Translate

Sunday, March 20, 2016

ბავშვობის სამოთხე ნაირა გელაშვილის „სარკის ნატეხებში“

ველასკესი თავის ცნობილ ნახატზე, „მენინებირომ ჰქვია, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი ფერადოვნებით წარმოაჩენს ადამიანური ყოფის ერთ ეპიზოდს: ტილოს ცენტრში ინფანტა მარგარიტაა, ყვავილივით ნაზი და სიფრიფანა, მარგალიტებიანი ძვირფასი კაბით შემოსილი, გარშემო მენინები ჰყავს, ერთგული პირისფარეშები, მისი ყოველი სურვილის წამიერად ამსრულებელნი. შიდა სივრცეში თვითონ ველასკესი დგას  ფუნჯით ხელში და ხატავს, კედელზე ჩამოკიდებულ სარკეში კი ინფანტას მშობლები მოჩანან, ერთი სიტყვით, მნახველს შთაბეჭდილება ექმნება, რომ ამ გოგონას უღრუბლო ბავშვობას არაფერი ემუქრება, მაგრამ ამ ჰარმონიას არღვევს ჯუჯა სეფექალის მახინჯი სახე და იქვე მოთამაშე ჯამბაზი. გაივლის დრო და ამ ქაფივით ნაზი და მსუბუქი მაქმანების, მოშარიშურე აბრეშუმის მოლივლივე ჩარჩოებიდან გოგონა ცხოვრებაში შეაბიჯებს.
Las-Meninas-(detail-1)-1656-57
ველასკესის ეს შედევრი ნაირა გელაშვილის რომანმა _ „სარკის ნატეხებმა“_ გაგვახსენა, რომელშიც ფერწერული ოსტატობითაა წარმოჩენილი ადამიანური ყოფის მისტერიები და მათ შორის ყველაზე დიდი საიდუმლო _ ბავშვობა, საიდანაც გზები მრავალმხრივ განიტოტებიან.
რომანის მიხედვით, ყოველი საიდუმლოს ლაბირინთში შეღწევა შემეცნების ახალ საფეხურზე ასვლას გულისხმობს, ოღონდაც ეს სვლა ვერტიკალური კი არ არის, ქვემოდან ზევით ან პირიქით, არამედ წრიული, სადაც ყოველი წერტილი შეიძლება დასასრულიც იყოს და დასაწყისიც. ადამიანი შემოივლის ამ წრეს და ისევ იმ წერტილს უბრუნდება, საიდანაც დაიწყო ყველაფერისამყაროსთან ურთიერთობა. დასაწყისში ის იყო მთელი და სრული, შობისას კი თითქოს იმსხვრევა მისი სიმრთელე _ ეს ჯოჯოხეთთან პირველი შეხვედრაა. ზრდა თანდათან უფრო მცირე ნაწილებად დატეხას გულისხმობს, მაგრამ თანვე მეხსიერება ინახავს მთელის ხატს და მისი აღდგენის.. სამოთხისაკენ მიბრუნებისაკენ მიისწრაფვის.
მწერალი ჩვეულებრივ სიტყვებს  უჩვეულო ენერგიით მუხტავს, რათა გააცოცხლოს ბავშვობის შთაბეჭდილებები და, მეტაფორულად, ახლა უკვე ცნობიერად შეაღწიოს იმ ფუღუროში, სადაც ბავშვობაში იოლად ეტეოდა.
მწერალი ფიქრობს  და მკითხველსაც თან გაიყოლებს იმ საიდუმლოს ამოსახსნელად, რომელიც სულიერ  ზრდას, მეტამორფოზას, პიროვნებად ჩამოყალიბებას გულისხმობს. რა აპირობებს ყოველი კონკრეტული ადამიანის ფენომენს, მის თვისებებსა და დამოკიდებულებას სამყაროსა თუ საკუთარ თავთან, საზოგადოებასთანამ ურთულეს კითხვებზე პასუხის მოსაძებნად მწერალს მკითხველი ბავშვური შეგრძნებების თავბრუდამხვევ ჯადოსნურ სამყაროში მიჰყავს, იქ, სადაც სიკეთესა და ბოროტებას, ანგელოზებსა და დემონებს ჯერ განმასხვავებელი  ფერიხმა და სურნელი არა აქვთ, სადაც  ყველაფერი წმინდა, გულწრფელი და აუმღვრეველია.  ბავშვობის ფერადოვანი წიგნის ფურცლებზეა საძიებელი ყოველი ადამიანის გულის გასაღებიის შთაბეჭდილებები სარკის ნატეხებია, რომლებშიც დამსხვრეულიმეირეკლება. ამ ნატეხებით ძნელია იმ მთელი სარკის დანახვა, რომლის ნაწილიც რომანის გმირია. ეს დიდი სარკე ღმერთია. ერთ ეპიზოდში დახატულია, როგორ ელოდება აღდგომის დილას ბოსტანში მიწაზე განრთხმული ბავშვი ცის გახსნასა და ქრისტესთან შეხვედრას. ეს ღვთის წყურვილის მშვენიერი მეტაფორაა.
