„შაბათს, 22 თებერვალს (2025 წ.), მწერალთა სახლში „შეხვედრები მუზა 2024-ის ლაურეატებთან“ ფარგლებში , საუკეთესო კრიტიკის/რეცენზიის ნომინაციაში გამარჯვებულ ავტორ მაია ჯალიაშვილის წიგნის − „წერილები თანამედროვე ქართულ რომანზე“ წარდგენა გაიმართა.
♦️ წარდგენას მოდერაციას უწევდა „მუზა 2024“-ის ჟიურის ერთ-ერთი წევრი − მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი და ფილოლოგი პაატა ჩხეიძე.
💬 პაატა ჩხეიძემ მაია ჯალიაშვილთან წიგნის შესახებ და ავტორის შემოქმედებით დეტალებზე ისაუბრა.
📔ახალ წიგნზე საკუთარი აზრი გამოთქვეს ავტორის მეგობრებმა, მკითხველებმა და საღამოს სხვა სტუმრებმა.
No comments:
Post a Comment