Translate

Wednesday, April 18, 2012

ქართველი ნობელიანტი მწერლის მოლოდინში

მაია ჯალიაშვილი

  ქართველი ნობელიანტი მწერლის მოლოდინში

როდის მიიღებს ქართველი მწერალი ნობელის პრემიას?
ეს კითხვა დიდი ხანია გაუჩნდა ქართველ მკითხველს.
პასუხიც სხვადასხვაგვარია.
თუმცა, ერთი რამ ცხადია, ჩვენ გვყავს ისეთი მწერლები, რომლებიც იმსახურებენ ამ პრემიას.
მაშ, რატომ უჭირთ ქართველ მწერლებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა და აღიარება, განსხვავებით ხელოვნების სხვა დარგის წარმომადგენლებისაგან, უპირველესად, ვგულისხმობთ, მაგალითად, კლასიკური მუსიკის შემსრულებელთ.
ხშირად გაიგონებთ საუბარს ნობელის პრემიის მიმნიჭებელი კომისიის ერთგვარ ტენდენციურობაზე. მართლაც, იოლი შესამჩნევია, რომ უდავო სამწერლო ღირსებებთან ერთად, ნობელიანტებს გამოარჩევთ ერთგვარი პოლიტიკური აქტიურობა. ნობელის პრემიის კომისია შერჩევისას უპირატესობას ანიჭებს იმ მწერლებს, რომლებიც არა მხოლოდ თავიანთი მწერლობით (მაღალი ხარისხის ლიტერატურა ხომ ისედაც ყოველთვის ადამიანის უფლებების  დამცველია), არამედ საზოგადოებრივი მოღვაწეობითაც (იგულისხმება საჯარო გამოსვლები ამა თუ იმ დიქტატორული, ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ, რასაც თან სდევს შემოქმედის პოლიტიკური დევნა, დაპატიმრება, სამშობლოში მისი ნაწერების აკრძალვა  და სხვა ამგვარები) ხმას იმაღლებენ სხვადასხვა ტიპის ხელისუფლის  ანტიჰუმანური მმართველობის წინააღმდეგ. როგორც ნობელიანტმა ნადინ გორდიმერმა აღნიშნა თავის სანობელო სიტყვაში, მწერალი პასუხისმგებელია იმ სოციალურ-პოლიტიკურ მოვლენებზე, რომლებიც მის გარშემო ხდება: `ზოგიერთი ჩვენგანის წიგნები წლობთ იკრძალება სამშობლოში, ჩვენ კი განვაგრძობთ წერას. ბევრმა მწერალმა გამოიარა ციხეები, მაგრამ არ შეუწყვეტიათ თავიანთი უფლებების დაცვა... ბევრმა  დევნისა და კონფლიქტის გამო დატოვა ქვეყანა და  მიიღო განუკურნებელი სულიერი ტრავმა~.
ნადინ გორდიმერი თამამად დაუდგა გვერდით აპარტეიდთან ბრძოლის ლიდერს, ნელსონ მანდელას და საჯარო ტრიბუნა გამოიყენა ხალხის საპროტესტო მუხტის გასაძლიერებლად. აღსანიშნავია, რომ ნადინ გორდიმერს ნობელის პრემია მიენიჭა 1991 წელს, ხოლო  მანდელას  ორი წლის შემდეგ _1993 წელს, მშვიდობის დარგში.
თანამედროვე სამყაროს და, მათ შორის, საქართველოსაც, სამწუხაროდ, არ აკლია სხვადასხვა ტიპის კონფლიქტი და პოლიტიკური ქარიშხალი. ასე რომ, ქართველ მწერალს მეტი პოლიტიკური აქტივობა და გამბედაობა მართებს საერთაშორისო აღიარების მოსაპოვებლად. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია, რომ მისი მეამბოხე სულისკვეთება მსოფლიოს მისწვდეს ხარისხიანი თარგმანების საშუალებით.
ახლა კი თვალი გადავავლოთ იმ ნობელიანტთაა შემოქმედებას, რომელთა ნაღვაწსაც გამოსცემს დღეს საქართველოში უდავოდ გამორჩეული გამომცემლობა `ინტელექტი~, გამორჩეული იმითაც, რომ სწორედ ის ახორციელებს პროექტს `ნობელის პრემიის ლაურეატები~ (საგამომცემლო პროექტის ავტორი კახმეგ კუდავა). ამ პროექტით, ხშირად პირველად ითარგმნება და გამოიცემა მსოფლიოში აღიარებულ შემოქმედთა ნაწერები.
საზოგადოდ, თარგმანები თანამედროვე სალიტერატურო პროცესის მძლავრი შენაკადია. სწორედ ისინი უწყობენ ხელს კულტურათა დიალოგს, რომელიც გამუდმებით შეახსენებს ადამიანებს სამყაროს ერთიანობას.
ამჯერად წარმოგიდგენთ ოთხ ნობელიანტს, რომელთა პროზა პირველად ითარგმნა ქართულ  ენაზე.
ჰერტა მიულერი (1953 . დაიბადა) ნობელიანტი 2009 წელს გახდა.  ზემოთ ნათქვამს თუ გავიხსენებთ, ამ მწერალსაც გამოარჩევს პოლიტიკური აქტივობა. იგი რუმინეთში ჩაუშესკუს რეჟიმის წინააღმდეგ იბრძოდა და მრავალი ტანჯვაც იწვნია, უპირველესად კი, ემიგრანტის მწარე ხვედრი. მისი ნაწერების მთავარი თემაც ეს არის _ ტოტალიტარული რეჟიმის არსობრივი წარმოჩენა და ადამიანის ბედი ამგვარ სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებაში.