დიდ სარკეს სურს ჩაიხედოს პატარა სარკეებში: თავის ნაწილებსა და ნატეხებში, იქ დაინახოს თავისი ანარეკლი, მაგრამ ესენი მხოლოდ მეტ-ნაკლებად ბუნდოვნად ირეკლავენ მას და ერთმანეთს და ყველაფერს,“ _ ვკითხულობთ რომანში. ეს არეკვლა უფრო გამჭვირვალე ბავშვობაში იყო, როდესაც მისი გული ჯერ არ დაელაქა ბოროტების და სიძულვილის ნაცრისფერ აბლაბუდებს. ეს გახსნილი, გულწრფელი, ლაღი და უჩრდილო ურთიერთობა ხალას, პირველქმნილ, სამოთხისეულ სამყაროსთან რომანში ულამაზესი ეპიზოდებითაა წარმოდგენილი.
მწერალი, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „გულის ხეივნებითადახსოვნის გვირაბებითმიდის წარსულში, რომელიც მხოლოდ პირობითადაა წარსული. ის, იმავდროულად, აწმყოცაა და მომავალიც, ოღონდ უკვე გასაიდუმლოებული. იქ, როგორც თესლში, კოდირებულია ადამიანური ყოფის ყველა შესაძლო ვერსია და მოდელი. იქ  ერთადაა სიკვდილიცა და სიცოცხლეც.
პავლე მოციქული უქადაგებდა მრევლს: „ახლა ჩვენ ვხედავთ სარკით, ბუნდოვნად, მაშინ კი პირისპირ, ახლა ვიცი მცირეოდენი, ხოლო მაშინ შევიცნობ ისე, როგორც მე ვარ შეცნობილი“ (I კორინთ. 13.12). „მაშინ კი“ _ ეს ორ დროს გულისხმობს _ ბავშვობასა და სიკვდილს. ბავშვობას _ „მე“-, ინდივიდუალობის, ბუნებისაგან განცალკევებულობის შეგრძნებამდე და სიკვდილს _ იმავემე“-სგან გათავისუფლებას. სარკის ნატეხების სიმბოლური მრავალმნიშვნელოვნება შეიძლება ამასაც გულისხმობდეს. „ფუღუროში, თავის ბნელ გულში ჩანაწვიმარ წყალს, თეთრ კვერცხებს, ანდა რაღაც ბრჭყვიალათვალება სულდგმულს რომ ინახავდა, სწორედ იმას ვეძებდი, ვიზედაც მოციქულები ქადაგებდნენ“. მწერალი ბავშვობაში იმ ფუღუროთიპირდაპირ სასუფეველშიშედიოდა, ხვდებოდა შემოქმედს და უსახელოდ, გამოუთქმელად აღიქვამდამზიან ღამეს“,  მაგრამ თანდათან ყველაფერი ეს გაქრა და დიდობაში ადამიანსგინდა ის ფუღურო დაუნახავს და გინდა სააღრიცხვო ბარათი“. მაგრამ რჩება ხსოვნა და რწმენა, რომ: „ღმერთის არსებობის დამტკიცება შეუძლებელია, იმიტომ, რომ იგი არსებობს“. ბავშვობა სწორედ ამ არსებობის დამადასტურებელისაბუთებითაასავსე.
რომანში დახატულ შთამბეჭდავ ამბავთა შორის გამორჩეულია ერთი, რომელშიც მოთხრობილია, როგორ გადაეფარა ბიჭი სასიკვდილოდ გამეტებულ მტრედს და  სიცოცხლე შესწირა: „ასე შემთხვევით გავიგე, რომ ჩემს სოფელს თავისი წმინდანი ჰყავდა, რაც სოფელმა, ცხადია, არ იცოდა. მან არ იცოდა, რომ ამქვეყნად საერთოდ იმ ბიჭის გულისთვის იყო გაჩენილი: რათა ის ბიჭი გაეჩინა. რაც კი ამ სოფელს სიკეთისა და სიწმინდის უნარი დაჰყოლოდა, სულ იმ ბიჭში შეკრებილიყო. და თუ ჩემი სოფელიწარწყმედას გადარჩებოდა, მხოლოდ და მხოლოდ იმ ბიჭის წყალობით, ხოლო ერთ სოფელს წარსაწყმედად მარტო  ის სისასტიკეც ეყოფოდა, რასაც უფლის უენო ქმნილებებს ატეხდა თავს გაჩენის დღიდან, და რაც მერე ერთს, ერთადერთს უნდა გამოესყიდა _ ყველაზე წმინდას“.
