Translate

Wednesday, April 27, 2016

ოთარ ჩხეიძის პორტრეტი

მაია ჯალიაშვილი
  
                                             `მწერალი მხატვარია პირველყოვლისაოღონდ  მემატიანეცაა ეპოქისა იმავე დროსა“                                                          ოთარ  ჩხეიძე             
                

ჩემთვის ახლა უკვე ნათელიასაბჭოთა ურჩხულს თავი როგორ დააღწიეთთქვენ ხომ ოთარ ჩხეიძის დარი მწერალი გყოლიათ, _ ამგვარად გამოხატა აღტაცება დიდმა სპარსელმა მწერალმა აჰმად შამლუმროდესაც ოთარ ჩხეიძის რომანის, `ბორიაყის~, ფრაგმენტები წაიკითხა.
როგორც ძველადდღესაც კარგად იცნობენ საქართველოში კლასიკურსა თუ თანამედროვე სპარსულ მწერლობასზემოთ მოყვანილი შთაბეჭდილება სპარსმა მწერალმა შესანიშნავ ქართველ პოეტსა და მთარგმნელსგიორგი ლობჟანიძეს გაუზიარარომელმაც თარგმნა ოთარ ჩხეიძის შედევრად აღიარებული რომანიდან ეპიზოდები.
საგულისხმოარომ ოთარ ჩხეიძე და აჰმად შამლუ მეოცე საუკუნის 20-იან წლებში დაიბადნენერთ დროსმაგრამ სრულიად განსხვავებულ სახელმწიფოებში ცხოვრობდნენვინ იცისიქნებ რომელიმე მკვლევარი შეუდგეს კიდევაც მათი მხატვრული ნააზრევის კვლევას და ბევრი რამ საერთო აღმოაჩინოსთუმცა გიორგი ლობჟანიძემთანამედროვე სპარსული ლიტერატურის საუკეთესო მცოდნემუკვე შენიშნა ოთარ ჩხეიძისა და სხვა აღმოსავლელი მწერლისნობელიანტი ნაჯიფ მაჰფუზის მსგავსებამისი დაკვირვებითისინი ჰგვანან იმითრომ ორივემ  თავისი რომანებით ერთგვარი მატიანე შექმნა თავისი ქვეყნის საზოგადოებრივიკულტურული თუ პოლიტიკური ცხოვრებისა და ქვეყნის მაჯისცემა ოსტატურად მოაქცია საკუთარი დროისთვის ყველაზე შესაფერის მხატვრულ სამოსელში.
სამწუხაროდჯერჯერობით,  ოთარ ჩხეიძის მხოლოდ თითოოროლა მოთხრობა და რომანია ნათარგმნი გერმანულუნგრულრუსულსა და სპარსულ ენებზეამიტომაც  ოთარ ჩხეიძეს ჯერ კიდევ არ იცნობს ცივილიზებული სამყარო.
თანამედროვე ქართველმა რეჟისორმაგიორგი შეგელაიამრომელსაც აფასებს მსოფლიოს კინოსამყარო, 1985 წელს ოთარ ჩხეიძის რომან `ბორიაყისმიხედვით გადაიღო ფილმისახელწოდებით `ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა~, რომელსაც დიდი აღიარება მოჰყვა საერთაშორისო კინოფესტივალებზეკერძოდბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო რეჟისურისთვის ვერცხლის დათვი გადაეცა (1986), ხოლო წლის საუკეთესო ფილმისთვის _ ბრიტანეთის კინოინსტიტუტის პრიზი (1987).
პატარა საქართველოს დიდ სალიტერატურო რუკაზე ოთარ ჩხეიძე გამორჩეული ფიგურააის XX-XXI საუკუნეების ქართული კულტურის ერთგვარი სახეარადგან მის შემოქმედებაში სრულყოფილად წარმოჩნდება ქართველის ბუნებამისი ისტორიატრადიცია და ყოველივე ისრაც საქართველოს სხვა ქვეყნებისგან გამოარჩევსოთარ ჩხეიძეკრიტიკოსთა შეფასებებით, XX საუკუნის პირუთვნელ მემატიანედაა აღიარებულიეპოქის დიდებულ მხატვრადრომელმაც ობიექტურადმიუკერძოებლადკომპრომისების გარეშეწარმოაჩინა დროის სულისკვეთებარიტმი და პულსაციამან შექმნა ქართული საზოგადოების საგაფერადოვანი ტილორომელზეც შთამბეჭდავად გამოიკვეთება ქართველი ერის სწრაფვა თავისუფლებისაკენდაუმორჩილებელი ბრძოლა ზნეობრივიჰუმანისტური იდეალებისათვის.
ოთარ ჩხეიძეუპირველეს ყოვლისაგამოირჩევა თავისი თხრობის ორიგინალურიგანუმეორებელი სტილითა და მანერითროცა სპარსელი მკითხველი გაიცნობს მის შემოქმედებასმის წინ გადაიშლება სრულიად უჩვეულო სტილური ძიებების სამყაროგანსხვავებული ენობრივი ექსპერიმენტებითრომლებიც კიდევ ერთხელ დაარწმუნებენ მას სიტყვისა და თხრობის ამოუწურავმრავალწახნაგოვან შესაძლებლობებში
უცხოელი მკითხველი ოთარ ჩხეიძის რომანებით გაიცნობს ნამდვილ საქართველოსთავისი ღირსებებითა და ნაკლოვანებებითმრავალფეროვანიმრავალეროვანი კულტურითსაუკუნეების განმავლობაში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის სულისკვეთებითგამარჯვებითა და დამარცხებითერთი სიტყვითმის შემოქმედებაშიცროგორც ბალზაკის `ადამიანურ კომედიაში~, როგორც ემილ ზოლას რუგონ-მაკარების ციკლში ან ჯონ გოლზუორთის `ფორსაიტების საგაშიწარმოჩნდება სიცოცხლით სავსე მხატვრული სამყაროსაზოგადოებრივი ცხოვრების ყველა ასპექტითპოლიტიკურისოციალურიფსიქოლოგიური და კულტურული.
ოთარ ჩხეიძეს შეეძლო გაემეორებინა Gგაბრიელ გარსია მარკესის სიტყვები:  მე მოწოდებითაც და უნარითაც წმინდა წყლის მთხრობელი ვარზუსტად ისეთივეროგორიც სოფლის მთხრობელებირომელთაც არ შეუძლიათ იარსებონთუკი რამეს არა ჰყვებიანგანურჩევლად იმისარეალურია ეს ამბავი თუ გამოგონილი~.
