Translate

Wednesday, October 14, 2020

ბენ-ტოვიტი ტკივილის გზაჯვარედინზე

მაია ჯალიაშვილი

სახარებისეული ამბები მხატვრულ ლიტერატურასა თუ, ზოგადად, ხელოვნებაში ათასგვარი ინტერპრეტაციით გვხვდება. თუ როგორ აღიქვამდნენ ქრისტეს თანამედროვენი, ეს ოთხივე სახარებაში კარგად ჩანს. მწერლებსაც აინტერებთ ეს თემა, მაგალითად, ჯიბრან ხალილ ჯიბრანმა იესო ქრისტეს სახე მისი თანამედროვე 77 სხვადასხვა ადამიანის თვალთახედვით წარმოაჩინა  („იესო, ძე კაცისა“). გვახსენდება, აგრთვე,  მიხაილ ბულგაკოვის „ოსტატი და მარგარიტა“, ნიკოს კაზანძაკისის „იესო კვლავ ჯვარს ეცმის“,  ჟოზე სარამაგოს „იესოს სახარება“, ერიკ ემანუელ შმიტის „პილატეს სახარება“, სელმა ლაგერლოფის „ლეგენდები ქრისტეზე“ და სხვა მრავალი.

ამ თვალსაზრით, გამორჩეული და საინტერესოა ლეონიდ ანდრეევის მოთხრობა ბენ-ტოვიტი, რომელშიც სრულიად განსხვავებული რაკურსით წარმოჩნდება ცნობილი სახარებისეული ამბავი. ამ ნოველაში, მწერალი ხატავს ადამიანის სულიერ-ზნეობრივ თუ ყოფით სამყაროს, აინტერესებს წარმავალი და მარადიული როგორ გადატყდება მის გულსა თუ გონებაში.  ზოგადად, ლეონიდ ანდრეევისთვის მნიშვნელოვანია რელიგიური თემები და მათი ორიგინალური ინტერპრეტაციები, მაგალითისთვის შეიძლება დავასახელოთ მისიიუდა ისკარიოტელი, რომელშიც სახარებისგან განსხვავებული სრულიად უჩვეულო იუდას სახეა დახატული. ის თავის შემოქმედებაში წარმოაჩენს ადამიანის მრავალსახოვან ბუნებას, თუ როგორ არჩევანს რა გაცნობიერებული თუ გაუცნობიერებელი მოტივაციით აკეთებს ამა თუ იმ სიტუაციაში.

შესაძლებელია თუ არა ადამიანმა ვერ აღიქვას სიკეთე, ან უფრო უარესი, სიკეთე ბოროტებად მოეჩვენოს? ნიცშეს თუ დავუჯერებთ, ადამიანი სიკეთისა და ბოროტების მიღმაა, რადგან საყოველთაოდ აღიარებული ეს ცნებები ფარდობითია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იცვლიან შინაარსს. ქრისტიანულმა რელიგიამ სიკეთესა და ბოროტებას მკაცრად, ნათლად გამოკვეთილი მნიშვნელობები მიანიჭა. ამიტომ არსებითია კონტექსტი, რომელშიც ადამიანის ქცევას განვიხილავთ. ჯემალ ქარჩხაძის აზრით: „კეთილისა და ბოროტის გარჩევა იოლია, არჩევაა ძნელი“ („ანტონიო და დავითი“).

დავით გურამიშვილმა ადამიანთა მიერ ბოროტისა და კეთილის განურჩევლობა ამგვარად წარმოაჩინა ქრისტეს ჯვარცმის აღწერისას:

„ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,

მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმედლად მიგიჩნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!“ (გურამიშვილი. „დავითიანი“).

ლეონიდ ანდრეევი ბენ-ტოვიტის სახით გვიხატავს ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც საკუთარი საზრუნავებით ცხოვრობს და არანაირი სურვილი თუ პრეტენზია არა აქვს  იმგვარ საზოგადო საქმეებში მონაწილეობისა, რომლებიც მის პირად ცხოვრებას არ ეხება. ეს, ერთი შეხედვით, ბუნებრივია, მაგრამ ამგვარი ყოფა ადამიანს თანდათან უხშობს სულიერ თვალს და აქცევს მატერიალური სამყაროს ჩარჩოში, წაერმავალის ტყვეობაში.

ზოგადად, ადამიანი ყოველდღიურად ცხოვრობს რამდენიმე განზომილებაში, რომლებსაც მისი ფიქრები, განსჯანი თუ ქმედებანი ქმნიან, შესაბამისად, მრავალფეროვანია ის კონტექსტები, რომლებშიც ის თავის პიროვნულობასა თუ ხასიათს ავლენს. ყოველ ადამიანს აქვს თავის შემოსაზღვრული სივრცე, საკუთარი თავით, ოჯახით, მეგობრებით, ნაცნობებითა და იმ ლოკალური სივრცით განპირობებული, რომელშიც ფიზიკურად მოძრაობს და ხვდება სხვა ადამიანებსა თუ ჯგუფებს. ყოველი ადამიანი თავისი სუბიექტური გადასახედიდან აფასებს მოვლენებს, რომლებიც ქვეყანასა თუ მთელ მსოფლიოში ხდება, ამიტომ ყველაფერი ფარდობითია. კერძო თუ საზოგადო მოვლენებიც იმგვარია, რომელთა შეფასება დროული დისტანციის გარეშე რთულია, ვგულისხმობთ იმას, რომ ბევრ ადამიანს არ შეუძლია განსაზღვროს რაიმე მოვლენის ღირებულება ობიექტურად.

ყოველდღიურად უამრავი რამ ხდება ჩვენი მონაწილეობის გარეშე. ბენ-ტოვიტის შემთხვევაშიც ასეა. მწერალი მოთხრობის უჩვეულო დასაწყისიდანვე შეაცბუნებს  მკითხველს, რადგან  აწყვილებს  იმგვარ სხვადასხვა მოვლენას, რომლებსაც ერთმანეთთან თითქოს საერთო არაფერი აქვთ: „იმ საშინელ დღეს, როცა მსოფლიო უსამართლობა აღსრულდა და გოლგოთაზე ყაჩაღებთან ერთად იესო ქრისტე აცვეს ჯვარს, - იმ დღეს სისხამ დილას გაუსაძლისად ასტკივდა კბილები იერუსალიმელ ვაჭარ ბენ-ტოვიტს“.  თუმცა, ქვეტექსტურად, აქ საერთო ტკივილია, ერთი კერძო და მეორე _ზოგადი, უნივერსალური. არადა, მწერალი სწორედ ამით იწყებს, რომმსოფლიო უსამართლობააღსრულდა. ადამიანები ღმერთსკლავენ“. ამგვარად, „თავსაციკლავენ, თუმცა ამას ვერ ხვდებიან. როგორც აღვნიშნეთ, სხვადასხვა ტკივილი გადაკვეთს ერთმანეთს _  სტკივა „იესოს“, სტკივა „სამყაროს“ და სტკივა ბენ-ტოვიტს. ამ ტკივილებს მკითხველები ვხედავთ შორიდან და ამიტომ ჩვენთვის იოლია განსჯა და შეფასება. მწერალმა კი ბენ-ტოვიტის თვალთახედვა წამოსწია წინა რიგში. ჩვენ, მკითხველებს, პერსპექტივის ამგვარი დარღვევა გვეხამუშება.