მწერალი ხატავს თანდათან როგორ იქცევა ბავშვი   პიროვნებად, რომელიც იზრდება,  „თავისუფლდებასამოთხისაგან და იბორკება ჯოჯოხეთით. „სასუფეველი ღვთისა  გულთა შინა თქვენთა არს“ (სახარება). ბავშვებისთვის ასე ნაცნობი გზა გულისაკენ შემდეგ სადღაც იკარგება და უჩინარდება.  ესზრდაუამრავი მსხვერპლის ფასად ხორციელდება: „მათ უსისხლო თუ სისხლიან მსხვერპლზე გადიოდა გზა ადამიანად ქცევისა. მათი მკვდარი თუ ნაწამები სხეულები ეყარა სამსხვერპლო ქვასთან“.
მწერალს სჯერა, რომბავშვად ხელახლა ქცევას შეიძლება მოჰყოლოდა თვითშეწყალება“. და, მართლაც, რომანის თითქმის მთელი I ნაწილიეს ბავშვად ხელახლა ქცევაადა თანვე აუხდენელი სურვილი დიდად აღარ გაზრდისა. ერთგან წერს კიდევაც, რომ სამოთხე არის ადამიანის ისეთი შინაგანი მდგომარეობა, როცავეღარაფერი გადის შენი სიყვარულის წრიდან, როცა შენი გული მზეა: სიყვარულის სიხარულის გამომცემი და გადამდები, რომელიც დაფრინავს, ეხვევა, მღერის და ბავშვივით თამაშობსდა როცა გული მზეა, როცა ერთდროულად ბავშვი და დედაა, ანუ ბავშვი დედა, მაშინ ეყოლება ხოლმე უცბათ მთელი სამყარო (პაწია სულდგმულებიდან დიად ვარსკვლავებამდე და იმათ მიღმა, ყველაფერი, რაც სურდა ჰყოლოდა) და ჰყავს იგი, როგორც შვილი“.
მწერალი ერთგან იხსენებს, თეთრ კაბასა და ფეხსაცმელებში საზეიმოდ გამოწყობილს ძმა როგორ უფენდა ტალახში ქაღალდებს, რომ არ გასვრილიყო. სწორედ ასეთ ფურცლებად ეფინება მკითხველს ამ რომანის თითოეული ეპიზოდი. ესენი ისეთი სილამაზეებია, რომელთაც სულის ხსნა შეუძლიათ. მკითხველიც კითხვისას განიცდის კათარზისს და მატერიალურ დრო-სივრცესთან მიჯაჭვულობისაგან გათავისუფლების იმგვარ შეგრძნებას, მხოლოდ ნაწვიმარ დილას რომ ჯანსაღი და უმტვერო ჰაერის ჩასუნთქვას მოაქვს. მწერალი და მასთან ერთად მკითხველი შეგრძნობს, რომ ეს ხსნა სიცოცხლის უნივერსალური კანონია, რომჯოჯოხეთს სურს, სამოთხედ იქცეს“. რომანიც სწორედ ამის ცდაა, „გამყარება-გამუდმივებასამოთხისა, რომელშიცჯოჯოხეთი თავს ვეღარ გაიხსენებს, როგორც ხსენი  _ რძეში“.