ოთარ ჩხეიძე თავის უზარმაზარ მხატვრულ სამყაროში ყვება ცხოვრებისა და ადამიანების შესახებყვება დინჯადგულდასმითდეტალურადაუჩქარებლადყოველი სიტყვის დაგემოვნებითრიტმულადგაბმულადიგი საოცარი ხატოვანებითა და ექსპრესიულობით მოგვითხრობს სიცოცხლის მრავალფეროვნებაზესიკვდილზესიყვარულსა და სიძულვილზემშვენიერებასა და სიმახინჯეზეადამიანის დაცემასა და ამაღლებაზემიტევებასა  და შურისძიებაზეეს თხრობა სავსეა სამყაროს ათასგვარი ხმითა და ფერითგემოთი და სურნელითმის რომანებში ემოციური და აზრობრივი ნაკადებიპალიმფსესტივითდროსივრცის სხვადასხვა შრიდან შემოიჭრებიან და მკითხველის შთაბეჭდილებაში მძაფრად აღიბეჭდებიან
მთელი მეოცე საუკუნე და XXI საუკუნის პირველი ხუთეული დაიხატა მის 22 რომანშიმოთხრობებშიდრამებშიესეებსა თუ პუბლიცისტურ წერილებშიის ფეხდაფეხ მიჰყვებოდა ცხოვრებას და ეპოქის რიტმსა და სუნთქვას მხატვრულ სიტყვაში შეუდარებელი ოსტატობით აღბეჭდავდამისი რომანები  ბორიაყიტინის ხიდიცხრაწყაროჯებირიბურუსი,  ცთომილნიმეჩეჩიაღმართ-დაღმართიკვერნაქინაკრძალილანდებიგამოცხადებაივენეციური ჭაღიჩემი სავანემთაგრეხილიამაღლებაარტისტული გადატრიალებათეთრი დათვი2001 წელიბერმუდის სამკუთხედიმორჩილილაზერშოუ  ამისი დასტურია.
უილიამ ფოლკნერი 1950 წელს წარმოთქმულ სანობელო სიტყვაში გულისტკივილით აღნიშნავდა: `ჩვენი დროის ტრაგედია ის საყოველთაო ცხოველური შიშიარომლითაც დიდი ხანია ვძრწით და რომელსაც შევეგუეთ კიდეცსულიერი პრობლემები გამქრალიაახალგაზრდა მწერლებმა დღესდღეობით მიივიწყეს პრობლემა ადამიანისა და სულისამისი შინაგანი წინააღმდეგობრებითურთმიივიწყეს მწერლის შრომისა და ტანჯვის ერთადერთი თემა~.
ალბათგაუხარდებოდა ფოლკნერსრომ სცოდნოდასწორედ ამ დროს შორეულსა და უცნობ საქართველოშიუძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ქვეყანაშიახალგაზრდა მწერალი ოთარ ჩხეიძე  სწორედ ამ მივიწყებულ თემებზე  წერდაუპირველესადადამიანის სულის ჭიდილზე საკუთარ თავსა და სამყაროსთანწარმოაჩენდა სულიერი სამყაროს ასპარეზზე გამართულ უშეღავათო ბრძოლასისიც ვერ ეგუებოდა ადამიანის დაღუპვას და დიდი ამერიკელი მწერალივით სჯეროდა: `შემოქმედს ბოძებული აქვს უფლება _ შეეწიოს უკვდავების გზაზე მავალ ადამიანს იმითრომ სული აუმაღლოსგულოვნება და ღირსება შეახსენოს ხოლმეიმედი და სიამაყეთანაგრძნობალმობიერება და მსხვერპლად შეწირვა  ის ყოველივერაც ადამიანის ოდინდელი დიდება იყომწერლის ხმა მარტოოდენ ექოდ არ უნდა გაისმოდესმას შეუძლია ერთ იმ ბურჯადიმ ბალავარად იქცესადამიანს გადარჩენასა და გამარჯვებაში რომ შეეწევა~. ასეთ ბურჯად იქცა ოთარ ჩხეიძე ქართველი მკითხველისთვისრომელიც თავისი რომანებით საბჭოური რეჟიმის ტყვეობაში სულიერ დაღუპვას გადაარჩინა.
ოთარ ჩხეიძემ კარგად იცოდა აღმოსავლური და დასავლური ლიტერატურასაქართველოევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მყოფი ქვეყანათანაბრად ირეკლავდა ორივე კულტურის საუკეთესო ტრადიციებსისევე როგორც ქართული მწერლობის უპირველეს შედევრშიმე-12 საუკუნეში შექმნილ `ვეფხისტყაოსანში~, მის შემოქმედებაშიც წარმოჩნდება ორივე ლიტერატურის ტრადიციები და ტენდენციებიმის ნაწარმოებებში იკითხება არა მხოლოდ ქართველი ერის,  არამედ კაცობრიობის  წარსული და მომავალიზოგადადადამიანის მისწრაფებებიმას ჰქონდა საოცარი უნარი ადამიანური ხასიათები თუ მოვლენები მიმდინარე და მარადიული დროის კონტექსტში გაეაზრებინა და მხატვრული დამაჯერებლობით წარმოეჩინა.
მართალიაის მოღვაწეობდა საბჭოეთის ჩაკეტილ სივრცეშისადაც მხოლოდ იდეოლოგიზირებული სოციალისტური რეალიზმის პრინციპებით უნდა ეწერამაგრამ მან შეძლო თავსმოხვეული კომუნისტური შაბლონებისკლიშეებისფსევდოღირებულებებისაგან თავდაღწევა და სრულიად განსხვავებული რეალისტური სამწერლო მეთოდები და ნარატიული სტრატეგიები შექმნარათა მართალი სიტყვა მიეტანა მკითხველამდესტილური ძიებები მწერალს სიცოცხლის ბოლომდე არ შეუწყვეტია და მეოცე საუკუნის 90-იან წლებიდანროცა უკვე 80- იყო მიღწეული (ამ თვალსაზრისითშეიძლება გოეთესაც შევადაროთრომელმაც `ფაუსტისმეორე ნაწილი 80- გადაცილებულმა დაწერა), მან ქართული ლიტერატურა გაამდიდრა სრულიად ახალი ტიპის მხატვრულ-დოკუმენტური პროზის ნიმუშებითრომლებშიც  ამ დროის დასავლურ ლიტერატურაში მიმდინარე პოსტმოდერნისტული სალიტერატურო ტენდენციებიც აისახა
მისი მახვილგონივრული დაკვირვებებიზომიერად გაჯერებული ირონიითსარკაზმითა თუ სატირითმნიშვნელოვანი ორიენტირებია თანამედროვეტექნოლოგიური სიახლეებით თავბრუდახვეულიაბსურდამდე მისული ყოფითი ამაოებისეგზისტენციალურ ვაკუუმში მოხვედრილიგზადაბნეული მკითხველისთვისრომელიც მისი ნაწარმოებების კითხვისას თითქოს ჯანმრთელი და სუფთა ჰაერით ივსებს ფილტვებსსასიცოცხლო ენერგიას იღებს ცხოვრებისეულმატერიალურ თუ მეტაფიზიკურსულიერ პრობლემებთან გასამკლავებლად.