ჰერტა მიულერი გერმანელია, ახლა ბერლინში ცხოვრობს, მაგრამ რუმინეთში დაიბადა და გაიზარდა. ჩაუშესკუს ტოტალიტარული რეჟიმი მისი ბავშვობის მთავარი საფრთხობელა იყო, რომელიც დღემდე აჩრდილივით  დასდევს მის ნაწერებს და ნებისმიერ თემაზე წერისას ჩაესმის ამ რეჟიმის დემონური ხარხარი და კვლავაც ეჭიდება დრო-სივრცეში დანამცეცებულ მის სხეულს, რომელიც გამუდმებით აღდგება ცხრათავიანი ურჩხულივით და ებრძვის.
`ნეტავ რა ფასი აქვს ჩემს სიცოცხლეს~? ამგვარი  კითხვით იწყება ცხოვრების შემეცნება. ჰერტა მიულერის ბავშვობაც ამ კითხვამ შეარყია და მწერლად აქცია. ეს კითხვა ლაიტმოტივად გასდევს მის წიგნს `მეფე დაიხრება და კლავს~, რომელშიც ცხრა ესეა (`ყველა ენა საკუთრი თვალით იყურება~, `მეფე დაიხრება და კლავს~, `დუმილის დროს უსიამოვნოდ გამოვიყურებით, ლაპარაკის დროს კი _ სასაცილოდ~, `ერთხელ ხელს რომ ჩაავლებ, ორჯერ ისევ უშვებ~, `უცხო მზერა, ანუ ცხოვრება ლამპარში ჩაპურჭყებულს ჰგავს~, `წითელი ყვავილი და ჯოხი~, `კუნძული შიგნითაა, საზღვარი კი _ გარეთ~, `ჩვენთან, გერმანიაში~, `ჰაერში რაღაც სუნი თუ ტრიალებს, ეს ხშირად ავის მომასწავებელია~). ამ ესეებში ხატოვნად, პოეტურად წარმოჩენილია სამყაროს გაცნობის შთამბეჭდავი სურათები. პირველი, რაც ყურადღებას იქცევს მის ნაწერებში, სტილია, ექსპრესიული, ფერადოვანი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, მთარგმნელის, ნანა გოგოლაშვილის, ოსტატობა, რადგან, მართლაც, ჩანს, რომ მან შეძლო თარგმნისას მწერლის სულთან მიახლოება.
ამ ესეებში ყურადღებას იქცევს იმის წარმოჩენა, თუ როგორ იქმნებოდა მწერლის სულიერი სამყარო,  ამიტომაც სუფთა ჰაერივით შემოიჭრება სოფელი, სადაც გაიზარდა.  საოცრად არის დახატული სოფლის მელნისფერ ღამეებში ჩაძირვა, ჭრიჭინობელათა ნაზი და იდუმალი ჩურჩულის გაგების წადილი და თანვე იდუმალი შიში. `ფოთლებმა და ყვავილებმა იცოდნენ, როგორ ეცხოვრათ, მე კი _ არა~. სწორედ ამ გარემომ შეაგრძნობინა ფასი თავისუფლებისა, რომელიც მისი პროზისა თუ ესეების მთავარი გმირია. ამ გმირს დევნიან, აწამებენ, მაგრამ ის ფენიქსივით ყოველი დაფერფვლის შემდეგ განახლდება და ცოცხლობს ადამიანთა გულებში და მზადაა კვლავაც იტანჯოს, ოღონდ სიყვარული გადაარჩინოს. მწერლის უჩვეულო  პოეტური აღქმა ხიბლავს და აჯადოვებს მკითხველს. 
წერილში `ყველა ენა საკუთარი თვალით იყურება~ საგულისხმო დაკვირვებებია ენაზე და გამოთქმულია თვალსაზრისი, რომ დედაენის მთელ მომხიბვლელობას სრულყოფილად სხვა ენის დაუფლების შემდეგ შეიგრძნობ. ყოველ შემთხვევაში, მან როდესაც რუმინული შეისწავლა და ამ ენის სარკმლიდან შეიხედა სამყაროში, სულ სხვაგვარად აღიქვა ყოველივე. ერთი და იმავე საგნისა თუ მოვლენის განსხვავებული სახელდება მწერალს სიტყვათა სიღრმეებში ამოგზაურებს და მათ სულს შეაგრძნობინებს.  მას საკამათოდ მიაჩნია გამოთქმა  `ენა სამშობლოა~, რადგან იგი `ფასს უკარგავს სამშობლოდან გაქცეული ადამიანების ნებისმიერ მსხვერპლს~. ცხოვრებამ მას სიტყვა  `სამშობლოც~ შეაჯავრა, რადგან მას `პარტიული ფუნქციონერები და დიქტატურის ლაქიები იყენებდნენ~. მისი აზრით კი,    `სამშობლო ისაა, რასაც  ამ ენაზე ამბობენ~. საგულისხმოა მწერლის თვალსაზრისი, რომ `ნებისმიერი დიქტატურა, მემარჯვენე იქნება თუ მემარცხენე, ათეისტური თუ რელიგიური, ენას თავის მსახურად იხდის~. მწერლის აზრით, ენის საშუალებით დიქტატურის გამყარებაცაა შესაძლებელი და მისი დემონტაჟიც. ამ ესეებში ამ თვალსაზრისის თვალსაჩინოებისთვის უამრავი მახვილგონივრული არგუმენტია მოყვანილი.  მწერლის აზრით, ენა არც ერთ დროებაში არ ყოფილა პოლიტიკური ნაკრძალი, რადგან მას ვერ გამოაცალკევებ იმ პოლიტიკური ქმედებებისაგან, ერთი ადამიანი მეორის მიმართ რომ სჩადის.
