მაია ჯალიაშვილი
დაფერფლილი ბარათების ექო
(მარტინ ვალზერის `შეყვარებული კაცი~)
`მაგრამ სულ სხვაა სიყვარული უკანასკნელი...~ _ გალაკტიონის ამ მშვენიერი სტრიქონის ერთი საუკეთესო დასტურია 74 წლის გოეთეს გამიჯნურება 19 წლის ქალწულთან, ულრიკე ფონ ლევეტცოვთან. წლების მდინარებაში ჩამყუდროვებულ პოეტს უცებ საოცარი ვნების ქარიშხალმა გადაუარა და მთლიანად შეძრა. გოეთეს ბიოგრაფოსებისთვის ეს შესანიშნავი მასალა აღმოჩნდა, მაგრამ მხოლოდ მარტინ ვალზერმა, თანამედროვე გერმანელმა მწერალმა, შეძლო, ახალი ელფერიით შეემოსა ამ უჩვეულო სიყვარულის ამბავი. მან რომანში `შეყვარებული კაცი~ გოეთეს პირადი მიმოწერა გააცოცხლა. არადა, რეალურად, ამ ტრფობის ამსახველი არც ერთი ბარათი არ შემორჩენილა. ერთი უჩვეულო ფაქტიც შეეშველა მწერალს. რომანის წერისას იგი საგანგებოდ ჩავიდა მარიენბადში, რათა საკუთარი თვალით ეხილა ის შთამბეჭდავი გარემო, რომელიც ამ უჩვეულო სიყვარულის სცენად იქცა, სადაც სწორედ ულრიკეს შთაგონებით პოეტმა შექმნა ლექსი-შედევრი `მარიენბადის ელეგია~. აქ მარტინ ვალზერს მეგობარმა პატარა წიგნაკი აჩუქა, რომელშიც მოთხრობილი იყო ულრიკეს შესახებ, სხვა ცნობებთან ერთად, ეწერა ასეთი გულისშემძვრელი ფაქტიც _ უკვე ხანდაზმულ ულრიკეს სიკვდილის წინ მოუტანინებია ზარდახშა და უთხოვია, დაეწვათ იქ შენახული წერილები, ხოლო ფერფლი საფლავში ჩაეტანებინათ. ეს წერილები კი შეყვარებულ გოეთეს ეკუთვნოდა.
სტეფან ცვაიგმა ნოველაში `მარიენბადის ელეგია~ შთამბეჭდავად გააცოცხლა ის წუთები, როდესაც პოეტი ამ ელეგიას ქმნიდა. პოეტი ამ ლექსს ბედისწერის იდუმალ, იშვიათ წყალობად მიიჩნევდა: `მსგავსი რამ არასოდეს წამოსცდენია აქამდე ესოდენ თავშეკავებულს. ჭაბუკობაში გულჩახვეულმა, მოწიფულობის ჟამს მეტისმეტად თავშეკავებულმა, მხოლოდ ზმანებათა სახით, სიმბოლოებითა და სიტყვაშეფარვით რომ გამოთქვამდა ხოლმე თავის გულის საიდუმლოს, მოხუცებულობისას პირველად გამოამზეურა საქვეყნოდ თავისი გრძნობები. მთელი ორმოცდაათი წლის განმავლობაში, რაც უდიდესი ლირიკოსის სახელი აქვს მოპოვებული ამ გულთამხილავ ადამიანს, ალბათ არასოდეს ყოფილა იგი ესოდენ ცხოველმყოფელი, როგორც ამ უჭკნობ ფურცელზე, მისი ცხოვრების ამ ღირსახსოვარ გზაჯვარედინზე~.