ავტორი რატომ მოიქცა ასე? მწერალმა უბრალო ადამიანი დაგვანახვა შიშვლად, საკუთარ საზრუნავებში ჩაფლული. ბენ-ტოვიტი ყველა ადამიანში გაჩნდება, როცა „კბილი ასტკივდება“.  ეს ტკივილი ძალიან კერძო და სხეულებრივია, მეორე_ სამყაროული, საიდუმლო, მისტერიული, თუმცა ერთი ტკივილი მეორეს ეხმიანება. მწერალი მიგვანიშნებს, რომ თუ ადამიანი სულიერად მკვდარია, .. ისეა ჩაფლული მატერიალურ ყოფაში, რომ საერთოდ დაკარგული აქვს სულიერი ცხოვრება, მაშინ ვერც ქრისტეს  დაინახავს, ვერც მის ჯვარცმას აღიქვამს და მას ჩვეულებრივ ყაჩაღებსმიათვლის“.  ტკივილი მაინც იბადება, ერთი შეხედვით, არაფერი რომ არა აქვს საერთო ჯვარცმასთან, მწერალს ამ გზით პერსონაჟისგაღვიძებასურს, თუმცა ამას ვერ აღწევს. გასაგებია მისი მცდელობა, რომ ამგვარად მას უფრო მეტად  მკითხველისგაღვიძებასურს. იგი მოთხრობაში საკუთარი ტკივილის მიღმა სხვისი ტკივილის დანახვის სიძნელეს წარმოაჩენს. ბენ-ტოვიტს კბილი სტკივა და ამიტომ სრულიად დაკარგვია  უცხოს თანგრძნობის ძალა. მაგრამ მის ცოლსა და სხვა ადამიანებს ხომ არ სტკივათ კბილები, მაშ, რატომ მიჰყვებიან დასასჯელად მიმავალ იესოს ღრიანცელით. ცოლი ქმრისგართობასაც კი ცდილობს, როცა ეუბნება: „შეხე, ყაჩაღები მოჰყავთ. იქნებ მათ ცქერას გული გადააყოლო.

ბენ-ტოვიტი იერუსალიმელი ვაჭარია, თავისი ყოველდღიური საზრუნავებით.  ის დილაც, მწერალი რომ გვიხატავს, მისი ცხოვრების ჩვეულებრივ დღედ გაგრძელდებოდა, რომ არ სტკიებოდა კბილები. მწერალი პარალელურად ხატავს, როგორ განიცდის პატარა ადამიანი თავის ტკივილს და სამყარო _ ღვთის ძის ჯვარცმას. სხვადასხვა ტკივილის ამგვარი დაწყვილება მკითხველში ტრაგიკომიკურობის განცდას იწვევს.  ეს შფოთვა ბენ-ტოვიტის არსებაში გაუცნობიერებელი სახით იჭრება: „ალიონზე კი მშფოთვარებამ შეიპყრო, თითქოს ვიღაც ძალზე მნიშვნელოვან საქმეზე უხმობდა“, მაგრამ მას არ შეუძლია ამ განცდაში ჩაღრმავება, რადგან  მიწიერი კაცია, ამიტომ სრულიად მოწყვეტილი მისტიკურს, ირაციონალურს. ის ბედნიერია, რომ გუშინ ბებერი სახედარი სარფიანად გადაცვალა ახალგაზრდა და ღონიერ ვირზე, ამიტომავბედითი ნიშნებივერ იკვალავენ გზებს  მისი გონებისა და გულისკენ: „კბილები რომ არ მტკიოდეს, ჩემზე ბედნიერი კაცი ამქვეყნად არ იქნებოდაო“, _ ეს მისი გულწრფელი ფიქრია. მკითხველი ხედავს, რა მარტივად ცხოვრობს, რა იოლად განიცდის ბედნიერებას.

მწერალი ხატავს, ერთი მხრივ, ბენ-ტოვიტს, რომელიც მხოლოდ საკუთარ ტკივილზეა კონცენტრირებული და, მეორე მხრივ, მაკროკოსმოსს, სამყაროს, რომელიც არსობრივად იცვლება, რადგან ბიბლიაში, ახალ აღთქმაში აღწერილი უმნიშვნელოვანესი მისტერია ახლოვდება: ქრისტეს ჯვარცმა.  აი, ასე, რწევა-კვნესით შეხვდა ბენ-ტოვიტი მზის პირველ სხივებს, რომელთაც ბედად ეწერათ გოლგოთაზე აღმართული სამი ჯვარი ეხილათ და თავზარისა და მწუხარებისაგან სინათლე დაშრეტოდათ. მზეს თავზარს სცემს ჯვარცმა, რომელიც სრულიად შეუმჩნეველი რჩება ბენ-ტოვიტს, რადგან მას თავზარს სცემს კბილის ტკივილი. უცნაური და თვალშისაცემი მკითხველისთვის ისაა, რომ პერსპექტივა მთლიანად შეცვლილია, უმნიშვნელო მოვლენა წინა რიგშია, მნიშვნელოვანი კი _ფონია, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ასე.

ბენ-ტოვიტი გულკეთილი, კარგი ადამიანი იყო, არ უყვარდა უსამართლობა,_გვამცნობს მწერალი.  სიტყვებიგულკეთილი“, „კარგიირონიულად აღიქმება, პირიქით, მკითხველს მოთხრობის ბოლოს უჩნდება განცდა, რომ სიყალბეა მისი სიკეთე. მას არ უყვარდა უსამართლობა კი არა, ხელს უწყობდა თავისი სიბრმავით ამ უსამართლობას, სინათლეს სიბნელედ გადააქცევდა თავისი ფიქრით, განსჯითა და ქცევით.