2001  წელს ნობელის პრემიის ლაურეატი ვიდიადჰარ ნაიპოლი (1932 . დაიბადა),  ინდური წარმოშობის ინგლისურენოვანი მწერალი  გახდა. მისი ნაწარმოებებიც გამოირჩევა საზოგადოებრივი ყოფის მანკიერებათა კრიტიკული მხილების პათოსით. უპირველესად, სწორედ სოციალურმა და რასობრივმა პრობლემატიკამ მოაქცია იგი ყურადღების ცენტრში. მისი რომანი `ნახევარი სიცოცხლე~ ინგლისურიდან თამარ კოტრიკაძემ თარგმნა, მართლაც, გამორჩეულმა მთარგმნელმა. მას აქვს მწერლის გეში და ალღო, ამიტომაც ზუსტად და ნათლად გადმოსცემს მწერლის თხრობის მდინარებას. აღსანიშნავია, რომ თამარ კოტრიკაძე ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ხელწერის მწერლებს თარგმნის და მათ ამ ინდივიდუალურობას, სწორედაც რომ ენობრივ სამყაროში გამოვლენილს, სტილურ თავისთავადობას უნარჩუნებს.
ვიდიადჰარ ნაიპოლის სახით ქართველი მწერალი გაეცნობა არაჩვეულებრივ მთხრობელს, რომელსაც შეუძლია საოცრად ლაღად, თავისუფლად წარმოაჩინოს ადამიანის ბედი თანამედროვე სამყაროში. ადამიანისა, რომელიც დრო-სივრცის გამუდმებული თავდასხმების მიუხედავად, ვითარდება, ცოცხლობს და ცდილობს  მატერიალურ-სულიერი კვალის დატოვებას. ამ რომანში წარმოჩენილია მთავარი გმირის, გაევროპოლებული ინდოელის ცხოვრება. მას აქვს ძირისა და ფესვის შეგრძნება, რომანში რამდენიმე თაობის ისტორია წარმოჩნდება და მკითხველი ძალდაუტანებლად იჭრება ინდური კულტურის ეგზოტიკურ, უცხო და ნაირფეროვან წეს-ჩვეულებათა სამყაროში.
ნადინ გორდიმერს (დაიბადა 1923 .), იოჰანესბურგელ მწერალ ქალს,  ნობელის პრემია 1991  წელს გადასცეს. იგი ემიგრანტთა ოჯახში, სამხრეთ აფრიკაში დაიბადა და გაიზარდა. თეთრკანიანი გოგონა (ლიტველი მამისა და ინგლისელი დედის შვილი) ბავშვობიდანვე ეზიარა ცხოვრებისეულ წინააღმდეგობებს. თეთრი და შავი, უპირველესად, ადამიანთა კანის განმსაზღვრელი, მისთვის ორი სხვადასხვა სამყაროს სინონიმებად იქცა, თუმცა  მალე მიხვდა, რომ ამგვარი დაყოფა თეთრად და შავად, სიკეთედ და ბოროტებად, სინათლედ და სიბნელედ, ილუზია იყო და ცხოვრებაში ხშირად ერთობლიობაში წარმოჩნდებოდა.
მოთხრობების კრებულით `ბეთჰოვენს ერთი მეთექვსმეტედი ზანგის სისხლი ჰქონდა~ (2007 .) ქართველი მკითხველი პირველად გაიცნობს ამ შესანიშნავ მწერალ ქალს. ამ გაცნობაში მას ნიჭიერი მთარგმნელი, თამარ კოტრიკაძე დაეხმარება, რომელიც  არაჩვეულებრივად გრძნობს, უპირველესად, ქართულ სიტყვას, მის დაფარულ ენერგიას, ამიტომაც იკითხება მისი თარგმანები ისე, თითქოს მწერალს ეს ყოელივე ქართულ ენაზე შეექმნას.
ნადინ გორდიმერის მხატვრული სამყარო უშუალობითა და მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ამ წიგნში თავმოყრილი მოთხრობები მკითხველს ადამიანის სულის უსაზღვრო სივრცეში ამოგზაურებენ და დააფიქრებენ სიკეთისა და ბოროტების არსზე, სიცოცხლისა და სიკვდილის განუყოფლობაზე და ყველა იმ თემაზე, რომლებიც თანამედროვე ადამიანის სულს, გულსა და გონებას უფორიაქებენ. `ისტორიამ რად მიივიწყა ჩვენი ერთობისკენ სწრაფვა, ცოდნა იმისა, რომ სისხლის შემადგენლობას არაფერი აქვს საერთო ადამიანოობასთან?~ _ ვკითხულობთ მის მოთხრობაში: `ბეთჰოვენს ერთი მეთექვსმეტედი ზანგის სისხლი ჰქონდა~. ამ წიგნში წაიკითხავთ მის სხვა მოთხრობებსაც, რაბლესეული სატირითა და შექსპირისეული ტრაგიზმით გაჯერებულს: `გრძელი ზონარი~, `სიზმრად ნანახი გარდაცვლილნი~, `თავქარიანი ქალბატონი~, `გრეგორი~, `უსაფრთხოების ზომები~ და სხვ. იშვიათად შეხვდებით მოთხრობის ასეთ დიდოსტატს, რომელიც სრულყოფილად ფლობს თხრობის ტექნიკას.