ოთარ ჩხეიძეწარმომავლობით მაღალი საზოგადოებრივი წრის წარმომადგენელისაბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებულ ოჯახში დაიბადააქედანვე ჩაენერგა მას თავისუფლების იდეალებიის იყო მწერალირომელმაც შეძლო მკაცრი ტოტალიტარული რეჟიმისსაბჭოური ცენზურისგამუდმებული აკრძალვებისა და დევნის პირობებშიებრძოლა თავისუფლებისათვის ისეთი მძლავრი და უღალატო იარაღითროგორადაც აქცია მან თავისი მხატვრული სიტყვაამიტომაც აღნიშნა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმათვითონაც მწერალმაზვიად გამსახურდიამჩვენ ჯერ სად ვიყავითროცა ოთარ ჩხეიძე მარტოდმარტო შეება რუსეთის იმპერიას.
განსაკუთრებული და ორიგინალურია მისი სტილი,  თხრობის მანერაენასწორედ ენის საშუალებით გადაარჩინა ოთარ ჩხეიძემ თავისი დიდი მხატვრული სამყარო იმ სავალდებულო კომპრომისებისაგანრასაც ბევრი მისი თანამედროვე მწერალი ვერ აცდა, _ წერს თანამედროვე ქართველი პოეტი ტარიელ ჭანტურია.
ოთარ ჩხეიძის სამწერლო  ლექსიკა გამდიდრებულია ხალხური თქმებითანდაზებითლეგენდებითერთი სიტყვითმისი  ენობრივი სისავსის წყაროა ქართული ფოლკლორი,  ძველი ქართული მწერლობა (ჰაგიოგრაფიაისტორიული ძეგლებიბიბლიის თარგმანები). ამ თვალსაზრისითყველაზე სუფთა მწერალიაშეურყვნელირომანებსა თუ სხვა ჟანრის თხზულებებში ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს სიტყვასსაგანსა თუ მოვლენას არა მხოლოდ გამოთქვამსარამედ აანალიზებსაფასებსუღრმავდება თვით გამოთქმული სიტყვის აზრობრივსა თუ ფილოსოფიურ-რელიგიურ ასპექტებსმისთვის სიტყვა მისტიკური ფენომენიასაიდუმლოს დამტევიც და განმცხადებელიცამიტომაც  რომან მორჩილის დასაწყისში სწორედ სიტყვას  სთხოვს შემწეობასსიტყვა ჩვენთან არსსიტყვაო შეგვეწიესიტყვაო წმინდაოუგვანთაგან მიუკარებოსიტყვაო ემბაზისასიტყვაო ღმრთისა!
მკვდარია ერითუ არ იბრძვის თავისუფლებისთვის, _ წერს ოთარ ჩხეიძე რომან ბორიაყშიეს არის მისი შემოქმედების მთავარი სულისკვეთებაასე ყოფილა ოდითგანვეპიროვნული და ქვეყნის თავისუფლება მხოლოდ ბრძოლით მიიღწევამისი ბრძოლის ასპარეზი შემოქმედებააკალამი მასთანაც წმინდა სიტყვის დასაცავი იარაღიბოროტთ საკლავი და ერის სასიცოცხლო  იდეალების დამამკვიდრებელია.
დრო მის შემოქმედებაში ერთიანიაიცვლებიან თაობებიმოვლენებიმაგრამ ერის უკვდავი სული მარადიულიაცვალებადია მხოლოდ  მისი გამოვლენის  ფორმებისწორედ ამ ცვალებადობასუკვდავი სულის ჩაქრობასმინავლებასგაუჩინარებასა თუ აღორძინებასგამონათებასა და გაღვიძებას გვიხატავს მწერალი.
დრო მისი შემოქმედების მთავარი გმირიაპერსონაჟებირომლებიც ერის უკვდავ სულს გამოავლენენ საკუთარ არსებაში (მეტად ან ნაკლებად)  დროს ეჭიდებიანეპაექრებიანეთანხმებიანემორჩილებიან და ამ დიალოგურ ურთიერთობაში წარმოჩნდება კონკრეტული ეპოქის სატკივარი.
სივრცე მის შემოქმედებაში ძირითადად არ იცვლება _ ეს არის საქართველომართალიამისი პერსონაჟები მოგზაურობენ სხვადასხვა ქვეყანაშიმაგრამ  მთავარი მაინც ისტორიულად მოხაზული ის გეოგრაფიული სივრცეარომელშიც საქართველოს უკვდავი სული მოძრაობს.  ეს სივრცე დროის განმავლობაში შეიცვალამწერლის ბოლოდროინდელ რომანებში დაკარგული ტერიტორიების ტკივილიც აისახა.  ასე რომსულიერ-ზნეობრივ სივრცესთან ერთად შემოიჭრა ფიზიკური სივრცის დაცვისაღორძინებისპატრონობის საკითხი.
თანამედროვე შესანიშნავი მწერალი ნაირა გელაშვილი საგანგებოდ აღნიშნავსმხოლოდ საქართველოთი რომ შემოვიფარგლოთ და თუნდაც მხოლოდ 1937 წლის შემდგომი პერიოდითროცაალბათკიდევ უფრო გაძნელდა სიმართლის თქმარადგან უკვე თვალწინ ჰქონდათრა სასჯელი შეიძლება თავს დასტეხოდა სიმართლის ტრფიალსმარტო დიდებული მწერლის ოთარ ჩხეიძის დასახელებაც საკმარისი იქნებოდამწერლისარომელსაც არც თვალი დაუხუჭავს რამეზე და არც არაფრით მოტყუებულა.
ოთარ ჩხეიძე ერთგულია სიუჟეტისაოღონდ ცხოვრებაში მძლავრად ჩახლართული სიუჟეტისამის  ნაწარმოებებს გამსჭვალავს დაუყუჩებელი ტკივილი სულისა და სამშობლოსირწმენისა და ენისამან შექმნა მითოპოეტური სამშობლოქვეყნიერებაკალმით მოხაზა მის უკიდეგანო უხილავი  საზღვრებიმის წიგნებში ნაყოფგამომცემელი სიბრძნეა განფენილი.