რა თქმა უნდა, არც კონსტანტინე გამსახურდიას აუვლია გვერდი გოეთეს ცხოვრების ამ შთამბეჭდავი ფურცლებისთვის და თავის `გოეტეს ცხოვრების რომანში~ ამ სიყვარულის ისტორიაც ჩართო, რომელშიც ვკითხულობთ: `საღამოჟამს ულრიკე გატვრინული იჯდა ხანდახან ვაიმარელი ბრძენის გვერდით, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შეჰხაროდა და გენიის სუნთქვა ახურებდა მის ახალგაზრდა გულს. წარმოსადგენია როგორი დიდის მწუხარებით შეიცნო გოეთემ ულრიკეს პირისპირ, რომ მისი წარმართული გული ვეღარ ფეთქდა ძველებურის ძლიერებით. მის მოგონებაში ირეოდნენ გადასულ მეგობრების, გულის მიჯნურების, განვლილი მწუხარების, შვების წუთები... როგორ უყვარდა მას: სიცოცხლე, სინათლე და პოეზია!... ეროსი ძალოვანი მონადირეა და გულებისადმი ამბოხის მომგვრელი. ულრიკემ შეაშფოთა უკანასკნელად შემოქმედების უხვი რთველით დახუნძლული გული მოხუცი პოეტისა... ო, რა სატიკად შეარყევდა ალბათ მის გულს ძალოვანი მშვილდოსან ეროსსა და სიბრძნეს შორის ატეხილი ბრძოლის ასპარეზად ქცევა!~
მარტინ ვალზერის რომანში აღწერილია გოეთეს ცხოვრების მხოლოდ ეს ეპიზოდი _ მოულოდნელი სიყვარულის აფეთქება და შემდეგ მინავლება. 74 წლის `მოხუცი~, ყველას გასაოცრად, შესანიშნავად გამოიყურება და სულაც არ გრძნობს ხანთა სიმრავლეს, როდესაც Uულრიკე ლევეტცოვის, მწვანეთვალებიანი ზეციური ანგელოზისა თუ ტყის ნიმფას გვერდითაა, მის წკრიალა ხმას უსმენს. ამ სიყვარულმა უფრო მეტად გაამხნევა, გაახალგაზრდავა, მეცხრე ცაზე აიყვანა, გააძლიერა, მაგრამ საკმარისი გახდა ულრიკეს ერთი გახედვა სხვისკენ, თანატოლთან ტკბილი გასაუბრება, ცეკვა, რომ პოეტის ოცნება ქვიშის კოშკივით ჩამოიშალა. გაჩნდა მტანჯველი წუთები.
რომანში გოეთე `შეყვარებული კაცია~. სწორედაც, უბრალოდ, კაცი და არა მხოლოდ სათაყვანებელი გოეთე, `მყინვარივით მიუკარებელი~ (ილია ჭავჭავაძე), ღმერთვივით შემოქმედი.
რომანში არაერთი დეტალია, რომლებიც ფსიქოლოგიური სიღრმით წარმოაჩენენ გოეთეს სულში მიმდინარე ბრძოლას: მას ერთი მხრივ, აღარ შეუძლია ამ სიყვარულის გარეშე, მეორე მხრივ კი აძრწუნებს ასაკობრივი განსხვავება, გამუდმებული ეჭვები სტანჯავს, ერთ მშვენიერ საღამოს ულრიკეს აღტაცებით ნათქვამმა სამმა სიტყვამ; დღეს ლამაზად გამოიყურებით, ლამის თვითმკვლელობამდე მიიყვანოს. იგი ფიქრობს, რომ სხვა დღეებში ალბათ არ იწვევდა ულრიკეს აღტაცებას. წარმოგიდგენიათ უმწეო, ატირებული გოეთე?! მწერალი საუკეთესოდ წარმოაჩენს მას, როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. მან პოეტი თითქოს ოლიმპოს თვალშეუწვდომელი მწვერვალიდან ძირს ჩამოივანა, მაგრამ არა დასამცირებლად, არამედ იმ სიცივის, ყინულის დამსხვრევად, რომელიც მის შარავანდედიან სახეს მიწას აშორებდა, შთამბეჭდავია სიყვარულის მზის სხივებით გამლღვარი სახე პოეტისა, ძარღვებში ცხელი სისხლით, სარკის წინ გაშიშვლებული, თავის მობერებულ სხეულს ვერშეგუებული. ასეთი გოეთე უცხოა მკითხველისთვის, ასეთი გოეთე კი