რეალურად, ბენ-ტოვიტიც იქაა, იმ ბრბოსთან  ერთად, ჯვარცმის გზაზე სასეიროდ რომ მიჰყვება ქრისტეს. საკუთარი სახლის ბანიდან იგი ხედავს: „ერთმა დამნაშავემ, რომელსაც გრძელი ქერა თმა ჰქონდა და დაგლეჯილი, გასისხლიანებული კვართი ემოსა, ქვაზე წაიბორძიკა და დაეცა. ყვირილმა იმატა და ბრბო ზღვის ნაირფერი წყალივით შემოეჯარა დაცემულს. მას არანაირი თანაგრძნობა არ უჩნდება ტანჯული უცხო ადამიანის მიმართ. მწერალი წარმოაჩენს, რომ: „ბენ-ტოვიტი უეცრად ტკივილმა შეაკრთო - კბილში ვიღაცამ თითქოსდა გავარვარებული ნემსი ჩაასო და დაუტრიალა; ბენ-ტოვიტმა დაიკვნესა: „--“ - და მოაჯირს მოშორდა ზიზღით სავსე, გულგრილი და გაბოროტებული. თითქოს იესოს ტკივილი უნდა გადასდებოდა და საკუთარი დავიწყებოდა, ოდნავ მაინც რომ ჰქონოდა სულში ნაპერწკალი, ეს აუცილებლად მოხდებოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, მას ეს ტკივილი უფრო მეტად უხშობს სულიერ თვალს. მისი ეს შეგრძნება: „ზიზღით სავსე, გულგრილი და გაბოროტებული“ _ არაჩვეულებრივად წარმოაჩენს სიკეთისა და სინათლის ვერცნობის ტრაგედიას. იგი თითქოს მოკლებულია ემპათიის უნარს.

მკითხველის თვალწინ ერთი თითქოს უბრალო, უბოროტო ადამიანი კონტურებს იცვლის და ურჩხულად გარდაიქმნება: „მან წარმოიდგინა, როგორ ჰქონდა ხალხს პირი დაბჩენილი, - იმ ადამიანებს კბილები არ სტკიოდათ, და შურით თქვა: - როგორ გაჰყვირიან! , როგორ დაიყვირებდა თვითონაც, ავად რომ არ ყოფილიყო!“. მას იმაზე სწყდება გული, რომ თვითონ იქ არ არის, გაავებული არ მისდევს ქრისტეს, მაგრამ, რეალურად, იქაა.  ის სიმბოლოა იმგვარი ადამიანისა, რომელიც გულუბრყვილოდ, სინდისის ქენჯნის გარეშე დაიყვირებს: „ჯვარს აცუ, ეგე“, ისე, რომ არ ეცოდინება,  რა დანაშაულისთვის ითხოვს უცხო ადამიანის ჯვარცმას. მთავარია, რომ სხვებთან ერთად ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე იზიარებს მათ გადაწყვეტილებას. ირონიულია ბენ-ტოვიტის დამოკიდებულება ქრისტეს სასწაულებთანაც: „ამბობენ, ბრმებს ჰკურნავდაო, - უთხრა ცოლმა, რომელიც მოაჯირს არ სცილდებოდა, და კენჭი იქითკენ ისროლა, სადაც ნელ-ნელა მოიწევდა მათრახების ცემით ფეხზე წამომდგარი იესო.

- რაღა თქმა უნდა! ერთი ჩემი კბილის ტკივილიც მოერჩინა, - ირონიულად მიუგო ბენ-ტოვიტმა და გულფიცხად, მწარედ დასძინა: რა მტვრის ბუღს აყენებენ, თითქოს ჯოგიაო! ყველანი ჯოხით უნდა დაიფრინო აქედან!

ბენ-ტოვიტი ჩვეულებრივი ნარცისული ტიპის კაცია, თავის ეგოს მიჯაჭვული.  ამ ჩაკეტილ წრეში, რომელსაც მისი სურვილები, ოცნებები  ქმნიან, ვერ შემოვა სხვა. ის პრაგმატული, ანგარიშიანი ადამიანია და მხოლოდ პირადი სარგებლით ზომავს ყველაფერს, ეს განსაზღვრავს მის ფიქრსა და ქცევას. ამიტომ თუ ვიღაც უცხო პირადად მას  მოურჩენდა კბილის ტკივილს, მაშინ აღიარებდა მის ძალას. 

მოთხრობაში გვხვდება ტრადიციული საღვთისმეტყველო სიმბოლიკა, რომელიც გამჭვირვალედ წარმოაჩენს მწერლის სათქმელს: „მზე, რომელსაც წილად ხვდა ამ საშინელ დღეს ქვეყანა ენათებინა, უკვე შორეული ბორცვების მიღმა ჩაესვენა და აღმოსავლეთით სისხლიანი ნაკვალევივით ენთო მეწამულ-წითელი ზოლი. მზე, საღვთისმეტყველო მნიშვნელობით,  ღვთის სახეა, რომელმაც მისცა ადმიანებს თავისუფლება არჩევნისა და მათ ბოროტი აირჩიეს, მხსნელი ვერ იცნეს და ჯვარს აცვეს, ამიტომაც არის „საშინელი დღე“, ამიტომაც რჩება „სისხლიანი ნაკვალევი“. როგორც გურამიშვილი ამბობს: „ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო“. მოთხრობა ამ  მრავლისმეტყველი სიმბოლური ფრაზებით სრულდება: „ხოლო ღრმა ხეობიდან, გადამწვარი დაბლობებიდან მოიწევდა შავი ღამე, თითქოსდა სურდა ცის თვალთაგან დაემალა დედამიწის დიდი ბოროტმოქმედება. ეს „შავი ღამე“ ადამიანის სულია, ღვთაებრივ სამყაროს მოწყვეტილისა. ისევ გურამიშვილის „მოთქმა“ გავიხსენოთ:

მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;

მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.

თავს კრეტსაბმელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო“.

ადამიანები ხომ ჯვარცმის დანაშაულის შემდგომ დროში ვცხოვრობთ. ეს არის ცოდვა, რომელიც ყოველთვის უნდა ახსოვდეს ზნეობრივ ადამიანს: „ცოდვაი წინაშე ჩემსა არს მარადის“ (50-ე ფსალმუნში  ბიბლიური დავით მეფე ადამის პირველცოდვას გულისხმობს). ცოდვის ხსოვნა აფხიზლებს ადამიანს. ამგვარი ნაწარმოებებიც აფრთხილებენ ადამიანს, რომ უდროო დროს არ ჩაეძინოს, უგუნური ქალწულებივით სიძის მოსვლა არ გამოეპაროს. თუ ეს დაემართათ თვით გამორჩეულ მოციქულებს, პეტრე, იაკობსა და იოანეს ფერისცვალების ეპიზოდში, მაშინ რაღა მოეკითხება უბრალო ადამიანს? „ხოლო პეტრე და მასთან მყოფნი დამძიმებულნი იყვნენ ძილით. და როდესაც გამოიღვიძეს, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომარე ორი კაცი (ლუკა, 9, 32).