ლექსებსა და პოემებში (წიგნშიავტობიოგრაფიული, მეტისმეტად ავტობიოგრაფიული“ (თბ. 1999)  უფრო მძაფრდება სურვილი აღსარებისა, ერთგვარი გაშიშვლებისა  ყველა ნაკლისა და ხარვეზის წარმოსაჩენად. ღვთის თვალი აქ უკვე მხოლოდ მეტაფორა აღარაა, მის მზერას, მართლაც, შეიგრძნობს მწერალი და სწორედ ამ მზერის ჭრილში გაჩხრეკს თავისი დაავადებული სულის ცალკეულ გამოვლინებებს. ბავშვური ცოდვები (ვთქვათ, ბაყაყის მოკვლა და სხვა) თითქოს გამოსყიდულია უკვე ცხოვრების ტანჯვა-წამებით, მაგრამ ცოდვები, უკვე დიდობაში ჩადენილი  ნებითა თუ უნებლიეთ  ვეღარ გამოისყიდება და მძიმე ტვირთივით აწვება მის სულს. ერთადერთ ნავსაყუდელად რჩება დედაშვილობის მზიანი ბაღნარი“, მაგრამ დროს ისიც შეულანძავს, გაუპარტახებია. დაღლილ მზერას ხან სად ჩამოაყრდნობს და ხან სად  ასე იბადებიან ცალკეული ლექსის განწყობილებანი, მაგრამ საბოლოო სიღრმეს ისევ ზეცაში ჰპოვებს. ასე ისხმება კრიალოსანივით — „სიმშვიდის, სიხარულის, მწუხარებისა და ნუგეშის შესახებ“. ეს განწყობილებანი თითქოს ერთმანეთისგან იბადებიან და ერთმანეთში გადადიან. ხედვა იწმინდება და გამჭვირვალე ხდება. ამიტომ აქ ერთმნიშვნელოვნად ჩნდება ერთადერთი წყარო და იმედი სიმშვიდისა  უფალი იესო ქრისტე. იხატება უმშვენიერესი სურათი  ნავში თვითონ ოთხ მოციქულთან ერთად. იქვე იესოს სძინავს. თუმცა მათ არ ასახელებს, მაგრამ გამჭვირვალედ იგულისხმებიან. ნავზე შემომსხდარან წყლის მოჭიკჭიკე ჩიტები. საოცრად ცოცხლად იხატება მინდვრის ზამბახი, მძინარე უფლის ყელთან რომ მისვენებულა და ძარღვის ფეთქვა ათრთოლებს. მერე გაისმის ტალღათა ხმაური. ჩნდება წადილი, რომ დაიცვას უფლის სიმშვიდე, მაგრამ სხვანი (ის ოთხნი) აღვიძებენ, მერე ისევ წყლის მინდვრები გადაფარავენ ლექსის ფონს, დასჯილი ქარიშხლის წუხილით იჟღინთება სივრცე (ქარიშხალსაც იქნებ მის გვერდით უნდოდა ნავში მიწოლა და დასვენება  სამყაროს ყოველი არსი მისკენ მიილტვის და მიისწრაფვის). ლექსის სათქმელი ასე გამოიკვეთება  სიმშვიდე მხოლოდ უფალთან ყოფნას მოაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანი ყოველთვის ვერ ახერხებს ამას.
მაგრამ რაბი მუდამ გვერდით
არ გეყოლებათ,
როდესაც ტბაში ნავს შეაცურებთ,
ტბაში,
რომლის სიახლოვესაც
გაჯავრებული ქარიშხალი
ჩასაფრებულა.
სიხარულის შესახებ“ — აქ კანას ქორწილია გაცოცხლებული. სიხარული მოაქვს იმასაც, რომ:
და შენ რომ ქორწილს მპირდები, რაბი,
ის ხომ სიკვდილის შემდეგ იწყება,
შენ რომ თეთრ კაბას მპირდები, რაბი,
ის ხომ სუდარის შემდეგ იცმება
და ის დარბაზი,
ჩვენთვის რომ ბრწყინავს,
ცივი სამარის შემდეგ მიგველის.
მწუხარების შესახებ“ — ჯვარცმაა გახსენებული. ჩნდება ღვთისმშობლის სახე, როგორც მარადიული დედისა. მისი ფიქრები და განცდები საოცრად მშობლიურია. გვახსენდება დავით გურამიშვილის მოთქმა ღვთისმშობლისა“ — უძლიერესი პოეტური გლოვა. ამ ლექსშიც მსგავსი ინტონაციები გაისმის ოღონდ სხვა სივრცესა და რეგისტრში. თვალწინ წარმოგვიდგება მწუხარების ტკივილებისგან ნაგვემი მარიამი. იგი ისეთი უბრალოა, ისეთი თბილი, შევიგრძნობთ კიდეც მის ცხელ ცრემლებს.
ნუგეშის შესახებ“ — თვალწინ წარმოგვიდგება ყველაფრისგან შემოძარცული პოეტი, მხოლოდ რწმენა რომ უგიზგიზებს გულში და ღვთის მოლოდინითაა სავსე:
, მშობლიურო,
მენატრები, დედავ და მამავ,
, სიყვარულო,
მეგობარო,
ძმაო და შვილო
ჰა, ხელებს გიწვდი და თვალებს ვხუჭავ
და ვიცი ვიცი ვიცი აქა ხარ
, შენი სუნთქვის ტალღებია
ირგვლივ ვრცელდება
და მსჭვალავს ჩემს სულს
თრთიან რტონი, ხენი, ლოდები
აქ ხარ, რაბი
გისმენ
მჯერა
გხედავ
მოგყვები.
ცხოვრების ოთხი საყრდენი გამოიკვეთება: მოსმენა, დაჯერება, დანახვა და მიყოლა. მხოლოდ ამ საყრდენებზე ამართული ადამიანი მიაგნებს სიცოცხლის აზრსა და მიზანს.

დაბეჭდილია: http://mastsavlebeli.ge/?p=9436


No comments:

Post a Comment