არ კარგავს ბრწყინვალებას, არამედ უფრო ახლობელი, საყვარელი, სათუთი ხდება. მკითხველი მის მიმართ თანაგრძნობით იმსჭვალება, შეიძლება გაგიჩნდეს სურვილი, ხელი გაიწოდო, ცრემლები მოსწმინდო, მიეფერო აცახცახებულ მხრებზე და დაამშვიდო ყველაზე თბილი და ტკბილი სიტყვებით. მაგალითად, როცა გოეთე საკუთარ თავს ასე ელაპარაკება: `ტანჯვა ჭუჭყიანია. Dაბინძურებს ადამიანს. არანაირი გამწმენდი საშუალება არ არსებობს, სიკვდილის გარდა. შენ წერას აფარებ თავს... შენ ჯერ არასოდეს, არასოდეს გიტანჯია. Aაქამდე მუდამ სხვა იტანჯებოდა შენ გამო. ქალბატონი ბერლეფში. ოცგვერდიან წერილებს რომ გწერდა ოცი წლის განმავლობაში. და შენ არც კითხულობ მომაბეზრებელ, ტანჯვისგან განაწამები ქალის ამ წერილებს. მას კი მხოლოდ იმიტომ სურს სიცოცხლე, რომ შენ უყვარდე, და იმ წამს უცდის, რომ ერთხელ მაინც თანაუგრძნობ. თანაგრძნობა ზიზღის ტოლფასია. ახლა შეგიძლია ოცგვერდიანი წერილი მისწერო Uულრიკე ფონ ლევეტცოვს და შეგიძლია დაემუქრო, რომ კიდევ მოელის ასეთი ოცგვერდიანი წერილები. ნაცვლად იმისა, რომ თავი მოიკლა, წერ და წერ~.
მარტინ ვალზერმა ეს შესანიშნავდ შეძლო, გოეთე სხვანაირად შეგვაყვარა. იგი სულისშემძვრელად წარმოაჩენს მის სულიერ ობლობას, მარტოსულობას. ის ამ რომანში ყველაზე მეტად ჰგავს თავისსავე გმირს _ ვერთერს. აქ ლიტერატურა და ცხოვრება ერთმანეთს გადაეწნა, აქამდე პარალელურმა ხაზებმა ერთმანეთი სასწაულებრივად გადაკვეთეს და გოეთე გზაჯვარედინზე აღმოჩნდა.
გოეთე როკოკოა _ ასე შეაფასა შვილმა სახელგანთქმული მამის ყავლგასულობა და სულაც არ დაფიქრებულა, როგორ დაუსერა გული მშობელს. გოეთე კი, კვლავ მშვენიერებით შთაგონებული და აღტაცებული, იწყებს რომანის წერას სახელწოდებით `შეყვარებული კაცი~, რომელშიც ულრიკესადმი მისი პირადი წერილებია ჩართული: `დღემდე არ ვიცოდი, რა იყო მოწყენა, ახლა კი, როცა ულრიკეს ვერ ვხედავ, ლამის მოწყენილობისაგან გავცოფდე. სამყაროს სურს გადარჩეს, ულრიკესნაირის სიყვარული უნდა ებოძოს ყველას. დღეები აბრეშუმივით ფაქიზი გახდა, სამყარო კი _ თბილი ნიავივით. ჩიტებიც თითქოს მხოლოდ მის სახელს ჟრურტულებენ. იქნებ პლატონი მოგონებებს იმიტომ მიეცა, რომ მშვენიერი რამ დაკარგა ცხოვრებაში. მე კი მოგონებებს დავკარგავ, ალბათ, რადგან მშვენიერება ვიპოვე. როცა ულრიკეა ჩემ გვერდით, არც მომავალს აქვს მნიშვნელობა და აღარც წარსულს. ოცნებავ, დამიფარე უმწეობისაგან, დამიფარე. რა იოლია ყველაფერი, როცა მას ვხედავ. მისი მზერა მაძლევს გამძლეობას~.
საგულისხმოა, რომ რომანში არაჩვეულებრივად იხატება ახალგაზრდა ულრიკეს სახეც. იგი გოეთეზე შთაბეჭდილებას არა მხოლოდ სინორჩითა და სილამაზით ახდენს, არამედ რაღაც საოცარი ხიბლით, რომელიც მისი ჭკვიანი მზერიდან და საუბრიდან გამოსჭვივის. იგი სულაც არ უფრთხის გოეთეს წელთა სიმრავლეს და მზადაა ცოლად გაჰყვეს პოეტს, ოღონდ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის ლეგენდაა, არამედ მისი სულის მონათესავეა.