მის სანობელო სიტყვაში `მწერლობა და ყოფიერება~ (თარგმნა გვანცა ჯობავამ), რომელიც ამავე კრებულში შეიტანეს გამომცემლებმა, კარგად წარმოჩნდება მწერლის ზნეობრივი მრწამსი. `პირველად იყო სიტყვა~ _ იოანე მოციქულის სახარების უპირველესი სტრიქონი მოჰყავს მწერალს მსჯელობის დასაწყებად და თვალს მიადევნებს, როგორ შეიცვალა ღვთის სიტყვასთათან დამოკიდებულება კაცობრიობის არსებობის განმავლობაში. რა გზა გაიარა სიტყვამ პერგამენტიდან გუტენბერგამდე? როგორ დაიბადა ავტორი? ამ საკითხებზე მსჯელობს ავტორი და დაასკვნის, რომ  მწერალი `ცდილობს განმარტოს სამყარო~, რომ ლიტერატურა არის ერთდროულად საკუთარი თავისა და სამყაროს შეცნობა: `შეიძლება დინოზავრებივით გავწყდეთ და მაინც ვერ ვუპასუხოთ კითხვას:  რატომ ვარსებობთ~?
1980 წლის ნობელიანტი პოლონელი მწერალი ჩესლავ მილოში გახდა.  იგი 1911 წელს ლიტვაში დაიბადა, პოლონეთში გაიზარდა, ანტიფაშისტმა და ანტიკომუნისტმა გამოსცადა ემიგრანტის მწარე ბედი, ცხოვრობდა საფრანგეთსა და ამერიკაში, მეოცე საუკუნის 90-იან წლებში სამშობლოში დაბრუნებული მიიღეს, როგორც ეროვნული გმირი. მშობლიურ მიწას მიებარა 2004 წელს. მის პოეტურ სიტყვას ფასს მატებდა მისი ცხოვრება, რადგან იგი ფაშისტური ოკუპაციიის დროს წინააღმდეგობის მოძრაობის აქტიური მონაწილე იყო. კომუნისტურ რეჟიმთან შეუგუებლობამ აქცია იგი ემიგრანტად. ცნობილია ბროდსკის სიტყვები: `ამ პოეტის პირით ღაღადებს პოლონეთის დამოუკიდებლობა~.   იგი ცნობილია თავისი პოეზიით, პროზით, ესეებით. აქამდე ქართულად ზვიად რატიანის მიერ მისი მხოლოდ ერთი ლექსი იყო თარგმნილი, `ევროპის პირმშო~, რომელშიც ასეთი ტკივილიანი სტრიქონებია:
`ნუ შეიყვარებ ქვეყანას: შეიძლება რუკიდან გაქრეს.
მით უფრო - ქალაქს: აღენიშნება ჩუმი ლტოლვა ნანგრევებისკენ~.
 ქართულად პირველად თარგმნილ მის რომანში კი, `ისას დაბლობი~ რომ ჰქვია~, წარმოჩენილია ბავშვობის შთაბეჭდილებები. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს თარგმანიც შესანიშნავია და ნათელა გავაშელის ნიჭსა და თავდადებაზე მეტყველებს. მთელი რომანი გაჟღენთილია საოცარი პოეტური სულით. რომანის მთავარი გმირი, ტომაში, ისას დაბლობის უმშვენიერეს ბუნებაში იზრდებოდა და  პატარა სახლის ფანჯრიდან გაჰყურებდა უკიდეგანო სივრცეებს. სწორედ ამ იდუმალმა სივრცეებმა აქციეს ჩესლავ მილოში პოეტად. რომანის ბოლოს შთამბეჭდავად აღწერილია, მთავარი პერსონაჟი როგორ ემშვიდობება ოჯახსა და სოფელს: `ცვრიან მიდამოს დილის  ვარდისფერი დასდებოდა, ჩიტები გალობდნენ. ყველაფრის დამახსოვრება უნდოდა~. ბუნება თითქოს ჩასჩურჩულებს: `დაგვივიწყებ, ოი, აუცილებლად დაგვივიწყებ!~ მკითხველს კი ახსენდება ფსალმუნის სტრიქონები: `უკეთუ დაგივიწყო შენ, იერუსალემ...~ `ფრთხილად გადავიდნენ გაფარცხილ შარაგზაზე. შეშფოთებულმა ქრისტემ გაფოფრილ  ფოთლებს შორის გაიელვა~. ტომაშს თან მიჰყვებოდა ვაშლის სურნელი და დალოცვები. ასე გავიდა ცხოვრების დიდ გზაზე და არასოდეს დავიწყებია ისას დაბლობის შემოგარენი. აქ განცდილმა, ნანახმა, გაგონილმა მითებმა, ზღაპრებმა და ლეგენდებმა სიცოცხლე რომანის მთავარი პერსონაჟის, ტომაშის, მწერლის ალტერ-ეგოს, სიზმრებსა და შემოქმედებაში გააგრძელეს.  
ისას დაბლობი მკითხველის შთაბეჭდილებაში იქცევა თავისუფლების სიმბოლოდ, რომლის დავიწყება სულიერი სიკვდილის ტოლფასია.
ამ ოთხი ნობელიანტის ნაწერების გაცნობა მკითხველს დიდ სურვილს უჩენს, რომ ითარგმნოს მათი სხვა ნაწარმოებებიც.
აქვე იმის წყურვილიც იბადება, რომ ქართულ მწერლობასაც გამოუჩნდნენ უცხო ენაზე მთარგმნელ-გულშემატკივრები, რათა ყველამ  გაიგოს, რომ მსოფლიო სამწერლო რუკაზე, როგორც გურამ დოჩანაშვილი იტყოდა, საქართველო დიდი ქვეყანაა და `შემოქმედთა საერთაშორისო ნადიმზე~ ქართველსაც სიტყვა ეთქმის.
                                                           2012