ის არის რეალისტიამ თვალსაზრისითქართველი კლასიკოსი მწერლებისილია ჭავჭავაძისა და მიხეილ ჯავახიშვილის მემკვიდრე და მათი გზის გამგრძელებელიოღონდ განსხვავებულია მისი რეალისტური მეთოდიის (განსაკუთრებით, XX საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებულირეალიზმს ამდიდრებს იმითრომ რომანში დოკუმენტურს ჭარბად ჩართავსცხოვრებიდან კი პირდაპირ შეჰყავს რეალური ადამიანები და გვარ-სახელთა თუ საქმეების წარმოჩენით მათგან სრულიად ახალი ტიპის მხატვრულ პერსონაჟებს ქმნის.
ოთარ ჩხეიძე გამოჩნდა თუ არა სამწერლო ასპარეზზემაშინვე გამოირჩეოდა სათქმელის სიმძაფრითა და ორიგინალური სტილითტაბუდადებულ თემებზე დაიწყო წერა და თავიდანვე დაისახა მიზნად XX საუკუნის მატიანე შეექმნამხატვრულ სახეებში აღბეჭდილი ისტორია კი მეოცე საუკუნის 20-იანი წლებიდან დაეწყოეს იყო  სოციალისტური რეალიზმის ზეობის ხანაოთარ ჩხეიძისთვის უცხო და მიუღებელიამიტომაც გაირიყამისთვის  ჩაიკეტა ჟურნალებისა და გამომცემლობების კარები.
მისი ცხოვრებისეული ბედისწერა შესანიშნავად წარმოჩნდება მისი შვილისთანამედროვე მწერლობაში მხატვრულ-დოკუმენტური პროზის შესანიშნავი წარმომადგენლისროსტომ ჩხეიძის წიგნში `აგვისტოს შვილები~.
ოთარ ჩხეიძემ წერა ყმაწვილობიდანვე დაიწყოთავდაპირველად მოთხრობებს წერდათუმცა შემდგომ მისი სტიქია რომანი გახდათანამედროვე რომანსრომელსაც დასავლეთშიც და ჩვენშიც უკვე სიკვდილს უწინასწარმეტყველებდნენმან ახალი სული შთაბერა და ამ ჟანრის განვითარების ორიგინალური გზები დასახა.
რომან ბორიაყს (დაწერა 1967 წელს და გამოქვეყნდა 1984 წელს), რომელშიც 1924 წლის აჯანყება და თანმდევი ტრაგიკული მოვლენებია გაცოცხლებულიმწერალი ქართლის მატიანის სათაო ნაწარმოებად მიიჩნევდათუმცა პირველადმისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამოსხვა რომანები გამოაქვეყნა.
XX საუკუნის 50-იან წლებში გამოქვეყნდა ოთარ ჩხეიძის კომუნისტური რეჟიმის ანტიჰუმანისტურიანტიდემოკრატიული რეჟიმის მამხილებელი რომანებიბურუსირომელიც ამხელდა მსოფლიოში აღიარებული დიდი ქართველი ფსიქოლოგისგანწყობის ორიგინალური თეორიის შემქნელისდიმიტრი უზნაძის წინააღმდეგ ბრძოლას.   მეჩეჩი  საბჭოთა სინამდვილეში დამცირებულ და დაბეჩავებულღირსებააყრილ მშრომელ ხელოსანთა ტრაგიკულ ხვედრზე მოგვითხრობდა, `ჯებირიყალბი პათოსით ვნებაატანილ ადამიანებზე გვიყვებოდა და კოლმეურნეობების კრახს წარმოაჩენდა. `ლანდებშიხელოვანთა გაუსაძლისი ყოფა იყო წარმოჩენილი, `ცხრაწყაროში~ 1937 წლის სისხლიანი ტერორის კოშმარული სურათები იყო გაცოცხლებული, `გამოცხადებაი~ _ 1956 წელს განხორციელებულ რეპრესიებს ამხელდა, `მთაგრეხილისულიერი ცხოვრების რღვევის ამბებს გამოკვეთდა.
რაც მთავარიამწერალს ჰქონდა საოცარი გაბედულებაარ გახიზნულიყო ისტორიაში, (როგორც ამას სხვა მწერლები აკეთებდნენ შესანიღბავად და გადასარჩენად), თავი არ შეეფარებინა წარსულისთვის და დღევანდელობაზე ეწერა სრულიად უცხო და უცნაური სტილური მანერით.
რომანი `ბურუსისაბჭოთა საქართველოს მთავარმა კომუნისტმა კრიტიკოსმაბესარიონ ჟღენტმაგააკრიტიკარომლის შეფასებასაც დიდი წონა ჰქონდა მაშინდელ ხელისუფალთა თვალშიპარტიის ცეკას პირველმა მდივანმაც თავის მოხსენებაში საგანგებოდ მოიხსენიაროგორც გამზვიადებელი ჩვენი ცხოვრების უარყოფითი და არატიპური მხარეებისაეს კი  საბჭოთა სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის ტოლფასი იყორასაც საზოგადოებრივი ცხოვრებისგან გარიყვაჟურნალ-გაზეთებისა და გამომცემლობების კარის დახურვა მოჰყვებოდა.
საბჭოეთს თავდაღწეული იოსიფ ბროცკი წერდაიყო მწერალიაუცილებლად ნიშნავსიყო  პროტესტანტისწორედ ასეთი პროტესტანტი იყო ოთარ ჩხეიძერომელსაც ხშირად უხდებოდაგარიდებოდა თბილისს და ქართლის ულამაზეს მშობლიურ სოფელშიყელქცეულშიგაეგრძელებინა განდეგილივით წერა იმ იმედითრომ მისი ნაწერი აუცილებლად მიაღწევდა მკითხველამდეასე იქმნებოდა ფოლკნერის იოკნაფატობას მსგავსი გამოგონილი სამყაროსავსე ადამიანური თუ ეპოქალური ვნებებით.
ყველაზე გამორჩეულმა ქართველმა კრიტიკოსმა აკაკი ბაქრაძემ ზუსტად შეაფასა ეს ყოველივეროცა დაწერაოთარ ჩხეიძემ იცოდარა ღირდა ბურუსის სიმართლემაგრამ აქაც პატიოსნება განსაზღვრავდა მწერლის სიმართლეს.