ულმობელი ცხოვრება კი პოეტს გამუდმებით შეახსენებს თავს. ერთ ეპიზოდში გოეთე ულრიკესთან ერთად მოსეირნობს ხეივანში, უცებ რაღაცას გამოედება და წაიქცევა, რასაც, რა თქმა უნდა, ძალიან განიცდის. მწერალი კი გოეთეს ამ `უხერხული მდგომარეობიდან~ ძალიან ლამაზად, პოეტურად დააღწევინებს თავს, როცა ათქმევინებს: `გოეთე და Uულრიკე იდგნენ ერთმანეთის პირისპირ. ულრიკე ისევ მის ჭრილობებს უყურებდა. სამოთხიდან გამორკვეული, _ ჩაილაპარაკა გოეთემ, ჰო, სამოთხიდან გამოსვლისას დავვარდი. Uულრიკე დაბნეული შეჰყურებდა. არ იცოდა, რა გაეკეთებინა~ და მერე: `არც არაფერი მომხდარა, მშობლიურმა მიწამ მაკოცა~.
`ჩემი ცხოვრება უფრო თეატრს ჰგავს, ვიდრე ნამდვილს~_ დაიჩივლა ერთხელ ულრიკესთან საუბარში პოეტმა და ისიც გაუმხილა, რომ მასთან ერთად ნამდვილ ცხოვრებას განიცდიდა.
შეუძლებელია აუღელვებლად წაიკითხო, როგორ ემზადება გოეთე საკარნავალო მეჯლისისთვის, ის და ულრიკე წინასწარ არაფერზე შეთანხმებულან, მაგრამ მოხდა საოცრება: ვერთერის სამოსში გამოწყობილმა გოეთემ უცებ: `ულრიკეს მოჰკრა თვალი. ჭექა-ქუხილის შემდეგ უცბად მზის მიერ მოფენილი ნათელი მის ნათელთან მოსატანიც არ იყო, ისე ასხივებდა თავის თეთრ კაბაში, მხრებზე ღია წითელი შარფი მოეხურა. Mმისი კაბის ჭრილი მოკრძალებული იყო, გვერდით მდგომი ქალბატონებისას სულ არ ჰგავდა. Eეს იყო Uულრიკე _ ლოტე~.D
შემოდგომის ფოთლების ჭკნობამ ამ მოულოდნელ სიყვარულსაც მოსტაცა ფერი. ლევეტცოვები მარიენბადიდან გაემგზავრნენ. ვალზერი ნიუანსურად აღწერს გოეთეს სასოწარკვეთილებას და საშინელი სიცივის შეგრძნებას, სწორედ ამ წუთებში მას გაუელვებს ფიქრი, რომ აუცილებელია მეათე მცნების დამატება: არ შეიყვარო! `უსიყვარულოდ, ე.ი. ტკივილის გარეშე!~ და უეცრად მან საოცარი სიმსუბუქე იგრძნო: `მთელი სამყარო მხოლოდ ის იყო თავად, სიმსუბუქით აღვსილი, ან იქნებ ღვთიურის შეგრძნებით. როგორც იქნა, დაიბრუნა დაკარგული წონასწორობა! ნუთუF ესაა სულ! _ გაიფიქრა გოეთემ Dდა ჩაეძინა~.
მკითხველი კი რომანს აღიქვამს, როგორც ულამაზეს სიზმარს.
ეს შესანიშნავი რომანი ქართველი მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახადა ჩინებულმა მთარგმნელმა მაია მირიანაშვილმა, რომელიც თავისი ახალი თარგმანებით კიდევ არა ერთხელ გაგვახარებს.
დაბეჭდილია : დაფერფლილი ბარათების ექო (გოეთეს უკანასკნელი სიყვარული), ჟურნ. ‘ჩვენი მწერლობა’’, #2, 2011

No comments:
Post a Comment