Sunday, March 11, 2012

Narrative as Artistic Game (According to Georgian Modernistic Novel)


Maia Jaliashvili 

Narrative of modernistic novel is very different from realistic narrative. It is rich with some kind of elements of game. The dialogue with author and reader is difficult. The reader must be intelectual to understand artistic features. In The Georgian modernistic novels, we mean, Grigol  Robakidze's ''The Snake shirt'', Konstantine Gamsakhurdia's ''Dionysus' smile'' and Demna Shengelaia's  ''Sanavardo'', the game is revealed as a new mastery, a different level of art, which determines the form of artistic text.
There is an opinion, that artistic creativity is a peculiar kind of game. Game elements are in all three above-mentioned novel. First of all, it seems in the style of narrated and in the  the composition  of artistic system. For example, the epigraph of ``Sanavardo`` can be considered as some kind of musical  and semantic tone of novel and that  artistic games, that is represented. This can be considered as cryptogram, which is easy to understand for Georgian readers, because they know the well-known Georgian text literature, from which this fragment is given. And for those readers for whom this work is unknown, we mean  ''Torture of Shushaniki''  by Jacob Tsurtaveli, epigraph will become clear idea after all understanding the essence of the novel. There are association replacement  or interchange in  the Georgian modernistic novels. Sometimes, at first sight, quite unexpectedly one episode followed by another episode. This association connection is often ironical and causes the feeling of expectations. In a certain sense some kind of « carnival feeling » (Bakhtin 2010: 240)  also appeared such an episodes. This represents a devaluation of values. This demonstrates that the society no longer appreciates the old, traditional values and has  a pseudo cultural attitudes. There are close to each other often meet both tragic and comic episodes in novels, or including ironical echo, which strengthens the feeling of tragicomedy of  life and, In  this way,  the reader is relieved from unpleasant tension.
It is known that European culture was based on two traditions, very different from each other stylistic system. One of them is linked to Homer's epic, the second one is related to the Bible.   Homer’ style means the complete description of subject and events, narrative clarity. The second style is different. One episode has is often separated from others. The rest is the shadow of another episode. The story is narrated fragmentary. This kind of artistic work contains a lot of symbol, which needs understanding. Artistic work requires appropriate method of interpretation. These two stylistic system it assimilated with each other in Georgian modern novel.
The Writers are using artistic elements of games in all three novels in order to define, on the one hand, the the character of personage, on the other hand, the epoch, society, human relations, To paint the preceding time and the eternal spirit of mankind. There is crossing to each other philosophical, physiological, lyrical, religious and the intellectual streams in Georgian modernistic novels, and by this way,  the  novel entirely and its  narrative  becomes very interesting, because methods of artistic game are  attractive, original, impressive, diverse, innovative. Boris Eikhenbaum thinks: art work ... Always represents the structure of the game(Eikhenbaum 2010: 126)
Artistic game of the  modernist novels is created, first of all,by the way of a new style of narration. The Georgian modernist writers, on the one hand, relying on the traditions of classical prose, on the other hand, using a new one. In general, in modernist prose was revived the method spread and expansion of   plot, that was  typical  for baroque  prose. This is named as amplipication. It creates an opportunity to enhance, historical, moral, and religious importance of  the story. Jenet talks about three-way of the expansion of  the story ,  and they called  as amplipikations: 1. Through the way of development (or expansion)  of  the story. 2. Through the way of insertion of stories.   3. Through the way of the author's participation (Jenet 1994: 389).
All three methods of amplipication  are in  the Georgian modernist novels, but especially the second one – addition of  associative stories. Also, quite often, When the author somewhat expands the narration, The Story is filled from the inside, and  increases details infinitely. For this example can be nominated amplipikation in the novel   by K.Gamsakhurdia “Dionysus' Smile”. In This novel   is detailed description of    various towns and settlements, museums, drawings, the street and there is long conversations, where the characters for a long time speaks, argue for cultural, religious, political or social issues. The main characters have entered in the museum and there will be an extensive description of the exhibited objects and drawings (Gamsakhurdia 1992: 84)..
Grigol Robakidze often describes things, the pictures in detail. Here's how he describes the carpet: “Green Field.  In some manner, as if the sun leaves”. (Robakidze1989:  61).Narrative, as an independent phenomenon,  has particular value of the XX century novels. Great importance was given to  “narrative  for narration”, especially in the prose of   William Faulkner and  Marcel Proust.  The narrative in the  modernist novel seems to be allocated to the time - space, in which the action is going. It  has an independent value. Narrated as if it is shut. The narrative has a great lyrical flow. There are many similar examples in the “Smile of  Dionysus”, where the narrative takes the form of hymn and  characters is  covered by the lyrical narrative. For example, the hymns of wine, trees hymns, fish preaching and other. Virginia Woolf wrote that the modern novel had more in common with poetry, because it primarily reflected is  not the relationship of human beings, but the the dialogue with himself in loneliness situation (Woolf 1988: 13). There are a lot of dialogs with himself in  Georgian modernist novels. It is, as a kind of artistic game. This style is, first of all, involves lots of different variations of the synthesis of prose and poetry. Often, the help of poetic meditations, philosophical - religious issues get the benefit of aesthetic value. This music is presented in the novels, as well as their internal backbone, which gives the narrative strength. Stéphane Mallarmé wrote: `It is only a reference and nothing else. contemplate of  things, full of dreams, dreams coming from the artistic images - this is a true art ~ (Mallarmé 1997: 7). Georgian modernist writers  create completely new system of feature  by the  help of  artistic images coming from dream, in which each part has its own separate center. At the same time, the center is connected to the basic of the novel that are sometimes visible, sometimes hidden pillar base. Single fragment of Georgian modernist novel is like a jazz performance techniques. Thus, the  each deviation of novel is the element of the  artistic game. In general, the narrative technique of the Georgian modernist novels is mostly free. In the novel By Grigol Robakidze “Snake Skin” undress snake skin is a wonderful metaphor, which expresses a novel concept. So says the Taba Taba: This is nothing more symbolic of this country. (Robakidze 1989: 271). 
Sometimes most important idea of the novel set by means of a long tale. Saridani tells to young people the story about son of the stone, but this tale loses its independence, it is spread in real space, as if everything is happening now. Matasi is a fabulous “ girl of  the river”. It is also a symbol of eternal femininity. That's why the son become a stone that  he will see everything  forever. Matasi, in this case, is the  transient shield. of  “girl of  the river”,  Therefore Archibaldi sees: “Moon: naked women” (Robakidze1989:  156).
Such frequent deviations from the narrative's main line of the novel, create a different form  _  created a mosaic picture. The poet's funeral episode is part of artistic game, which is  depicting in the chapter, named “Coffin in the sun”. The main message of this episode is that the life and poetry contrasted with each other forever. If it is perceived by the person tragically, he will be unhappy. In this case, the irony is the only way to resist the brutality of life. The effect of game  is particularly apparent in the novel “Dionysus smile”, which is narrated by  first person.
writes: The writer should know that every person who has expressed itself in words, play a role. Each person (in this case, I mean, not a writer, but his hero), sooner or later, It makes the story and believe that this is the story of his own life. This may be a victim. Reality and imagination compete to each other in  the writer's mind. (Frisch 1981: 516). Finally, the imagination wins.    This means that the artistic game will continue.
The novel's (“Dionysus smile”),   first chapter, “The man who laughs”, leads to the association, and reminds us of Victor Hugo novel of the same name. Here, in itself,  a novel title becomes  the  matter of games. Novel tells the story of the old man, who sits alone in a garden chair, he no longer able to laugh. Because he is disabled person, ugly, and no longer able to accept such look,  that the people sometimes called laugh. In this episode the forms of the artistic game is complicated. On the one hand, the writer describes the horror of war, on the other hand, human injustice. “ I am glad that I'm not a man who is not laughing, ', - says Savarsamidze, but throughout the novel in such situations, he finds that life compels him to put on a mask, which, one of them. would be, gloomy man's face. So, Modernist writers often express their points of view with the help of the  artistic game.