მწერალი ცდილობდა როგორმე თავი დაეღწია ცერბერი ცენზორის თვალისაგანთუმცა აგნებდნენ დაგეშილი კრიტიკოსებიმანამდე აგნებდნენ რედაქტორებიცენზორებიცა რაღა თქმა უნდამაინც ვახერხებდიზოგი რამ მეთქვამაშინ უთქმელიანთუ გამოუთქმელიმეთქვაგამომეხვია მხატვრულ სახეებშისტილისტურ ხვეულებშიხალხურ თქმებშიიგავურ გადაკვრებშიქვეტექსტებშიქვეტექსტების ქვეტექსტებშიავახერხებდი როგორც რო იყოწერს ოთარ ჩხეიძე ბორიაყის ბოლოსიტყვაობაში.
მისი შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ყოვლისმომცველობაამ თვალსაზრისითტოლსტოისებური მწერალიამის ნაწარმოებებში წარმოჩენილია ცხოვრების ყოფითისულიერისოციალურიფსიქოლოგიურირელიგიურიპოლიტიკური ასპექტებირაც იმას ნიშნავსრომ ცხოვრების ლექი და ნაკლი ჭარბად წარმოჩნდება.  იგი ქმნის ქართველთა დაცემის შთამბეჭდავ პანორამას და დაცემის ამ გულისშემძვრელ სურათში ვჭვრეტთ ამაღლების დვრიტასა და ნიშანს _ აღნიშნავს  ტარიელ ჭანტურია.
მისი სულიერი  ბიოგრაფია მისსავე შემოქმედებაშია განფენილიეს არისმართლაცშთამბეჭდავიგრანდიოზული ტილო  მწერლის მოღვაწეობისათანამედროვე მწერალი მაკა ჯოხაძე წერსოთარ ჩხეიძის პროზაშიგანსაკუთრებით კი მის დიალოგებშისიტყვის მეშვეობით არაჩვეულებრივი სიღრმისეული განზომილებებით წარმოჩნდება რაღაც უაღრესად შორეულიტრადიციული და ძველიძველიარა არქაულისამუზეუმო ექსპონატად ქცეულიარამედ როგორც მარად მოქმედიმარად ცოცხალიმარად არსებული
მაინც რით გამოირჩეევა ოთარ ჩხეიძის შემოქმედება ქართულ ლიტერატურაში?
1. უპირველესადთხრობის სტილითნარატიული  სიახლეებით.
2. ეროვნული თუ ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ერთგულებით:
3. ერის ისტორიისტრადიციებისეროვნული თავისებურებების წარმოჩენით.
4. ჰუმანიზმისტოლერანტობისა და სხვა ზოგადსაკაცობრიო იდეალების ხატვით.
5. რეალისტური მეთოდის სრულიად ახლებურიექსპერიმენტული ვარიაციებით.
მეოცე საუკუნის 90-იანი წლებდან 2007 წლამდე (გარდაცვალებამდე აქტიურად წერდა და აქვეყნებდა სხვადასხვა ჟანრის ნაწარმოებებსდაწერილ რომანებში მწერალმა პროტოტიპი აღარ გადააქცია პერსონაჟადთანადროული პოლიტიკოსებიმწერლებისაზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები პირდაპირ შემოიყვანა  თავიანთი გვარ-სახელებითა და საქმეებით.
1980  წელს დაწერილ მემუარული ყაიდის რომანში ჩემი სავანე (ხასიათები და პორტრეტები), ფრენსის ბეკონის ეპიგრაფითაქ არაფერია სხვაგან ნათქვამიგამოგონილიც არაფერიაწარმოჩენილია მისი ნაწერების ბედიცმწერალი იხსენებსროგორ არბევდნენ მის რომანებსარბევდნენო  სწორედ ამ სიტყვას მოიხმობს ვითარების წარმოსაჩენადმნათობი ბეჭდავდა და მასაც არბევდნენრა იყო მიზეზიუიდეოაოდამახინჯებით გადმოსცემს საბჭოთა ცხოვრებასავერა ჰხედავს სოციალიზმის მონაპოვართაო და სხვა და სხვაოხოლო მნათობს იმიტომაო  ამგვარი თხზულებებისათვის რო გაეღო კარიორ კურდღელს იჭერდა ერთდროულადა მწერალთა კავშირი... ვინა თქვაორ კურდღელს ერთდროულად ვერ დაიჭერო?! ვინა თქვასიმარჯვე თქვითორემ მეტიც დაუჭერიათმეტისაქმე ეს გახლდა მწერალთა კავშირისავიღაც უნდა ამოეჩემებინაგამოემჟღავნებინა უიდეობაი მისიგამოემჟღავნებინა და აღმოეფხვრაგაენადგურებინაუნდა გაემართლებინა არსებობაი თავისი და წარჩინებაზედაც უნდა ეფიქრათ მოღვაწეთა მწერალთა კავშირისააღწევდნენ კიდეცაერთი კურდღელი ოთარ ჩხეიძე იყომეორე _ შესანიშნავი პოეტი სიმონ ჩიქოვანი,  რომელიც ჯერ მწერალთა კავშირის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს და შემდეგ  მნათობის რედაქტორობიდანაც მოხსნესარადაროგორც ოთარ ჩხეიძე წერს: `სადაც სიმონ ჩიქოვანი იყოლიტერატურაც იქ იყომწერლობა იქ იყოშთამბეჭდავი ხატოვანებით წარმოაჩენს მწერალიროგორ შეუდგნენ მის განადგურებასსულიერ დაჩოქებასაიწყვიტეს ნაფიცმა კრიტიკოსებმააქაოდა სოციალისტური რეალიზმი არ შეგვერყესოშემდგნენ ზედა და ღმერთი აღარ მოიგონესშემდგნენცულიანი და უცულოოშემდგნენმე მესხმოდნენ და ცეცხლი გადადიოდა მნათობის თავზედაპირდაპირ შებმა ადვილი არ იყოვოციხე-ციმბირის სუნი ტრიალებდაერთადერთ გზად განს გადგომა მოჩანდაგანს გავდგომოდიგავდგომოდი კიდეცაგამოსახლებულსა ვგავდიანთუ გამოქცეულსა გორში.