ბენ-ტოვიტი ჯვარცმის ადგილასაც მიდის, მაგრამ მისი გულგრილობის კოშკი მაინც არ ინგრევა, ისე მკვიდრად აქვსს ნაგები თავისი „ეგოს“ აგურებით: „შემდეგ ცნობისმოყვარე სარას თხოვნით ბენ-ტოვიტი და სამუელი გოლგოთაზე წავიდნენ ჯვარცმულების სანახავად. ....გზად ბენ-ტოვიტი სამუელს უყვებოდა, გუშინ მარჯვენა ყბაში როგორ იგრძნო წიწკნა, შემდეგ ღამით როგორ გააღვიძა საშინელმა ტკივილმა... ცხოველი ბაასით, ავიდნენ გოლგოთაზე...ბენ-ტოვიტმაც თვალი შეავლო ჯვრებს, სამუელს მკლავში ხელი გაუყარა და ფრთხილად შემოაბრუნა სახლისკენ. მას კბილის ტკივილი მაინც გაუქრა. მკითხველს აქვს შეგრძნება, რომ ეს ტკივილი იესო ქრისტემ მოურჩინა, რადგან თავისი ჯვარცმით გამოისყიდა ადამიანთა ცოდვები. მას უყვარდა ადამიანები, ამიტომაც ჯვარზე გაკრულმა შეღაღადა მამა ღმერთს: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან რასა იქმან" (ლუკა 23, 34). ბენ-ტოვიტმაც „არ იცის“, რას იქმს თუ ფიქრობს. მისი ტრაგედია სწორედაც უფიქრელობაა. ფიქრი ძალისხმევას მოითხოვს, საკუთარი თავის გაჩხრეკასა და განსჯას, თვითშემეცნების რთულ გზაზე დადგომას.

მწერალი მოთხრობაში, როგორც აღვნიშნეთ, სრულიად ცვლის თხრობის პერსპექტივას.  უმნიშვნელოვანეს მოვლენას ფონად წარმოაჩენს, უმნიშვნელოს კი წინა რიგში ვხედავთ. ეს ერთგვარად, პოსტმოდერნისტული ხერხია, რომელსაც ხშირად ვხვდებით თანამედროვე ლიტერატურაში. ამგვარად, ლეონიდ ანდრეევმა დახატა ყოველთვის აქტუალური პრობლემა სულისა და ხორცის ჭიდილისა. როდესაც საზოგადოებაში ამოყირავებულია ღირებულებათა სისტემა, მეორეხარისხოვანი, წვრილმანები ფარავენ უმთავრესს.

რა პასუხი შეიძლება გაეცეს კითხვას: ბენ ტოვიტი კეთილია თუ ბოროტი? იქნებ გვეთქვა გრიშა კეჟერაძესავით, რომ ის „ცუდ-კარგია“ (გურამ დოჩანაშვილი), მაგრამ არ ვიქნებით მართალნი. ბენ-ტოვიტი საწყალი, უბედური, უბადრუკი  ადამიანია, რადგან ბრმაა. ასეთ ბრმად ნებისმიერმა შეიძლება იგრძნოს თავი, თუკი  დაიხშობს სულისა და გონების თვალებს (ეს კარგად არის წარმოჩენილი ჟოზე სარამაგოს რომანში „სიბრმავე“). ბოროტებაა ეგოს ჩარჩოში გამოკეტვა და სულიერი მზერის დახშობა. ცხოვრება გზაზე  გამუდმებით გვახვედრებს ტკივილის გზაჯვარედინებს, ჩვენი არჩევანი კი განსაზღვრავს საით წავალთ _ სიკეთისა თუ ბოროტებისკენ.

ეს მოთხრობა წლების წინ მე-12 კლასის ერთ-ერთ სახელმძღვანელოში შეიტანეს ავტორებმა. ვფიქრობთ, კარგი იქნება ამ გამოცდილების გაზიარება.  სასურველია, თუ ამ მცირე მოთხრობას აუცილებელ  წასაკითხად და განასასჯელად აქცევენ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლები.

წყარო: http://mastsavlebeli.ge/?p=27534

Thursday, May 3, 2018

ცისფერყანწელები- მაია ჯალიაშვილის საუბარი

შეხვედრა მაია ჯალიაშვილთან

ვიდეოჩანაწერი: ცისფერყანწელები- მაია ჯალიაშვილის საუბარი

🔔 შაბათს, 17:00 საათზე, წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუაში“ გაიმართება შეხვედრა მაია ჯალიაშვილთან

📣 მაია ჯალიშვილი – ავტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი.

📚ისაუბრებს მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურის გამორჩეულ შემოქმედთა, ცისფერყანწელთა მხატვრული აღქმის პრინციპებსა და ესთეტიკურ იდეალებზე. წარმოაჩენს ამ ორდენის პოეტურ სტრატეგიებს, რომელთა საშუალებითაც ისინი გეგმავდნენ ქართული ლექსის სრულ ტრანსფორმაციას.

📌დასწრება თავისუფალია!

