გედი პოეტთა, ხელოვანთა და, განსაკუთრებით, ფრანგ სიმბოლისტთა ძალიან საყვარელი პოეტური ხატი იყო, როგორც ამაღლებულობის, მარტოსულობის, პოეტურობის სიმბოლო. ეს სახე უყვარდა გალაკტიონსაც და ამიტომ ხშირად მოიხმობდა. გავიხსენოთ თუნდანც: `აჰა, მოვედი, გედი დაჭრილი ოცნების ბაღით~ (`სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში~). ქართველ სიმბოლისტ პოეტს ვალერიან გაფრინდაშვილს აქვს წერილი `გედი პოეზიაში~, სადაც იგი წერს: `მე მინდა ერთხელ კიდევ აღტაცებით მოვიხსენიო ის თოვლისფერი ფრინველი, რომლის ნათესაობა ოფელიასთან უეჭველია. ეს არის გედი. საბერძნეთის პოეზიამ გედი პირველად შეიყვანა ოცნების სფეროში და ჩვენ ვიცით, რად იყო მშვენიერი ელენე ქალური ჯადოსნობით აღსავსე. მე შემიძლია დავასახელო მთელი რიგი პოეტებისა, გედი რომ ლექსებით ადიდეს, თუმცა, ისინი არ ყოფილან გედის რაინდები. ესენი არიან: აკაკი წერეთელი, ჟუკოვსკი, პუშკინი, ტიუტჩევი, მეტერლინკი, გრიგოლ რობაქიძე, მალარმე და სხვები. მაგრამ არც ერთ მათგანს, გარდა ტიუტჩევისა და მალარმესი არ შეუქმნიათ გედის იმისთანა შესანიშნავი ქანდაკი, რომელიც ამყარებს ამყო და მომავალ პოეზიაში გედის კულტს~.
სტეფან მალარმეს ცნობილ ლექსში `გედი~ პოეტი წარმოაჩენს გედს, როგორც მედიდურსა და მარად ქალწულს, მეფური დიდებით შემოსილს. `ტბის სივრცეში გამომწყვდეული გედი~ `სათუთი ყელით იგერიებს სიკვდილს მშვენიერს~.
ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ეტოლიის მეფის ქალიშვილის, ლედას სილამაზით აღტაცებული ზევსი მდინარეში მას გედის სახით გამოეცხადა. ზევსისა და ლედას კავშირით დაიბადა ელენე, რომელიც ხელოვნებაში მშვენიერების სიმბოლოდ იქცა.
საგულისხმო ისიცაა, რომ პლატონი თავს `გედების თანამოძმეს~ უწოდებდა, რადგან გედი აპოლონის წმინდა ფრინველად მიიჩნეოდა. პლატონის ცხოვრების ავტორი ოლიმპიოდორე მოგვითხრობს, რომ `როდესაც სოკრატე პლატონის მისაღებად ემზადებოდა, ესიზმრა, თითქოს მუხლებზე უფრთო გედი ეჯდა. შემდეგ გედს ანაზდეულად ფრთები ამოეზარდა და ცაში აიჭრა ხმამაღალი სიმღერით, რომელიც საამურად ესალბუნებოდა სმენას. ასე იქნა ნაწინასწარმეტყველები პლატონის მომავალი დიდება~.
გედი უკავშირდება აპოლონს, რომელიც მუზების ღმერთია. თუ ასოციაციების ჯაჭვს ლოგიკურ რგოლებად ავასხამთ, გალაკტიონი ამ ლექსით საკუთარ დიდებასა და უკვდავებას ხელოვნებას უკავშირებს და მარადისობასთან ზიარებას წინასწარმეტყველებს.
გრაალზე შექმნილი შუასაუკუნეების ლეგენდების მიხედვით კი, გრაალის თასის მცველის, პარციფალის ვაჟი, ლოენგრინი თეთრი გედის პირველი და ლეგენდარული რაინდია. იგი, ღვთის ნებითა და შემწეობით, ბრაბანტის მეფის ასულის, ელზას დასახმარებლად სწორედ ოქროსნავიან გედს მიჰყავს, რომელსაც რაინდი `ზეცის ნათელ დესპანს~ უწოდებს. ასე რომ, ლექსში გედის ხსენება მრავალმნისვნელოვანია და მკითხველის წარმოსახვასა და ფიქრს გზას უხსნის მრავალგვარი ინტერპრეტაციისაკენ.
რაც შეეხება აკაკის, მისი `განთიადი~ აქ ნაკლებად ირეკლება, თუმცა, მას გვახსენებს დიმიტრი ყიფიანის საფლავი და გრძნობამორეული მგოსანი, რომელიც თვალს ავლებს არემარეს და გულის პასუხს ნარნარად ავედრებს მშობელ მხარეს. აკაკისთანაც ბარათაშვილისეული ჩაფიქრებული, დადუმებული, მოალერსე მთაწმინდაა. სამივე ლექსში (ბარათაშვილი, აკაკი, გალაკტიონი) `სიკვდილს დაძლევაა~, ოღონდ ოდნავ განსხვავებული ნიუანსებით. ბარათაშვილთან სიკვდილი რწმენით დაიძლევა, აკაკისთან_მამულიშვილობით, გალაკტიონთან_პოეზიით. სწორედ სიკვდილის თემა და არა მხოლო მთაწმინდის ხსენება აკავშირებს ამ სამივე ლექსს ერთმანეთთან. მარადისობა კი, რომლის ბინადარიც გახდა სამივე პოეტი, მათაც აერთიანებს და მათ შემოქმედებასაც.
ბარათაშვილის რომანტიკულ_მისტიკური გასეირნება მთაწმინდაზე, აკაკისთან რეალისტურ_რომანტიკული ელფერით შეიმოსა, გალაკტიონთან კი ყოველივე ამას სიმბოლისტური დატვირთვაც მიენიჭა, რადგან გალაკტიონთან მთაწმინდის მთვარის ხილვით აღძრული განცდები ერთგვარ პოეტურ შიფრად გადაიქცა, რომლის ბოლომდე ამოხსნა არავის შეუძლია და არც არის საჭირო. მთავარია სწორედ ეს ამოცნობის, ახსნის პროცესი, რომელიც ლექსის ყოველ სიტყვასა და პოეტურ ხატზე დაგაფიქრებს და მშვენიერებასთან, ჭეშმარიტ პოეზიასთან გაზიარებს.
2004-08-11

Zalian kargia
ReplyDeleteZalian kargia
ReplyDeleteძალიან კარგია..<3
ReplyDeleteძალიან კარგია
ReplyDelete