რომან მეჩეჩსაც ათვალწუნებით შეხვდა კომუნისტური საზოგადოებამწერლის დასაგმობად საჯაროდაც განიხილეს  (ამგვარი განხილვების ტრადიცია არსებობდა კომუნისტურ საქართველოში). გამომსვლელებმაცნობილმა თუ უცნობმა მწერლებმაპარტიულმა მუშაკებმა სხვადასხვა კუთხით დაიწუნეს რომანისიმონ ჩიქოვანი შეეცადადაეცვა და ქართული მწერლობის მნიშვნელოვან მოვლენად გამოაცხადა,  მაგრამ ბესარიონ ჟღენტი შეეწინააღმდეგასაბჭოთა ცხოვრება უარყოფითად წარმოაჩინაგაპარტახებული და გადაგვარებული კოლმეურნეობაგონებაშეზღღუდული რაიკომის მდივანიბეცი მოსამართლეგაქნილი და გაიძვერა ფინაგენტიუსუგულო მწყემსები დახატაოოთარ ჩხეიძე კი ერთხელ არჩეულ გზას არ ცვლიდამალე ცთომილნი დაწერამნათობის აწყობილი ნომერირომელშიც ეს რომანი უნდა დაბეჭდილიყოდაშალეს და სიმონ ჩიქოვანიც მოხსნეს რედაქტორობიდანსაქართველოდან ამბები ქართული ემიგრაციის ყურამდეც აღწევდათვალსაჩინო მკვლევარმა და პოლიტიკოსმა ალექსანდრე მანველიშვილმა 50-იანი წლების ბოლოს რადიოსადგურ კავკასიონში სპეციალური გადაცემა მიუძღვნა ოთარ ჩხეიძის ამ რომანს და მწერალს ქართველი პასტერნაკი უწოდა
ოთარ ჩხეიძემ გაუძლო ამ შემოტევებს და 1967 წელს ბორიაყი დაწერაერთი შეხედვითარ ჩანდარომელ ეპოქას აღწერდათუმცა ბევრი მინიშნება იყოთუ როგორ შემოიჭრა 1921 წელს საქართველოში რუსეთის მე-11 არმია და საქართველოს სამწლიანი დამოუკიდებლობას (1918-1921 ..) ბოლო მოუღოსისხლში ჩაახშო თავისუფლების წყურვილი.
საგულისხმოა ამის თაობაზე მწერლის ჩანაწერებირომელთა მიხედვითაცმას დიდხანს უფიქრიარომანი ისე დაეწერარომ გამოქვეყნებაზე არ ეფიქრათუ ისერომ როგორმე გამოექვეყნებინაბოლოსგადაწყვიტაისე დაეწერაცენზურას რომც დაეჩეხამთავარი სათქმელი მაინც დარჩენილიყომთავარი კი ის იყორომ იღუპებოდა ყველაფერიუპირველესადმცირე ხნით მოპოვებული დამოუკიდებლობის განცდა და დამოუკიდებლობის წყურვილიდა რადგან ლაგამი ჰქონდა ამოდებული მხატვრულ სიტყვასროგორც ყველაფერს იმჟამად~, რაღაც უნდა მოეფიქრებინამოიფიქრა კიდევაც.
 “ბორიაყი სათქმელითა და გამოხატვის სიმძაფრით მიხეილ ჯავახიშვილის ჯაყოს ხიხნებს ენათესავებათითქოს აგრძელებსშემდეგი წლები კი (1924-1932) ემიგრირებულ გრიგოლ რობაქიძის გერმანულ ენაზე დაწერილ ჩაკლულ სულში აისახა.
რომანის სიუჟეტი აგებულია მოგზაურობაზე (ამ თვალსაზრისითეხმიანება კლასიკურ ტექსტებს კალმასობასდონ კიხოტსმგზავრის წერილებს”...).
გასაოცარი სრულყოფილებით გამოირჩევა ოთარ ჩხეიძის მხატვრული სისტემაეს განსაკუთრებით თხრობის დახვეწილ სტრუქტურაზე ითქმისფაბულისა და სიუჟეტის ზუსტად გათვლილ ნიუანსებზეასეა ამ რომანშიცახალგაზრდა კომპოზიტორი ნიკუშა ჩაჩანიძე ქართლში სიმღერების შესაგროვებლად ჩადისწინასწარ რუკა აქვს შედგენილირომელ სოფლებს და ოჯახებს უნდა ესტუმროსმასწავლებელმა ყანჩაველმა წერილები გამოატანა დიდგვაროვან ოჯახებთანდახმარებოდნენთან გააფრთხილასაშიში დროაომოულოდნელ და გაუთვალისწინებელ მეგზურობას გაუწევს ლეკო თათაშელიეს არის უჩვეულოშთამბეჭდავი სახე ბედს ვერშეგუებული დარდიმანდი პატრიოტისასაიდუმლო გმირად რომ მიიჩნევს ნიკუშას და ცდილობს სხვებიც დაარწმუნოსოჯახიდან ოჯახში თუ სოფლიდან სოფელში ამ მოგზაურობისას იხატება 1924 წლის ჩახშობილი აჯანყების გამოძახილიგრძელდება არისტოკრატთა და სხვა მოწინააღმდეგეთა ამოხოცვარომანში ბოლშევიკები ახალმოწესეებადაა მოხსენებულიახალმოწესეობა მუდმივი საფრთხეა ქვეყნისთვისროდესაც უკუღმართი იდეით შეპყრობილნი ხელისუფლებას ჩაიგდებენ ხელშიძალადობა მეფდებაეს არის ჩავლილი დროც და მომავლის წინასწარმეტყველებაც.
რომანში მოლოდინი გმირისა შთამბეჭდავადაა დახატულიყველა ელისდა გრძელდება ქართულ კლასიკურ ლიტერატურაში გმირის ძიების შემწყდარი  მოტივიც (ორბელიანიილია,აკაკივაჟა).
რომანის სხვადასხვა ეპიზოდში პერსონაჟთა მიერ გამოითქმის წარუვალი  სიბრძნე:  1. ქედის მოხრა და დამორჩილება შემაძრწუნებელი სიმდაბლეაავადმყოფობაზე ავადმყოფობაადაცემულობაა სულისა; 2. გმირები უნდა ქვეყანასა და ჭიაღუებს შესჩეჩებიათ ხელში ბედი ერისა; 3. ის იარსებებსვისაც ძალა შესწევს ურჩობისა; 4. დრო ყოველთვისააოღონდ გმირები არ არიან ყოველთვისა.
