მაია ჯალიაშვილი
ლაზიერის მონოლოგი
მე ვარ ვეზირი
ჭადრაკის მეფისა
ამაყი ლაზიერი.
დროში დავსეირნობ
ლაღად და ნებისად,
ყოფის საიდუმლოს ვეზიარე.
დაჭკნება ყოველივე
და თუ არ მეღირსა
სატრფოსთან ალერსი
შროშანებს დავკოცნი ველისას
და ვნებას ალესილს
ვარსკვლავთა კოცონებს შევურევ...
ვიქნები მადლიერი
სიცოცხლის მეფისა,
ვეზირი რომლისაც
მე ვარ, ლაზიერი.
14. 01. 2011
No comments:
Post a Comment