Translate

Tuesday, February 2, 2016

მაია ჯალიაშვილი-სიტყვის სამოთხე-წერილები გალაკტიონის პოეზიაზე




ანოტაცია
ქართული ენა რომ დიდ საიდუმლოს ინახავს, ეს ყველაზე უკეთესად გალაკტიონის პოეზიის კითხვისას წარმოჩნდება. მისი ლექსები მკითხველს თითქოს თვალს უხელს საგნებისა და მოვლენების განსხვავებული კუთხით დასანახავად, აქამდე დაუნახავის შესამჩნევად, სმენას უმახვილებს, რომ გაიგოს ათასი ხმა, რომლებითაც ავსებულია სამყარო, ყური დაუგდოს კოსმიურ მუსიკას, ისევე მიუახლოვდეს ღვთაებრივს, როგორც ოდესღაც სამოთხეში იყო, როცა უშუალო ჭვრეტდა ლოგოსს და შეიმეცნებდა სიყვარულს. გალაკტიონის პოეზია შინაგანად ზრდის და ათავისუფლებს ადამიანს, შეაგრძნობინებს, რომ ნამდვილი სამოთხე სიტყვაშია, მის მეტაფიზიკურ განზომილებაში. მისი სიტყვის მაგია და ენერგია მკითხველზე ზემოქმედებს, როგორც შელოცვა. პოეზიით მოგვრილი თავისუფლება არის ხსნა მატერიალურ სამყაროზე მიჯაჭვულობისაგან. გალაკტიონი შთააგონებს მკითხველს, რომ ლაღად შეხედოს ირგვლივ ყოველივეს, ხილულ საგანთა და მოვლენათა მიღმა დაინახოს უხილავი და ამ მზერით უფრო მშვენიერი გახადოს სიცოცხლე. სამყაროს ამგვარი უცნაური ხატოვანი აღქმისგან მოგვრილი შეგრძნებები საოცარ სიხარულს ჰგვრის ადამიანს. მკითხველს თვალსაწიერი უფართოვდება, თითქოს სამყაროს ჩაკეტილი კარი იხსნება და მკითხველი მისწვდება დაფარულ საუნჯეს. უპირველესი საუნჯე კი ქართული ენაა, სიტყვები, რომლებიც ხშირად ფარავენ საიდუმლოს და გალაკტიონი ჯადოქარივით ათავისუფლებს სიტყვებში დაფარულ შინაარსს და მხატვრულ სახეებად გარდაქმნის. წიგნში თავმოყრილ წერილებში წარმოჩენილია გალაკტიონ ტაბიძის პოეტური სამყაროში მოგზაურობის შთაბეჭდილებები. 

მაია ჯალიაშვილი
ყდაზე _ ავტორის ნახატი



No comments:

Post a Comment