მაია ჯალიაშვილი

Monday, April 10, 2017

პერსონაჟები მიხეილ ჯავახიშვილის წინააღმდეგ

მსოფლიო ლიტერატურა არაერთ “თავნება პერსონაჟს” იცნობს, ქაღალდის სამყაროს რომ გამოარღვევს და რეალობაში შემოდის. ქართულ სინამდვილეში ამგვარ პერსონაჟებს გივი მარგველაშვილის შემოქმედებაში ვხვდებით. იტალიელი ლუიჯი პირანდელოს ტრაგედიაშიც “ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი” სცენაზე პერსონაჟები შემოიჭრებიან და აქვთ უფრო მეტი რეალურობის პრეტენზია, ვიდრე მსახიობებს, რომელთაც ეს პერსონაჟები უნდა განასახიერონ. პირანდელოს თვალსაზრისით, პერსონაჟი შექმნისთანავე იძენს დამოუკიდებლობას და ის, შემდეგ, მკითხველთან ურთიერთობისას, შეიძლება ისეთ ხასიათსაც გამოავლენს, რაგვარიც ავტორს არც კი დასიზმრებია.
როსტომ ჩხეიძე თავის ახალ პიესაში “ბედი-მდევარი” (მონტაჟი ორ მოქმედებად და ათ სურათად დაუწერელი მოთხრობის ტრაგედიაზე) მიხეილ ჯავახიშვილის სახეს აცოცხლებს. ამგვარი განზრახვა ავტორისგან სითამამესა და თავდაჯერებულობას მოითხოვს, რადგან მკითხველის წარმოსახვაში არსებული მწერლის ხატი ერთგვარი ხელშეუხებლობის შარავანდედითაა მოცული. მართალია, პოსტმოდერნიზმის ეპოქაში კვარცხლბეკიდან ჩამოხსნეს ავტორიტეტები, ღირებულებათა იერარქია შეცვალეს, ესთეტიკას  ეთიკა გამოაცალეს, მაგრამ კლასიკურ ლიტერატურაზე გაწვრთნილი მკითხველი ზნეობრივი ფასეულობების ამოყირავებას მაინც ვერ შეაგუეს. როსტომ ჩხეიძე ხშირად იყენებს პოსტმოდერნისტულ სტრატეგიებს, განსაკუთრებით, მონტაჟისა თუ დემონტაჟის ტექნიკას, ციტაციას, ორმაგ კოდირებას, მეტანარატივს და სხვ.  მის პიესებში უხვადაა ციტატები მწერალთა შემოქმედებიდან, მემუარებიდან თუ სხვა ტიპის მასალებიდან. ეს ყოველივე მას მხოლოდ სათქმელის ფორმალური მხარის ასაგებად სჭირდება, ზნეობრივ ღირებულებებს ის არასოდეს აყენებს ეჭვქვეშ. ასეა ამჯერადაც. როსტომ ჩხეიძის რომანტიკული სულისკვეთება მის ყოველ დაწერილ ტექსტში და ამ პიესაშიც ირეკლება. ის მეოცნებეა თავისი ბუნებით და ამიტომაც იოლად ურთიერთობს არამატერიალურ განზომილებებთან, რომლებითაც სავსეა ჩვენი სამყარო, ოღონდ მათ შესაგრძნობად სხვა თვალი და ყურია საჭირო. ის გატაცებით წერს, გამუდმებით ეძიებს გამოთქმის ფორმასა და საშუალებას, რათა ნაფიქრი მკითხველამდე მიიტანოს. მან მოსინჯა თითქმის ყველა ჟანრი, მათ შორის, პიესაც და რამდენიმე შესანიშნავი ნიმუში შექმნა. მისი დრამატურგიული ოსტატობა განსაკუთრებით მაშინ გამოჩნდა, როდესაც დაწერილი რადიოსა თუ თეატრის სცენაზე განხორციელდა. გურამ რჩეულიშვილი წერდა: „ჩემი აზრით, პიესა არ არის სავალდებულო, რომ დაიდგას, უნდა იკითხონ, როგორც რომანი, ამიტომ ისევე უნდა წერო“ („ჩანაწერები“).  მას ამის თქმის საშუალებას აძლევდა სოფოკლეს, ევრიპიდეს, შექსპირის, იბსენის, ბრეხტის და სხვა დრამატურგთა ნაწერები, რომლებიც რომანებივითაც იკითხება, თუმცა სცენაზე გაცოცხლებულს სხვა ხიბლი აქვთ. როსტომ ჩხეიძის პიესებიც _ კარგია საკითხავადაც და დადგმულიც.
ცნობილი პიროვნებების პერსონაჟებად გადაქცევა როსტომ ჩხეიძის სტიქიაა, ამას მოწმობს მისი მხატვრულ-დოკუმენტური ჟანრის რომანები და პიესები, რომელთა გმირები საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწენი, მწერლები, რეჟისორები, მსახიობები არიან. ისინი _ ახლო თუ შორეული წარსულის, რეალურ დროსივრცულ არეალში მცხოვრები ადამიანები, ასეთი ნაცნობნი და თანვე უცნობნი, მის მრავალფეროვან შემოქმედებაში ახალ სიცოცხლეს იძენენ და შთამბეჭდავ სახეებად იჭრებიან მკითხველის წარმოსახვაში. მათი ხელახალი აღორძინებისთვის ავტორი იყენებს  მხატვრული სიტყვის ჯადოსა და მაგიას, რომელთა საშუალებითაც გარდასულ ადამიანთა ფიქრი, ოცნება, სიყვარული, სიძულვილი და სხვა ათასგვარი ვნება, ლტოლვა, მიზანი, გატაცება და სურვილი მკითხველისთვის საოცრად ახლობელი და შესაგრძნობი ხდება. ალექსანდრე ორბელიანი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, სოლომონ დოდაშვილი, ელიზბარ ერისთავი, ალექსანდრე ყაზბეგი, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, პავლე ინგოროყვა, შიო არაგვისპირელი, არჩილ ჯორჯაძე, ზურაბ ანტონოვი, გიორგი შატბერაშვილი, ოთარ ჩხეიძე, გრიგოლ აბაშიძე, სანდრო ახმეტელი, უშანგი ჩხეიძე და კიდევ სხვა მრავალი ადამიანი, რომელთაც ჩვენი პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების სახე, რიტმი და ენერგია შექმნეს, მისი რომანებისა და პიესების პერსონაჟებად იქცნენ და ამ გზითაც შეგვახსენეს წარსულის ხსოვნის, გააზრების, მასთან დიალოგის მნიშვნელობა და აუცილებლობა.  იცვლებიან თაობები, მაგრამ “ქვეყანა იგი ჰგიეს უკუნისამდე”. “ამოდის და ჩადის მზე”, როგორც `ეკლესიასტეშია~ და ყოველი თაობა თავის ხმასა და კვალს ტოვებს უკიდეგანო სივრცეებში, დროდადრო ხსოვნის სახით რომ შემოიჭრებიან. ამ ხმებს აღარ სჭირდებათ წარმომთქმელის ენა და ბაგეები: “ხმა თან ვერ წაიტანს ენას და ბაგეებს, რომელთაც ფრთა შეასხეს მას. ხმა მარტო უნდა გაიჭრას ეთერში” (ჯიბრან ხალილ ჯიბრანი “წინასწარმეტყველი”).