References:
Bakhtin 2010: Mikhail Bakhtin, Carnivalesque, Literary theory, II, Publishing-House of the Institute of Literature, Tbilisi 2010
Eikhenbaum 2010: Boris Eikhenbaum, How Gogol's Overcoat Was Made, Literary theory, II, Publishing-House of the Institute of Literature, Tbilisi 2010
Frisch 1981: 516. Max Frisch, I will be, even if, Gantenbaini, Tbilisi, 1981
Gamsakhurdia 1992: konstantine Gamsakhurdia, Dionysus Smile, Tbilisi, 1992
Huizinga 1992: Johan HuizingaNature and significance of play as a cultural phenomenon, J. “Literature and Art~, #3-4, 1992
Jenet 1994: Jerar Jenet, Figures. Moscow, 1998 (in Russian language)
Robakidze 1998 :  Grigol Robakidze, Snake’s Skin, Falestra, Tbilisi,  1989
Woolf 1988: Virginia Woolf , Essays, Tbilisi, 1988


Litinfo (Georgian Electronic journal of Literature), Volume 5, Issue 2
2011
G
http://www.litinfo.ge/vol.5-issue-2/jaliashvili.htmeorgian Electronic Journal of Literature
#2
 Narrative as Artistic Game (According to Georgian Modernistic  Novel)

Monday, September 26, 2011

„წარსთქვა სიტყვა და აღმოცენდა ვარდი“

ერთი ლექსის ნათელი ანუ                                  
„წარსთქვა სიტყვა და აღმოცენდა ვარდი“
(ლია სტურუას ლექსზე „გარინდება“)              