მეოცე საუკუნის 90-იან წლებში დიდი ხნის ლპობაშეპარული საბჭოთა იმპერია დაიმსხვრა და ნანგრევებში მოიყოლა კომუნისტური იდეალებიგანთავისუფლებელმა საქართველომ უამრავი სულიერ-მატერიალური ჭრილობითნაიარევი  სხეულით შეაბიჯა პოსტსაბჭოთა ეპოქაშიქვეყანა ახალი სასიცოცხლო პრობლემების წინაშე აღმოჩნდაოთარ ჩხეიძე ყოველთვის იქ იდგასადაც ბარიკადები  და `სისხლიანი ანგელოსი~ (გალაკტიონ ტაბიძეიყომისმა  ნაწერებმა სარკესავით აირეკლა ახალი მოვლენებითუმცა მის შემოქმედებაში ახალი მხატვრული სააზროვნო ნაკადები შემოიჭრა.
მოყვარეს პირში უძრახემტერს პირს უკანაო, _ კი მოიმარჯვებდა გონიერ ანდაზას კლასიკოსი ილია ჭავჭავაძემაგრამ სიფრთხილისთვის შეკაზმულ ცხენსაც გვერდით ამოიყენებდაჩვენ პირთან საქმე არა გვაქვსჩვენ საზოგადო ჭირზედა ვწერთოთუმცა კარგად მოეხსენებოდაპიროვნული და საზოგადო რომ არ გაეყო ერთმანეთისაგან არაფერსოთარ ჩხეიძე უკან აღარ იხევს და სწორედაც რომ პირთან აქვს საქმეპირები  კირეალურნი და თანამედროვენიმრავლად არიან დახატული მის რომანებშითავის თავსაცრა თქმა უნდაიოლად იცნობენ და ლაფის სროლასაც არ დაიზარებენასე მოხდაროდესაც 1994  წელს გამოვიდა ოთარ ჩხეიძის არტისტული გადატრალება _ შთამბეჭდავი კარნავალური რომანიმრავალგვარი ნიღბების თავბრუდამხვევი ფერადოვნებით. 1991 წლის შემოდგომისა და 1992 წლის პირველი კვირის მოვლენების ამსახველი  გრანდიოზული ტილომოვუსმინოთ თვითონ მწერალსშეშფოთდა მწერალთა კავშირიგულმოდგინედ ნამზადი ყრილობა მოიწვია და ორი ბრალდება წაუყენა არტისტულ გადატრიალებასა: 1. მოვლენის შემდეგ დიდი დრო არ გასულა და არ შეიძლება რომანის დაწერა ასე მოკლე დროშიო და 2. წიგნი კერძო გამომცემლობამ გამოსცაოაიმწერალთა კავშირიაიყრილობა აიპრობლემებიმე იმ ყრილობას არ დავსწრებივარყურადაც არ ვიღე რჩევანი იმისი თუ თეორიული წიაღსვლებიმოვადევნე თეთრი დათვიცაბერმუდის სამკუთხედიცა2001 წელიცამოგერიებაც რო მიხდებოდა უმართებულო თავდასხმებისა.
როგორც აღვნიშნეთოთარ ჩხეიძემ ლიტერატურაში მთელი ეპოქა შექმნამან ზედმიწევნით ასახა XX საუკუნის ბოლო ათწლეული და XXI საუკუნის პირველი ხუთი წელიამ რომანთა მიხედვით ძნელი არ არის საქართველოს მომავლის წინასწარმეტყველებაცრადგან  აწმყოა მშობელი მომავლისაეს დიდტანიანი რომანებიაარტისტული გადატრიალებათეთრი დათვიბერმუდის სამკუთხედი2001 წელი”“მორჩილილაზერშოუ.
უახლესი ეპოქის მაინც რა ტკივილები წარმოჩნდა მის რომანებში?
არტისტული გადატრიალებაში 1991 წლის შემოდგომისა და 1992 წლის პირველი კვირის დრამატული მოვლენები დახატულია ირონიულ-სატირულად.  სამხედრო გადატრიალება აღწერილიაროგორც არტისტული გადატრიალებაამ რომანში კარგად წარმოჩნდებაროგორც ელიოტი იტყოდაადამიანის გამოუსწორებელი არტისტულობაცხოვრება დახატულიაროგორც ეშმაკის რეჟისორობით დადგმული უზარმაზარი შოუხალხი ქცეულიყო თეატრადათეატრი _ ქუჩადა;  რეჟისორად ეშმაკი ჰყავს გამწესებულისანახაობა ესმაკისაა, _ ეშმაკისაიმისი დადგმულია.
ოთარ ჩხეიძე სულის მხატვარია უპირველესადუსაზღვრო და უკიდეგანოა მისი ხედვის თვალსაწიერიმთელ ცხოვრებას მოიცავსწვრილმანსა და მსხვილმანსმატერიალურსა და სულიერსხილულსა და უხილავს.
2005 წელს ოთარ ჩხეიძემ თავისი ბოლო რომანი ლაზერშოუ გამოსცარომელშიც შთამბეჭდავი დრამატიზმითთავბრუდამხვევი ექსპრესიით წარმოჩენილია თანამედროვე კაცობრიობის აქტუალური თემები:
1. გლობალიზმის არსი.
2. ცხოვრებაროგორც გრანდიოზული შოუ
3. ინდივიდუალობის გაქრობა.
4. ქართველთა ემიგრაცია ლუკმაპურის საშოვნელად.
5. რევოლუციაროგორც უბედურება;
6. სხვადასხვა რეფორმის არსი და კრიტიკა.
7. ყალბი დემოკრატიული ღირებულებების მხილება.
8. თანამედროვე სამყაროში ჭეშმარიტი ზნეობრივი და ესთეტიკური იდეალების კრიზისი.
თანამედროვე ამერიკელი  რომანისტისუოლკერ პერსის აზრითრომანისტი ჰგავს ძველი აღთქმის წინასწარმეტყველსრომელიც უსიამოვნო მოვალეობას კისრულობსაცნობოს თავის მოქალაქეებსსაქმე ცუდად არისცუდ გზაზე დგახართოამგვარი წინასწარმეტყველება ჩანს ოთარ ჩხეიძის მხატვრულ ნაწარმოებებსა თუ წერილებში.
მისი სტილის მრავალფეროვნებას ქმნის საქართველოს ერთი ულამაზესი კუთხისქართლის დიალექტირომელიც მუსიკალურ ჟღერადობას მატებს სტრიქონებსმწერალი მუსიკალურობას აღწევს სიტყვათა  ან წინადადებათა გამეორებითალიტერაციებითასოციაციებით (მონათესავე სიტყვებისა და აზრების ხშირი გადაძახილით). თანაცამ გამეორებულ სიტყვათა მნიშვნელობები ნიუანსობრივად იცვლებამისთვის დამახასიათებელია სიტყვაზე აქცენტირებამის ნაწარმოებებში განსხვავებული სინტაქსიაპუნქტუაციის უჩვეულო გამოყენებარაც ქმნის თხრობის ოთარ ჩხეიძისეულ სტილსრომელსაც ვერ მიბაძავვერ გაიმეორებ.