როსტომ ჩხეიძეს პიესა-მონტაჟის გამოცდილებაც აქვს, ვგულისხმობთ, ფორმის თვალსაზრისით, ამავე ტიპის პიესას “ლეგენდა ისკანდერისა” (მონტაჟი ორ მოქმედებად და ათ სურათად დაუწერელი პიესის ტრაგედიაზე), რომელშიც სანდრო ახმეტელისა და კოტე მარჯანიშვილის თეატრი წარმოჩნდება, როგორც საპროტესტო ძალა, რომელიც ცდილობს ეროვნული სულისკვეთება გააცოცხლოს და დიქტატორულ რეჟიმს ამგვარად დაუპირისპირდეს. ამ პიესაში ავტორი ეყრდნობა ვერსიას, რომლის მიხედვითაც, ნიკოლოზ ბარათაშვილის “მერანი” ეძღვნება დაუმორჩილებელ ალექსანდრე ბატონიშვილს. იგივე, მთაში ლეგენდად ქცეულ ისკანდერს, რომელიც მფრინავი რაშით ხალხს სამართლიანობისა და თავისუფლებისათვის მებრძოლად ევლინებოდა. პიესაში გაცოცხლებულია მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლები, რეპრესიების ხანა. იგივე ეპოქა, ოღონდ სხვა რაკურსით,  “ბედი-მდევარშიც” წარმოჩნდება.
მიხეილ ჯავახიშვილი ამ ახალ პიესაში შემოდის, როგორც მწერალი, რომელმაც იცის, რას და რატომ ქმნის. ქართულ ლიტერატურაში ამ მწერლის პერსონაჟად შემოყვანის ერთი წარმატებული მცდელობა გვახსენდება, ეს არის ლაშა იმედაშვილის მოთხრობა “მიხეილ ჯავახიშვილი” (`ბიოგრაფიების~ ციკლიდან), რომელშიც ჯავახიშვილი თავის ავტობიოგრაფიას წერს. იმ მოთხრობაში ერთი ასეთი მრავალმნიშვნელოვანი ეპიზოდიცაა: მიხეილ ჯავახიშვილი გამომძიებელს საგანგებოდ შენახულ ტყვიას მიუტანს  და ეტყვის: “ეს ის ტყვიაა, რომლითაც თქვენიანებმა ილია ჭავჭავაძე მოჰკლეს. მინდა, რომ ჩემზეც ეს ტყვია გამოიყენოთ”. თუმცა ამ ამაღლებულობას გამომძიებელი მიწაზე დაანარცხებს: “ამ ტყვიას მხოლოდ ჭიანჭველის გასასრესად თუ გამოიყენებ”.
როსტომ ჩხეიძის პიესაში მიხეილ ჯავახიშვილი, ერთდროულად, რეალურ და თავისი შემოქმედების პერსონაჟთა გარემოცვაში წარმოჩნდება, ეს მისი სახის დასახატავად სრულიად განსხვავებული,  მარჯვე და გონებამახვილური ხერხია. ავტორისთვის ამგვარი “წარმოსახვის” იმპულსად იქცა მიხეილ ჯავახიშვილის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ის აპირებდა დაეწერა მოთხრობა თემაზე: “ჩემი სტუმრები _ ჩემი გმირები მოდიან (ჯაყო, თეიმურაზი, კვაჭი) და გასამართლებას მიპირებენ”.  როსტომ ჩხეიძეს მიხეილ ჯავახიშვილის კიდევ ერთი ასეთი “დაუწერელი თემა” _ “შავი ჩოხა” _ ქაქუცა ჩოლოყაშვილზე ბიოგრაფიულ რომანად უკვე ექცია, ამტომაც ასე თამამად მოკიდა ხელი ამასაც და შეძლო თავისებურ მხატვრულ რეალობად გარდაესახა.
როგორ იქცევიან, როსტომ ჩხეიძის პიესის მიხედვით, მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრებაში შემოჭრილი მისივე რომანებისა და მოთხრობების (“ჯაყოს ხიზნები”, “კვაჭი კვაჭანტირაძე”, “ლამბალო და ყაშა”, “დამპატიჟე”) პერსონაჟები? ისინი, ყველანი _ ჯაყო ჯივაშვილი, თეიმურაზ ხევისთავი, ნახუცარი ივანე, მარგო ყაფლანიშვილი, კვაჭი კვაჭანტირაძე, ყაშა ლაზარე, დამპატიჟე _  ინარჩუნებენ  ხასიათის იმ თავისებურებებს, რომლებიც ავტორმა მისცა. ამ თვალსაზრისით, ნაცნობნი არიან, თუმცა უცნობ გარემოში იხატებიან, რაც მათი ხასიათის ახალ თვისებებსაც ავლენს.
ავტორმა პიესის სათაურად  მიხეილ  ჯავახიშვილის საყვარელი და გამორჩეული სახე-სიმბოლო შეარჩია _ ბედი-მდევარი, რომლის სამართალს ვერავინ გადაურჩება. როსტომ ჩხეიძე ამ პიესაში იყენებს კლასიკურ დრამატურგიულ სტრატეგიებს, რათა მკითხველი შეძრას და მისი კათარზისი გამოიწვიოს, რაც არისტოტელეს ტრაგედიის მთავარ მიზანდასახულებად მიაჩნდა. მიხეილ ჯავახიშვილის ცხოვრება ისედაც ტრაგედიაა, სავსე ტანჯვითა და სისხლით.  თუმცა პიესაში, ამას გარდა,  სხვა ინტრიგაცაა _ პერსონაჟთა შურისძიება. პიესაში ერთდროულად იჭრებიან ისტორიული და გამოგონილი გმირები, ეს მწერალს ეხმარება სულიერ-მატერიალური სამყაროები განუყოფლად დაგვიხატოს.
პიესის ცენტრალური ფიგურა მიხეილ ჯავახიშვილია, მისი ქცევა, მეტყველება, მანერა სრულიად შეესაბამება ჩვენს წარმოსახვაში მისივე რეალური ცხოვრებითა და ნაწერებით შექმნილ ხატს, მაგრამ ახალია ის, რის შესახებაც მან ვერ მოასწო დაეწერა, თავისსავე პერსონაჟებთან ურთიერთობა. ეს პერსონაჟები კონკრეტული ეპოქის შვილები, თანვე ზოგადსაკაცობრიონი არიან. მსგავსი ტიპები ნებისმიერ დროსა და სივრცეში შეიძლება შეგხვდნენ.  ეს ზოგადობა მათ ისევე არ ვნებს, როგორც სერვანტესის, დოსტოევსკის,  მოპასანის, ფლობერის თუ სხვა მსოფლიოში აღიარებულ შემოქმედთა  პერსონაჟებს.
პიესაში ჯავახიშვილიც საინტერესო პერსონაჟად იქცა. მას განსხვავებულ ეპიზოდებში გვიხატავს ავტორი, რათა მისი შინაგანი სამყარო, ფსიქოლოგიური ნიუანსები კარგად გამოკვეთოს. ისიც სათქმელია, როგორც ბორხესი წერს, ჩვენც, ყველანი, უჩინარი ავტორის მიერ შექმნილი წიგნის გმირები ვართ და სანამ ვცოცხლობთ, ვიღაც გვწერს. ხანდახან კი პერსონაჟის თავნებობა წინასწარ ჩანაფიქრს ცვლის და იქმნება თავგადასავლები, რომლებშიც  თვითონ გმირები, რეალური თუ წარმოსახულნი, იხლართებიან და მერე იქიდან თავდაღწევას ლამობენ.