სიტყვის ნათლის საიდუმლოზე ბევრი დაუწერიათ.
მე იმ ლაბირინთებს არ შევუყვები.
ლექსის სინათლეზე მინდა გითხრათ, ყოველდღიურობის სიბნელეში უეცრად რომ გამოანათებს ხოლმე. ისიც სათქმელია, რომ ეს ნათება პირობითია და ყველასთვის სხვადასხვაგვარად ჩნდება.
მე კი ლია სტურუას ერთმა ახალმა ლექსმა, „გარინდება“ („ჩვენი მწერლობა“, 2002, 9 აგვისტო) რომ დაურქმევია პოეტს, სინათლესავით შემომანათა, სიმშვიდე მომგვარა და სულში ჩამრჩა.
ახლა მინდა ჩემი შეგრძნებები სიტყვებით როგორმე გამოვხატო, რადგან ეს ლექსი შთაბეჭდილებაში ძვირფასი ტილოს ორიგინალის სიცინცხალით ჩაიწერა.
ლია სტურუას ამ ლექსში განცდები მხატვრულ სახეებში იმგვარადაა მოხელთებული, რაც ამხელს პოეტის სრულყოფილებამდე მისულ ოსტატობას. ასე მხოლოდ მაშინ შეგიძლია გადმოსცე სათქმელი, როდესაც სამყაროს მთლიანობაში აღიქვამ და ცალკე წუთისოფელი აღარაფრად გიღირს. ის მხოლოდ გზაა ზესთასოფლისკენ. არსებობის ჭეშმარიტი რაობა კი ხელისგულზე გიდევს. ეს იმგვარი ცოდნაა, რომელსაც არა მხოლოდ სიცოცხლე, არამედ სიკვდილი გასწავლის. ბევრი სიცოცხლე და სიკვდილი უნდა გამოტანჯო შენს სულში, რომ მერე ამგვარი ლექსი დაწერო, თანაც იშვიათი სისადავითა და უბრალოებით. ეს უკვე სასწაულია, რომელიც ჭეშმარიტი შემოქმედების თანამდევ მოვლენად იქცევა.
„წარსთქვა სიტყვა და აღმოცენდა ვარდი“ — ამბობს ბორხესი თავისი ნოველის „პარაცელსუსის ვარდის“ ბრძენკაცზე. ამ ლექსზე ეს სიტყვები მინდა გავიმეორო და თან ეს ნოველაც გავიხსენო.
ალქიმიკოს პარაცელსუსს ახალგაზრდა ესტუმრა და ჯადოსნური ქვის საიდუმლოს გზაზე ერთად სიარული სთხოვა დიდი გასამრჯელოს ფასად. ბრძენკაცმა დაარიგა: „ეს გზაა თვითონ გზა. ადგილი, საიდანაც მოდიხარ — ქვა არის თვითონ. ყოველი ნაბიჯი ამ გზაზე მიზანს წარმოადგენს“.
ახალგაზრდა ვერ მიუხვდება და კვლავ დაჟინებით სთხოვს, სასწაული მოახდინოს, თან მოტანილ წითელ ვარდს უწვდის, ჩააგდე ცეცხლში და როცა დაიფერფლება, აღადგინეო. განა შემიძლია ამ ვარდის მოსპობაო,— ჩაეკითხება ბრძენი. მოსპობა ყველას შეუძლიაო, — გაუკვირდება ამგვარი შეკითხვა ჭაბუკს. — ცდები, ნუთუ ფიქრობ, რომ შესაძლებელია არყოფნაში დაბრუნება, ნუთუ ფიქრობ, რომ სამოთხეში ადამს შეეძლო მოესპო ერთი ყვავილი ან ბალახის ერთი ღერიო? — კვლავ შეეკითხა პარაცელსუსი. ჩვენ სამოთხეში არა ვართო, — ჯიუტად შეეპასუხა ახალგაზრდა. ალქიმიკოსმა კი უთხრა: „შენ რა გგონია? მამაზეციერი სხვა რამეს შექმნიდა, თუ არა სამოთხეს? გესმის თუ არა, რომ პირველყოფილი ცოდვა სწორედ იმის ვერგაგებაა, რომ სამოთხეში ვიმყოფებით? ვარდი უკვდავია და მხოლოდ მისი სახება იცვლება და სიტყვით შეიძლება მისი აღდგენა“.
სულსწრაფ ჭაბუკს სასწაულის ხილვა სურს, ბრძენი მის გადარწმუნებას ცდილობს, სასწაული არ მოგანიჭებს იმ რწმენას, რასაც ეძიებ, თვალთმაქცობად მიიჩნევო, მაგრამ ჭაბუკი არ უსმენს, ალისფერ ვარდს ბუხარში შეაგდებს და ამაოდ ელის ოსტატის სიტყვასა და სასწაულს. პარაცელსუსი მშვიდად შეჰყურებს ჩაფერფლილ ყვავილს. გულაცრუებული ჭაბუკი სიბრალულით მიატოვებს „ხელმოცარულ“ ბრძენს, მაგრამ ამბავი აქ არ მთავრდება. ბოლო, ფინალური პასაჟი ამგვარად ხმიანობს:
„პარაცელსუსი მარტო დარჩა. მანამდე, სანამ სასანთლეს ჩააქრობდა და მყუდროდ მოკალათდებოდა საკარცხულში, ღველფში გაქექა ნაცარი და ჩუმად წარსთქვა სიტყვა და აღმოცენდა ვარდი“.
იქნებ ეს აღდგენილი ვარდი არც ჩაფერფლილა? იქნებ მართლაც სამოთხეში ვცხოვრობთ, მაგრამ ცოდვების სიბნელე ხელს გვიშლის მის დანახვას?
ლია სტურუას ლექსში სწორედ ასეთი მოხუცები სხედან, არა, ისინი ალქიმიკოსები არ არიან, მაგრამ სიბერე თავისთავად გულისხმობს იმ ცოდნის გაცნობიერებას, რაც შენშივეა და რასაც დიდი ძებნა სჭირდება მოსაპოვებლად. ხოლო როცა მოიპოვებ, მაშინ გეუფლება გარინდება, რადგან ხედავ სასწაულებს და აღარ გაოცებს, ჩვეულებრივ მოვლენად მიიჩნევ.
ბავშვიც ხომ ასეა. მას არ უკვირს რეალობისა და წარმოსახულის საზღვრების დარღვევა, ვერ გაურჩევია ოცნება და ცხადი. უხილავი ძალდაუტანებლად მოჩანს.