ასეთი დამოკიდებულება სიტყვის მიმართ ქართულ პროზაში ნამდვილად გასაოცარიაასე მხოლოდ გენიოსი ქართველი პოეტი გალაკტიონი უსმენდა სიტყვებსასე რომოთარ ჩხეიძისთვისაცთხრობაში მთავარია მუსიკა და მასაც შეეძლო ვერლენივით ეთქვა მუსიკაუპირველეს ყოვლისა.  აქ არა მარტო მუსიკალური სმენააარამედ მხატვრის თვალიცაარადგან ფერიც ეცვლებათ სიტყვებს სხვა სიტყვათა ჩრდილის მიფენისასეს არის სიტყვის ესთეტიზმიმწერალი თხრობის მშვენიერებას შეგვაგრძნობინებსეს არის შთამბეჭდავითავბრუდამხვევი თხრობაოღონდ უნდა მიჰყვეშეჰყვეშეიგრძნოიგემომოისმინომერე ძნელად დააღწევ თავსამიტომაც ხშირად შეხვდებით მის შემოქმედებაში ფიქრს სიტყვაზექართული ენის თავისებურებებზეტკივილსა და წუხილს სიტყვისა და გამოთქმის  გადაგვარებაზემის ნაწარმოებებში ხშირად თვითონ სიტყვაა ავტორიმას უსმენსმას მიჰყვება მწერალი.
მის შემოქმედებაში სამყაროსსიცოცხლის შექმნის მისტერია მეორდებაერთი საიდუმლო გაცხადდებაიმავდროულადსხვა საიდუმლო იქმნებასიტყვა მისთვისრა თქმა უნდაღმერთია და ასევე ეპყრობა კიდევაცსიფრთხილითთაყვანისცემითმოწიწებითსასოებითსიტყვისგან მოელის შეწყალებასმადლსსასოებასსიყვარულსსიტყვას მიიჩნევს ამქვენიური არსებობის გამართლებადამაოების დამძლევადსიტყვა შეაგრძნობინებს სამყაროს მშვენიერებასუთვალავფეროვნებასსიხარულსა და ტანჯვასაც.
ოთარ ჩხეიძის შემოქმედებას თვალს ვერ გადაავლებვერ გადაიკითხავუნდა დაბეჯითებით შეუყვეფოლკნერისა თუ ჯოისის რომანებივითარც ერთი სტრიქონი არ უნდა გამოტოვოთუ გემოს გაუგებთუ შეუყვებიმორევივით ჩაგითრევს და გატრიალებს ენის თავბრუდამხვევ წიაღში.
ოთარ ჩხეიძის შემოქმედების კეთილისმყოფელ გავლენას თანამედროვე სამწერლობო პროცესზე აღნიშნავენ ცნობილი კრიტიკოსები.
ოთარ ჩხეიძეს ძალიან უყვარდა ახალგაზრდებთან ურთიერთობაამიტომაც უხაროდათ მის გვერდით ყოფნა სტუდენტებს გორისა თუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტებშისადაც ის დასავლური ლიტერატურის ისტორიასხოლო შემოქმედებითი ნიჭით გამორჩეულ ახალგაზრდებს სამწერლო ხელოვნების საიდუმლოებებს აზიარებდამისი მასტერკლასები გახდა დღეს ცნობილი ბევრი მწერლისთვის ერთგვარი საფუძველი საკუთარი თავის პოვნისა და დამკვიდრებისა.
ოთარ ჩხეიძის სააზროვნო სივრცის მასშტაბების წარმოსადგენად აუცილებელია მისი არა მხოლოდ კლასიკური ყაიდის რომანებისარამედ ექსპერიმენტული ბიოგრაფიული რომანების (`ერი და ისტორია~, `იტალიური დღიურები ბაირონისა~), მოთხრობების (კრებული `ჩემი სოფლის ეტიუდები~), პუბლიცისტური წერილების (კრებული `პოლიტიკური აქცენტები~), ესეებისა ქართულსა და დასავლურ ლიტერატურაზე (მაგალითადნიკო ლორთქიფანიძევასილ ბარნოვიმიხეილ ჯავახიშვილი, `სამშობლო ჯეიმს ჯოისისა~)  და სხვა ჟანრის ტექსტების გათვალისწინებაცგანსაკუთრებით დრამატურგიისარომლის არაერთი ნიმუში წარმატებით დღემდე იდგმება სააქრთველოს სხვადასხვა თეატრში (მაგალითად, `თედორე~, `უკვდავების ზღაპარი~, `ქეთევან~, `ვისიავისი~, `აშოტ დიდი~, `გიორგიდა სხვ.) ყურადღების მიღმა არც მისი თარგმანები უნდა დაგვრჩეს (მაგალითადთომას სტერნზ ელიოტის `ბერწი მიწა~, ბაირონის `დონ ჟუანი~).
2005 წლის 26 მაისს ოთარ ჩხეიძეს ქართული მწერლობის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისთვის გადაეცა ლიტერატურული პრემია `საბა~.
მისი სიკვდილის შემდეგაც არ შეწყვეტილა ოთარ ჩხეიძის შემოქმედების მიმართ ინტერესირაც დრო გადისმით უფრო აქტუალური ხდებაამიტომაც ხელახლა გამოიცემა მისი წიგნები. 2012 წელს შეიქმნა `ოთარ ჩხეიძის შემოქმედების კვლევის ცენტრი~, რომელიც ატარებს სემინარებსკონფერენციებსშეხვედრებსმწერალზე იწერება დისერტაციებიწიგნებითბილისსა და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტებში დაწესებულია მისი სახელობის სტიპენდიებიეს ყოველივე კი მოწმობს ოთარ ჩხეიძისდიდი მწერლის სახელის უკვდავებასმას ხომ სჯეროდა და მკითხველსაც არწმუნებდა: `უმწერლოდ ცხოვრება დაიკარგებოდაცხოვრების ისტორია არავის ეცოდინებოდაკაცთა ვნებას ვერავინ ჩასწვდებოდასიცოცხლის აზრს ვერავინ გაიგებდასიმართლეს ვერავინ მიიკვლევდახასიათებს ვერავინ გაარჩევდა~.
დაბეჭდილია ჟურნალში „მწვანეყვავილა“, #2, 2016, გვ. 24-32




No comments:

Post a Comment