პიესა მონაწილე გმირთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა, რაც მას ერთგვარ კარნავალურ ელფერსაც მატებს: აქ არიან  პოეტები, საზოგადო მოღვაწენი, პოლიტიკოსები, პერსონაჟები, მკითხველები. მათ განსხვავებული ხმა, ინტონაცია, ქცევის მანერა აქვთ, რაც ავტორის ოსტატობაზე მეტყველებს. შესაბამისად, ცოცხლდება ეპოქა, მეოცე საუკუნის 20-30-იანი წლები, თავისი ქარიშხლიანი პოლიტიკური მოვლენებით, სიხარულით, სიძულვილით, ცრემლითა და ტკივილით.
პიესის პირველ ეპიზოდში იხატება სერობა, რომელზეც შეკრებილან მზიანი სულის მწერლები: გრიგოლ რობაქიძე, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწიშვილი, პავლე ინგოროყვა, გერონტი ქიქოძე. ჯავახიშვილი თითქოს უპირისპირდება თანამეინახეთა აღტაცებასა და მხიარულებას, მის თვითშეფასებას _ “ნაკაცარი ვარ” _  დისონანსი შეაქვს იმ განწყობილებაში, რომელსაც ქმნის რობაქიძის მჭევრმეტყველური, ზეაწეული, პათეტიკური სადღეგრძელო, რომლის მიხედვითაც, ქართველი მზიური ერია, შესაბამისად, ყველა ქართველი _ გამორჩეული, მზის შვილი, ყოველ შემთხვევაში, ისინი მაინც უცილობლად, რომლებიც კაფე “ქიმერიონში” სუფრას უსხედან. ჯავახიშვილი კი თითქოს მათი მსგავსი არ არის. ის აქ შემთხვევით, “უეცრად” გამოჩნდება. მიუხედავად დიდი სევდისა, რაც მისი სახის გამომეტყველებასა თუ ხმის კილოზე დაუმჩნევია ბედს, ის მაინც არ იზიარებს ნიკოლო მიწიშვილის პესიმიზმს საქართველოს, როგორც “პასიური ფენომენის” თაობაზე. ავტორის ამ ეპიზოდში ირეკლება 20-იან წლებში გამართული კამათი საქართველოს წარსულის და აწმყოს შესახებ, რომელიც ნიკოლო მიწიშვილის წერილმა “ფიქრები საქართველოზე” გამოიწვია.
პიესა კონტრასტულ ფერებსა და ემოციებზეა აგებული, რაც მეტ დრამატიზმს სძენს ყოველ მოქმედებას. ერთი მხრივ, სუფრა, თავისი სილაღით, სინათლით, მეორე მხრივ,  ბერიას ბნელი კაბინეტი, შემდეგ საპატიმრო კარცერები,  უმზეო ჯურღმულები, საიდანაც სისხლი წვეთებად გამოაღწევს. სინათლე და სიბნელე მთელი პიესის განმავლობაში ერთმანეთს უპირისპირდება. პიესას ემოციურ წონასწორობას უნარჩუნებს რამდენიმე იუმორისტული პასაჟიც, რომლებიც პერსონაჟთა სულიერ სამყაროს, მათ ცხოვრებას მეტ სიცოცხლეს სძენენ. ასეთია, მაგალითად, ჯავახიშვილის გაქცევა სხვისი პასპორტით, ბერიასთვის სწორი გამოთქმის  სწავლება და სხვ.
როსტომ ჩხეიძისთვის, როგორც მიხეილ ჯავახიშვილისთვის, “ლიტერატურაზე დიდი პოლიტიკა არც არსებობს”. ეს კარგად გამოიკვეთება იმ სცენაში, რომელშიც პავლე ინგოროყვა და მიხეილ ჯავახიშვილი მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობენ. მიხეილ ჯავახიშვილი იყო პოლიტიკური ცხოვრების შუაგულში, დახვრეტასაც ძლივს გადაურჩა, მაგრამ ნამდვილი ნაყოფი მისმა ლიტერატურულმა პოლიტიკამ გამოიღო. მისმა ნაწერებმა თავზარი დასცა ხელისუფლებას, ამიტომც დახვრიტეს 1937 წელს, როგორც  შეურიგებელი, დაუმორჩილებელი მოწინააღმდეგე რეჟიმისა. “კულტურულ ფრონტზე” (კონსტანტინე გამსახურდია) ბრძოლა, რომელიც მოუსყიდველმა და თავდადებულმა ქართველმა მწერლებმა და საზოგადო მოღვაწეებმა წამოიწყეს, (უფრო ზუსტად, გააგრძელეს, ილიას, აკაკის, ვაჟას და სხვათა ტრადიცია), გადარჩენის ერთადერთი გზა აღმოჩნდა. პიესაში კარგად გამოიკვეთება პავლე ინგოროყვას სახეც, რომელიც ლიტერატურულ ასპარეზზე დასაბრუნებლად შეაგულიანებს ხალხის საყვარელ მწერალს. დასამახსოვრებელი სახეა გერონტი ქიქოძისაც, რომელთან საუბარში გამოიკვეთება, რა ტკივილმა შეაქმნევინა მწერალს თავისი ალტერეგო _ თეიმურაზ ხევისთავი. მიხეილ ჯავახიშვილის ჩანაწერები ავტორს შესანიშნავად აქვს გამოყენებული მისი შინაგანი სულიერი მდგომარეობის, ხან სიმშვიდისა და გაწონასწორებულობის, ხან დაეჭვებისა, გაორებისა თუ მერყეობის გამოსაკვეთად. ბერიასთან შეხვედრის ეპიზოდებში შესანიშნავად წარმოჩნდება, ერთი მხრივ, უზნეო, უპრინციპო, მედროვე ბერიას სახე, მწერალს რომანს რომ უკვეთს, რომელშიც სტალინის როლი უნდა წარმოაჩინოს რევოლუციურ ბრძოლაში, მეორე მხრივ, მწერლისა, ვერაფრის, სიცოცხლის ფასადაც კი, რომ ვერ უღალატებს ზნეობრივ პრინციპებსა თუ სამწერლო სიტყვას, რომელიც იგივე ლოგოსია, ღმერთია.