ლია სტურუას ლექსში სწორედ ამგვარი განცდებია წარმოჩენილი. ტალღასავით მოირწევიან სტრიქონები. ჯერ სიმშვიდეა, ნაზი მელოდიის თანხლებით,მერე ოდნავ შეშფოთდება სიმშვიდის ზედაპირი, რადგან მარადიულს წარმავალი შეეპაექრება — პოეტის „მე“ ჯანყით შესცქერის სიბერეს, შემდეგ კი ყველაფერი კვლავ წყნარდება, რადგან სიბერის ჭეშმარიტი არსი ამოიცნობა.
აი, ლექსის პირველი სტრიქონების ნახატი:
მოხუცები სხედან,
ღეჭავენ ჰაერს,
ღრუბლიანი ურჩევნიათ,
რძეში ჩამბალი პურივითაა.
ლაჟვარდი მკვახე ვაშლს ჰგავს,
უძნელდებათ მისი მონელება.
აქ რომ დასრულებულიყო ლექსი, მაინც არაფერი მოაკლდებოდა, ისეა შეკრული. ეს ღრუბლიანი ჰაერი, რძეში ჩამბალ პურს რომ ჰგავს, ისეთი ხელშესახებია, გრძნობ რძის სუნსა და ჩამლბალი პურის გემოს. ეს ბავშვობის სურნელიცაა. მეხსიერების პალიმფსესტურობა ვლინდება სტრიქონებში. წლებწაფენილი სიღრმეებიდან უცებ ამოანათებს წარსული — ბავშვობის სამოთხით გაცისკროვნებული.
ისმის მშობლიური მელოდიაც, ნეტარების მომგვრელი, ალბათ, იავნანა — ტკბილი ძილის წინამძღოლი. და ყველაფერი ნისლში იძირება. ფერები ერთმანეთში გადადის და თანდათან მუქდება.
წინ რომ ჩაუვლი,
თითქოს ვერ გხედავენ,
მაგრამ ამჩნევენ, რომ
შავი კაბის ჩრდილში დადიხარ,
რომელმაც ყველა ყვავილი
დაგიჭკნო სახეზე.
უნებურად გრძნობენ ამას,
გულს და სისხლს უკვე აღარ
გაყოლებენ.
თითქოს თეატრში ხარ. სცენაზე ბაღის დეკორაციაა, წინა პლანზე ხის სკამზე მოხუცები ჩამომსხდარან — ჩვენთვის უკვე ნაცნობნი, ლექსის პირველი სტრიქონებიდან. ახლა პოეტიც უნდა გავიცნოთ. გამოჩნდა. მოხუცებს ჩაუარა და მათ თვალებში აირეკლა მისი სევდა და ტკივილი. მოხუცები არ „გაჰყვნენ“ მას შავი კაბის ჩრდილში, რადგან ამ ჩრდილმა ყველა ყვავილი დაუჭკნო სახეზე. ამგვარი განცდა დარდს აღრმავებს, გულიც უფრო მეტად იკუმშება, მაგრამ მგლოვიარე სული სულ სხვა სიღრმეებს წამოატივტივებს და ქალი ხვდება, მოხუცები არც თეთრი კაბის ჩრდილში აყვავებულ ყვავილებს გააყოლებდნენ თვალს.
მათთვის დამჭკნარი და აყვავებული მარადიულის მხოლოდ დროებითი სახეცვლილებაა და სხვა არაფერი.
თუმცა სილამაზის სიხარული ხავსს ეჭიდება („მან ყვავილი ჩემი დააჭკნო“, — ჩაგვესმის წმინდა შუშანიკის ცრემლიანი ხმაც), მაგრამ გულისწამღებ მწუხარებაში შავი ფერები იცრიცება. პიროვნული, კერძო ნაღველი ზოგადდება და ტკივილის ჭეშმარიტი ბუნება გამოჩნდება. ავტობიოგრაფიული, მეტისმეტად ავტობიოგრაფიული (ნაირა გელაშვილი) ირეკლება ლექსის სტრიქონებში.
მათი სიმარტოვე
ხალხით კი არ არის სავსე,
არამედ ვარსკვლავებით, ცით,
გემრიელი ჰაერით.
არ ლაპარაკობენ,
მშვიდად და უშფოთველად
იღიმებიან, თითქოს უკვე
სამოთხეში სხედან.
მოხუცები სხვა განზომილებას ჭვრეტენ. მათთვის წარმავალი მხოლოდ იაფფასიანი ფარდაა, რომლის იქით მოჩანს ნამდვილი სცენა. ამიტომაცაა, რომ აღარც ხორციელი საზრდო სჭირდებათ (გემრიელი ჰაერი საკმარისია). არც ლაპარაკობენ და აღარ ანაგვიანებენ გარემოს „ლაპარაკის ნაფცქვენებით“ (ესეც ლია სტურუას მიგნებული არაჩვეულებრივი სახეა, ოღონდ სხვა ლექსიდან). მათი უშფოთველი და მშვიდი ღიმილი არაამქვეყნიურია. ისინი არ არიან წმინდანები, მაგრამ მაინც ტაძრის კედელზე დახატულ ფრესკებს ჰგვანან ღრმა გარინდებულობით.
თითქოს სამოთხეში სხედან.
და ამ სამოთხის სინათლე ლექსიდან მოიღვრება.
როგორ იწერება ამგვარი სტრიქონები? ალბათ, ტკივილითა და ტანჯვით მოპოვებული „ცოდნით“, როცა ხვდები, რომ სასუფეველი აქაა, ადამიანთა გულებში, ოღონდ განწმენდილსა და სიყვარულით სავსეში. ასეთ გულში ძე კაცისას შეუძლია თავი მიიყუდნოს. და სიმარტოვეც აღარ არის ცივი და საშიში, რადგან იგი ხალხითა და ყოველდღიური ფაციფუცით კი არ არის სავსე, არამედ „ვარსკვლავებითა და ცით“.
რა ლამაზად არის ნათქვამი:
თითქოს სამოთხეში სხედან.
მართლაც, შემიძლია გავიმეორო:
„წარსთქვა სიტყვა და აღმოცენდა ვარდი“.

დაიბეჭდა ჟურნ. „ჩვენს მწერლობაში“