ნელ-ნელა პიესაში მიხეილ ჯავახიშვილის პერსონაჟები შემოდიან არა როგორც ლანდები და აჩრდილები, არამედ ცოცხალი ადამიანები. მათ ხედავენ პიესის სხვა გმირებიც, რაც უფრო მეტ რეალურობას მატებს მათ. ერთ ეპიზოდში რესტორანში პერსონაჟთა და მკითხველთა  ქეიფი წარმოჩნდება დინამიკურად. ჯავახიშვილსაც მიიწვევენ. ჯაყო “ნათლია მწერალს” ეპირფერება.  რომანიდან გადმოსული ჯაყო უფრო განათლებულა, მარგოს მისთვის “კვაჭი კვაჭანტირაძეც” კი წაუკითხავს. ის ჩვეულებრივ ხვიხვინებს, ჭიხვინებს, იმანჭება, აქებს “რევალციას”. აქვეა ნახუცარი ივანეც, რომელთან საუბარში მწერალი ქართულ კალამს გოლგოთის ჯვარს ადარებს და ამგვარად თავის აღსასრულსაც წინასწარმეტყველებს. შთამბეჭდავია კარცერის წყვდიადში, ყველასაგან მიტოვებული, მარტოსული მწერლის სამყაროში შემოჭრილ პერსონაჟთა დიალოგები და მონოლოგები. ისინი _ჯაყო, მარგო, თეიმურაზი, კვაჭი კვაჭანტირაძე, ყაშა ლაზარე მწერალს ერთგვარ სასამართლოს უწყობენ, თავიანთ სახეთა დამახინჯებულ, არასწორ დახატვაში ადანაშაულებენ.  მათს სხდასხვაგვარ ხმებში წარმოჩნდება მაშინდელი საზოგადოების არსი და რაობა. ისინი, ასეთი განსხვავებულნი თავიანთი ცხოვრებით, ინტერესებით, შეხედულებებით, ერთი მიზნით ერთიანდებიან _ სული ამოხადონ მწერალს, რადგან ამხილა, სარკეში ჩაახედა, სინათლეზე გამოიყვანა. იქმნება ფანტასმაგორიული სურათი, რომელიც გამოკვეთს შეძახილებს: “ჯვარს ეცვას! _ ჩაიქოლოს”.  ეს არის მათი, პრიმიტიული და აზროვნებაჩახშობილი, მარიონეტად ქცეული საზოგადოების განაჩენი, საზოგადოებისა, რომელიც ვერ ცნობს მხსნელს. სიძულვილით დაბრმავებული პერსონაჟები ჩეკისტებთან ერთად თვითონვე აღასრულებენ რეჟიმისთვის ჯავახიშვილის მსხვერპლშეწირვის სისხლიან, მხეცურ რიტუალს.  მათი სასიხარულო ყიჟინის ხმა მკითხველს შესძრავს, რადგან იგივე რამ დღესაც შეიძლება განმეორდეს. და უნებურად ეშმაკის ქვა რომ არ მოგვაჩეჩონ ხელში, ფხიზლად უნდა ვიყოთ და გვახსოვდეს ადამიანური სისუსტეც და სიძლიერეც, რომ თანაბრად შეიძლება ვიყოთ ჯალათიცა და მსხვერპლიც, მგელიცა და ცხვარიც, რომ ჩვენი ცხოვრება, ერთადერთი და განუმეორებელი, ჩვენვე უნდა ავირჩიოთ.
პიესაში განსაკუთრებით შთამბეჭდავია რეზო აბუსერიძის სახე _ ის გამოგონილი პერსონაჟია _ მკითხველი, რომელსაც უყვარს ჯავახიშვილის შემოქმედება. თუმცა ეს სიყვარული არ უშლის ხელს, ჩადგეს უზნეო ჩეკისტთა სამსახურში. ავტორი აქ ერთმანეთს უპირისპირებს მხატვრულ სიტყვასა და გარემოებას, რომელიც ნაზი სულის ადამიანსაც ჯალათად აქცევს. რომელი გადასძლევს? მკითხველის გულის ასპარეზზე გამართულ უშეღავათო ბრძოლას რომელი მოიგებს? სატანური თუ ანგელოზური ძალა? აბუსერიძის მსგავსი ახლაც შეიძლება შეგვხვდეს. ის არის ზნეობრივი ადამიანი, რომლის გადაგვარებას ცდილობს, მაგრამ საბოლოოდ მაინც ვერ ახერხებს დიქტატორული რეჟიმი. ამაში მას მხატვრული ლიტერატურა უშლის ხელს.  აბუსერიძის წარმატებით დაწყებული ზომბირება ასევე უნდა გაგრძელებულიყო, სწორედ ამას მოწმობს მისი ჩართვა ჯავახიშვილის წამებაში, მაგრამ რაღაც მოხდა, დაწყობილი გეგმები ქვიშის ხუხულასავით ჩამოიშალა. რას შეეძლო ადამიანის ასე შეძვრა? როსტომ ჩხეიძეს სჯერა და მკითხველსაც აჯერებს, რომ მართალ მხატვრულ სიტყვას ადამიანის ფერისცვალება შეუძლია. მიხეილ ჯავახიშვილი თავისი შემოქმედებით ღვთისმსახურია, ამიტომაც ენიჭება მის სიტყვას ასეთი გარდამქმნელ-ამაღორძინებელი ძალა. ლაზარესავით მკვდარ აბუსერიძეს ჯავახიშვილთან შეხვედრა აცოცხლებს, ის “გამოდის გარეთ”, თავისი სხეულის ტყვეობიდან და მზის სინათლეს კვლავ იხილავს. ის თავისუფლდება შიშის ბორკილებისგან და უპირისპირდება  ადამიანებს, რომლებიც მის ურჩხულად გადაქცევას ესწრაფვოდნენ. მისი მიძინებული სინდისი იღვიძებს და სინანულში განწმენდილი ახალ ადამიანად იბადება. ის ჯავახიშვილის ნაწერების მკითხველობამ გადაარჩინა. თუმცა ფიზიკურად ამ “გამოღვიძებას”, „მეხსიერების დაბრუნებას~ შეეწირა, მაგრამ მთავარია, რომ “მანქურთობას” (ჩინგიზ აიტმატოვი) თავი დააღწია და დემონოკრატიის (გრიგოლ რობაქიძე) მსახურად არ იქცა. ამ პერსონაჟის გვარი მკითხველში იწვევს რაღაც ძველისა და მუდმივის განცდას, რომელსაც ილიამ “ერის უკვდავი სული უწოდა”, რობაქიძემ კარდუ და რომელშიც  კოდირებულია ეროვნული ენერგია. ის არ იკარგება, მხოლოდ დროდადრო მიინავლება, ჩაიფერფლება, მაგრამ ფენიქსივით აღორძინებაც შეუძლია, ამას ეფუძნება ავტორის ოპტიმიზმი. მისი სახეც იმისთვის შექმნა, რომ  სიცოცხლე მკითხველის (მაყურებლის) წარმოსახვაში გაეგრძელებინა.
პიესაში კიდევ ბევრი არაჩვეულებრივი ეპიზოდია, რომლებიც შთაბეჭდილებაში რჩებიან, ფიქრისა და განსჯისთვის აღძრავენ მკითხველს. ეს არის მწერლის მთავარი მიზანდასახულებაც  _ თანამედროვე ადამიანს, ათასგვარი ინფორმაციის მორევში დანთქმულს, აწმყოზე, მატერიალურ ყოფაზე მიჯაჭვულს, მეხსიერება დაუბრუნოს, შეახსენოს ადამიანდ ყოფნის ვალი და დანიშნულება.
პიესას ერთგვარად კრავს დამპატიჟე, რომელიც თავსა და ბოლოში გამოჩნდება უდარდელი, მხიარული, უაზრო სიმღერით. მელოდია თითქოს ტყდება და ნამსხვრევებად იფანტება ჯვარცმისა და ქვის გროვასთან შეხლისას, რომლებიც სიბნელიდან გამონათდებიან. პიესა გვიტოვებს განცდას, რომ ასე უნდა ეხლებოდეს ჩვენი მეხსიერება წარსულის იმ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ გვერდით, თავიანთი წიგნებით, მოღვაწეობით, დატოვებული კვალით, განაგრძობენ არსებობას და სულიერსა თუ მატერიალურ ყოფაში, უზნეობის დიდ და პატარა უფსკრულებში გადაჩეხვის საშიშროების წინაშე მდგართ,  უჩინრად  ხელს გვაშველებენ.
http://mastsavlebeli.ge/?p=13830